კვლევის შესახებ
ანტისტრეპტოლიზინ O (ASO) წარმოადგენს სტრეპტოლიზინ O-ს საწინააღმდეგო ანტისხეულებს, რომელიც სინთეზირდება A ჯგუფის სტრეპტოკოკის მიერ. კონცენტრაციის მატებას ადგილი აქვს სტრეპტოკოკური ინფექციიდან 1-3 კვირაში, პიკური მაჩვენებელი მიიღწევა 3-5 კვირაში და შემდეგ 6-12 თვის განმავლობაში უბრუნდება ნორმის მაჩვენებელს.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია, როდესაც გამოხატულია:
• ყელის ტკივილი;
• ხშირი ფებრილური ტემპერატურა;
• ტონზილიტი (მწვავე, ქრონიკული);
• ოტიტი;
• ლიმფოადენიტი;
• სახსრების ტკივილი;
• შეშუპება;
• დილის შებოჭილობა;
• რევმატოიდული ართრიტი;
• აუტოიმუნური დაავადებების სკრინინგი;
• ქრონიკული ანთებითი პროცესები;
• გაურკვეველი წარმოშობის ხანგრძლივი ტკივილები;
• მწვავე რევმატოიდული ართრიტი (ხშირი მონიტორინგი);
• გლომერულონეფრიტი;
• ენდოკარდიტი.
ინტერპრეტაცია
ASLO-ს მაღალი მაჩვენებელი გამოხატულია შემდეგ შემთხვევებში:
• ახლახან გადატანილ ან მიმდინარე სტრეპტოკოკული ინფექცია (ქუნთრუშა);
• ტონზილიტი (მწვავე, ქრონიკული);
• ევსტაქიტი, ოტიტი;
• რევმატიზმი, რევმატიული ცხელება;
• თირკმლის გართულებების რისკი;
• ქრონიკული ინფექციები (ვირუსული B და C ჰეპატიტი);
• სარკოიდოზი;
• სკლეროდერმია;
• სისტემური წითელი მგლურა;
• ლეიკემია;
• მწვავე დიფუზური გლომერულონეფრიტი.
ASLO-ს ნორმის ფარგლებში ან დაბალი მაჩვენებელი ნაკლებად მიუთითებს სტრეპტოკოკულ ინფექციაზე, თუმცა ადრეულ სტადიაზე შეიძლება ჯერ არ იყოს მომატებული.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR);
• Streptococcus A Ag ხახის ნაცხში;
• ციკლური ციტრულინირებული პეპტიდის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (anti-CCP);
• C-რეაქტიული ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში, რაოდენობრივი (CRP);
• ანტინუკლეარული ანტისხეულები (ANA);
• შარდმჟავას განსაზღვრა სისხლის შრატში (Uric Acid);
• კომპლემენტის C3 კომპონენტის განსაზღვრა სისხლში (Complement C3);
• კომპლემენტის C4 კომპონენტის განსაზღვრა სისხლში (Complement C4);
• რევმატოიდული ფაქტორის განსაზღვრა სისხლში (RF);
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
სპეციფიკური მომზადება არ არის საჭირო.
ტესტის მეთოდოლოგია
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• medlineplus.gov - MedlinePlus - ASO Test (UCSF/A.D.A.M.)
• emedicine.medscape.com - Medscape - Antistreptolysin O Titer: Reference Range
• mayocliniclabs.com - Mayo Clinic Laboratories - Antistreptolysin O (ASO)
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.