კვლევის შესახებ
May-Grünwald-Giemsa-ს (MGG) მეთოდი არის რომანოვსკის ტიპის ციტოლოგიური შეღებვა, რომელიც ფართოდ გამოიყენება ჰემატოლოგიასა და ციტოპათოლოგიაში სისხლის, ძვლის ტვინისა და სხვადასხვა ციტოლოგიური ნიმუშების უჯრედული შემადგენლობის ვიზუალიზაციისთვის. შეღებვა აერთიანებს ორ საღებავს - May-Grünwald-სა და Giemsa-ს.
მეთოდი იყენებს მჟავურ (ეოზინი) და ფუძე (მეთილენის ლურჯი, აზური) საღებავებს: ეოზინი ღებავს ციტოპლაზმას ვარდისფერ-წითლად, ხოლო ფუძე საღებავები - ბირთვს ლურჯ-იისფრად. ამის შედეგად დეტალურად ვიზუალიზდება უჯრედების ციტოლოგიური არქიტექტონიკა, ფორმა და მათი დიფერენცირების თავისებურებები.
MGG საშუალებას იძლევა დეტალურად შეფასდეს უჯრედების მორფოლოგია - ლეიკოციტების (ნეიტროფილების, ეოზინოფილების, ბაზოფილების, ლიმფოციტების, მონოციტების), ერითროციტებისა და თრომბოციტების სტრუქტურული მახასიათებლები. იგი ფასდაუდებელია ჰემატოლოგიური ნეოპლაზიების (ლეიკემია, ლიმფომა) და ანემიების დიაგნოსტიკაში, ასევე - წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსიის (FNAC) და სეროზული სითხეების ციტოლოგიური ნიმუშების შესაფასებლად.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევა რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• სისხლისა და ძვლის ტვინის უჯრედების მორფოლოგიური შეფასება;
• ლეიკემიის, ლიმფომისა და სხვა ჰემატოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა;
• ანემიების დიფერენციალური დიაგნოსტიკა;
• ატიპიური ან პათოლოგიური უჯრედების გამოვლენა;
• წვრილი ნემსით ასპირაციული ბიოფსიის (FNAC) მასალის შეფასება;
• გამონაჟონი (პლევრალური, ასციტური) სითხეების ციტოლოგიური გამოკვლევა;
• ინფექციური აგენტების (მაგ., პარაზიტების) გამოვლენა ნაცხში.
ინტერპრეტაცია
ციტოლოგიური (გიმზა/რაიტ-გიმზათი) შეღებვის შედეგი თვისობრივია – ფასდება უჯრედების მორფოლოგია, ზომა, ბირთვისა და ციტოპლაზმის სტრუქტურა და მათი ურთიერთმიმართება.
ნორმაში: უჯრედებს აქვს ფიზიოლოგიური ფორმა, ნორმალური ზომა და ბირთვ-ციტოპლაზმური ინდექსი; ატიპიური ან ნეოპლაზიური უჯრედები არ ვლინდება.
პათოლოგიური სურათი შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგ შემთხვევებში:
• ლეიკემია (უმწიფარი უჯრედების – ბლასტების გამოვლენა);
• ლიმფომა და სხვა ლიმფოპროლიფერაციული დაავადებები;
• ანემიების სხვადასხვა ფორმა (ერითროციტების მორფოლოგიური ცვლილებები);
• მიელოდისპლაზიური სინდრომი;
• ინფექციური და ანთებითი პროცესები;
• ავთვისებიანი (ონკოლოგიური) უჯრედების გამოვლენა ციტოლოგიურ ნიმუშებში.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს კლინიცისტის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან (ანამნეზთან) და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
კვლევისთვის სპეციალური მომზადება არ არის საჭირო.
ტესტის მეთოდოლოგია
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• jove.com - MGG Staining of Bone Marrow Cells
• ncbi.nlm.nih.gov - Diagnosis with May-Grünwald Giemsa
• pubmed.ncbi.nlm.nih.gov - Guidelines for MGG staining
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ალეკო ხარებაშვილი - ჰისტოპათოლოგიის განყოფილების უფროსი, პათოლოგანატომი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.