ციტოლოგიური მასალის კონსულტაცია

ციტოლოგიური მასალის კონსულტაცია

ფასი: 50 ₾

კვლევის შესახებ

ციტოლოგიური პრეპარატების რევიზია (Cytology Slide Consultation) არის უკვე მომზადებული ციტოლოგიური სლაიდების (პრეპარატების) ხელახალი, დამოუკიდებელი შეფასება კვალიფიციური ციტოპათოლოგის მიერ. ეს კვლევა არ მოითხოვს პაციენტისგან ხელახალ ნიმუშის აღებას – რევიზია ტარდება არსებულ პრეპარატებზე.


რევიზია (ე.წ. „მეორე აზრი“, second opinion) გამოიყენება ადრე დასმული ციტოლოგიური დიაგნოზის გადასამოწმებლად, დასაზუსტებლად ან ვერიფიკაციისთვის. ციტოპათოლოგი ხელახლა აანალიზებს უჯრედულ არქიტექტონიკასა და ატიპიის ხარისხს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, მიზანშეწონილად მიიჩნევს დამატებითი კვლევების (იმუნოციტოქიმია, უჯრედული ბლოკი) ჩატარებას.


მეორე აზრი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ონკოლოგიური დიაგნოზის ვერიფიკაციისთვის, რთული ან სადიაგნოსტიკოდ გაურკვეველი შემთხვევების შეფასებისა და თერაპიული ტაქტიკის ოპტიმიზაციისთვის. მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტის მიერ განხორციელებული ციტოლოგიური დიაგნოსტიკა ხასიათდება მაღალი სიზუსტით.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კონსულტაცია რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:


• ციტოლოგიური დიაგნოზის დადასტურება მკურნალობის დაწყებამდე;

• ადრე დასმული დასკვნის გადამოწმება ან დაზუსტება;

• დამოუკიდებელი მეორე აზრის (second opinion) მიღება;

• რთული, იშვიათი ან გაურკვეველი ციტოლოგიური შემთხვევები;

• კეთილთვისებიან, საეჭვო და ავთვისებიან შედეგებს შორის გაურკვევლობა;

• დამატებითი კვლევების (იმუნოციტოქიმია, მოლეკულური ტესტები) საჭიროების შეფასება;

• სხვა დაწესებულებიდან მკურნალობის გადაცემისას დიაგნოზის გადამოწმება.

ინტერპრეტაცია

ციტოლოგიური კონსულტაციის შედეგი თვისობრივია (აღწერითი) – ის ადასტურებს, აზუსტებს ან ცვლის ადრე დასმულ ციტოლოგიურ დასკვნას.


შესაძლო შედეგებია:


• დადასტურება: პირვანდელი დასკვნა სრულად დასტურდება.

• დაზუსტება: დასკვნა ზუსტდება (მაგ., უჯრედების ტიპის ან ნეოპლაზიური ატიპიის ხარისხის დაზუსტება).

• ცვლილება: დასკვნა იცვლება, რაც გავლენას ახდენს მკურნალობის ტაქტიკაზე.


საჭიროების შემთხვევაში რეკომენდებულია დამატებითი კვლევები (იმუნოციტოქიმიური ანალიზი, უჯრედული ბლოკი, ჰისტოლოგიური გამოკვლევა) საბოლოო დიაგნოზისთვის.


ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს კლინიცისტის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან (ანამნეზთან) და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

• კვლევა არ საჭიროებს პაციენტის სპეციალურ მომზადებას;


• აუცილებელია წარმოადგინოთ უკვე დამზადებული ციტოლოგიური მინები (პრეპარატები) და, სასურველია, უჯრედული ბლოკები;


• თან იქონიეთ ადრინდელი ციტოლოგიური დასკვნა;


• სასურველია წარმოადგინოთ თანმხლები სამედიცინო დოკუმენტაცია (ანამნეზი, ადრე ჩატარებული კვლევები).

ტესტის მეთოდოლოგია

ციტოლოგიური მეთოდი

მასალის ტიპი

შეღებილი ციტოლოგიურ პრეპარატი

კვლევის შესრულების დრო

1 სამუშაო დღე

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

გამოყენებული წყაროები:


cancer.gov - Pathology Reports

cancer.org - Understanding Your Pathology Report

ncbi.nlm.nih.gov - Fine Needle Aspiration


ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;

სოფიო თოფურიძე - ციტოლოგი;

ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.

კვლევის კატეგორია

ციტოლოგია
Phone