ხახის ნაცხის ბაქტერიოლოგია (სრული სერვისი)

ხახის ნაცხის ბაქტერიოლოგია (სრული სერვისი)

ფასი: 90 ₾

კვლევის შესახებ

ხახა მდებარეობს პირის ღრუს უკან. ხახა წინიდან უკავშირდება პირის ღრუს, ზემოდან - ცხვირს, გვერდით - ევსტაქის მილებს (ყურებს) და ქვემოდან - ხორხსა და საყლაპავს. ხახის ყველაზე ხშირ ბაქტერიულ პათოგენს A ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი წარმოადგენს. ხახის ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა ხელს უწყობს ბაქტერიული მიკროფლორით გამოწვეული ინფექციების სწორ დიაგნოსტიკასა და ანტიბიოტიკის სწორად შერჩევას.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია:


  • ყელის უეცარი და ძლიერი ტკივილის, ყლაპვის გაძნელების და ცხელების დროს;
  • შეშუპებული ლიმფური კვანძების და ნუშურების გაწითლებისას;
  • ნუშურებზე თეთრი ლაქებისა ან ჩირქის ზოლების გაჩენისას;
  • პირის ღრუში პატარა, წითელი ლაქების გაჩენის დროს, რომლებსაც პეტექიები ეწოდება;
  • მადის დაკარგვის დროს;
  • რიგ შემთხვევებში, განსაკუთრებით ბავშვებში, როდესაც აღენიშნებათ თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება.

ინტერპრეტაცია

უარყოფითი შედეგი - ნაცხში პათოგენური აგენტი არ გამოვლინდა.


დადებითი შედეგი - კვლევის შედეგად იდენტიფიცირდება ბაქტერიული პათოგენი. პათოგენის გამოვლენის შემდეგ ტარდება ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობა და შესაბამისის მედიკამენტის შერჩევა.


გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგი უნდა შეფასდეს მკურნალი ექიმის მიერ.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

კვლევის ჩატარებისას რეკომენდებულია:


• ანტიბაქტერიული საშუალებებით მკურნალობის დაწყებამდე ან პრეპარატის ბოლო მიღებიდან 24 სთ-ის შემდეგ;

• ანტიბაქტერიული მედიკამენტებით მკურნალობის კურსის დასრულებიდან 7-10 დღის შემდეგ;

• არ უნდა გქონდეთ ჩატარებული ჰიგიენური პროცედურები.


მასალის აღება - საანალიზო მასალა აღებული უნდა იყოს უზმოდ ან საკვების, წყლის მიღებიდან 2-3 სთ-ის შემდეგ. მასალის აღება ხდება სასის რკალიდან. არ უნდა მოხდეს შეხება ენასთან, პირის ღრუსთან და ლოყების ლორწოვანთან.

მასალის ტიპი

ხახის ნაცხი

კვლევის შესრულების დრო

3 დღის

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

კვლევის კატეგორია

ბაქტერიოლოგია
Phone