კვლევის შესახებ
Gordon & Sweet-ის მეთოდი არის სპეციალური ჰისტოქიმიური (ვერცხლის იმპრეგნაციის) შეღებვა, რომელიც გამოიყენება ქსოვილში რეტიკულური ბოჭკოების (III ტიპის კოლაგენის) გამოსავლენად. ეს ბოჭკოები ქმნის მრავალი ორგანოს - ძვლის ტვინის, ღვიძლის, ელენთის, ლიმფური კვანძების - სტრომულ (საყრდენ) ჩონჩხს.
რეტიკულური ბოჭკოები ჩვეულებრივი (ჰემატოქსილინ-ეოზინის) შეღებვით არ ჩანს. Gordon & Sweet-ის მეთოდში ვერცხლის იონები ილექება ბოჭკოებზე და აღდგება მეტალურ ვერცხლამდე, რის შედეგადაც ბოჭკოები მუქი ყავისფერი ან შავი ფერისა ხდება.
მეთოდი განსაკუთრებით ღირებულია ძვლის ტვინის ფიბროზის (შემაერთებელი ქსოვილის პათოლოგიური გამრავლება) ხარისხის შესაფასებლად, ღვიძლის ციროზის დიაგნოსტიკისთვის და ნეოპლაზიური ქსოვილის არქიტექტონიკის შესასწავლად.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევა რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• ძვლის ტვინის ფიბროზის გამოვლენა და ხარისხის (გრადაციის) შეფასება;
• მიელოპროლიფერაციული დაავადებების (მათ შორის პირველადი მიელოფიბროზის) დიაგნოსტიკა;
• ღვიძლის ფიბროზისა და ციროზის შეფასება;
• ქსოვილის სტრუქტურის (არქიტექტონიკის) დარღვევის შეფასება;
• ეპითელური და არაეპითელური სიმსივნეების დიფერენცირება;
• ლიმფომისა და სიმსივნური ინფილტრაციის სტრუქტურის შესწავლა;
• გაურკვეველი წარმოშობის ანემიის ან ციტოპენიის შეფასება ძვლის ტვინის ბიოფსიისას.
ინტერპრეტაცია
ჰისტოქიმიური შეღებვის (რეტიკულინის) შედეგი თვისობრივია – ფასდება რეტიკულური ბოჭკოების რაოდენობა, სიმკვრივე და განლაგების სტრუქტურა.
ნორმაში: რეტიკულური ბოჭკოები ქმნის ნაზ, თხელ და წესრიგში მყოფ ქსელს, რომელიც ინარჩუნებს ორგანოს ნორმალურ სტრუქტურას.
რეტიკულური ბოჭკოების მომატება (ფიბროზი) შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგ შემთხვევებში:
• პირველადი მიელოფიბროზი და სხვა მიელოპროლიფერაციული დაავადებები;
• ძვლის ტვინის ფიბროზი ქიმიოთერაპიის ან ინფილტრაციის ფონზე;
• ღვიძლის ფიბროზი და ციროზი;
• ქრონიკული ანთებითი პროცესები;
• სიმსივნური ქსოვილის სტრომული რეაქცია.
სტრუქტურის (არქიტექტონიკის) ცვლილება: კარცინომის (ეპითელური წარმოშობის ავთვისებიანი სიმსივნის) დროს ბოჭკოები გარს ერტყმის უჯრედთა ჯგუფებს, მაგრამ არ აღწევს მათ შორის; ლიმფომისა და სარკომის დროს კი ბოჭკოები ცალკეულ უჯრედებს შორის ვრცელდება – ეს დაგვეხმარება სიმსივნის ტიპის დიფერენცირებაში.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს კლინიცისტის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან (ანამნეზთან) და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
კვლევისთვის სპეციალური მომზადება არ არის საჭირო.
ტესტის მეთოდოლოგია
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• histologicaltechniques.com - Gordon and Sweet's Reticulin Stain
• nature.com - High concordance in grading reticulin fibrosis
• onlinelibrary.wiley.com - Grading of bone marrow fibrosis
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ალეკო ხარებაშვილი - ჰისტოპათოლოგიის განყოფილების უფროსი, პათოლოგანატომი
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.