კვლევის შესახებ
ანტი-ბეტა-2 გლიკოპროტეინი IgG (Anti β-2 Glycoprotein 1 IgG, anti-β2GP1 IgG) - სისხლში IgG კლასის ანტისხეულების კვლევა, რომლებიც მიმართულია ცილა ბეტა-2 გლიკოპროტეინი 1-ის (β2GPI) წინააღმდეგ. ეს ტესტი ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის (APS) დიაგნოსტიკის ერთ-ერთი მთავარი ლაბორატორიული მარკერია - სამი ძირითადი ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულიდან (ლუპუს-ანტიკოაგულანტი, ანტი-კარდიოლიპინი და ანტი-β2GPI), რომლებიც შედის „სიდნეის კრიტერიუმებში".
ბეტა-2 გლიკოპროტეინი 1 (ცნობილი როგორც აპოლიპოპროტეინი H) - სისხლის პლაზმის ცილაა, რომელიც წარმოიქმნება ღვიძლში. ის უკავშირდება ანიონურ ფოსფოლიპიდებს (კარდიოლიპინს) უჯრედული მემბრანების ზედაპირზე და მონაწილეობს სისხლის შედედების რეგულაციასა და აპოპტოზური უჯრედების ელიმინაციაში. APS-ის დროს იმუნური სისტემა შეცდომით წარმოქმნის ანტისხეულებს ამ ცილის წინააღმდეგ, რაც იწვევს კოაგულაციური სისტემის გააქტიურებას და თრომბოზებისა და ორსულობის გართულებების განვითარებას.
IgG კლასის ანტი-β2GPI ცნობილია, როგორც APS-ის დროს თრომბოზის განვითარების უფრო მნიშვნელოვანი და დამოუკიდებელი რისკფაქტორი, ვიდრე IgM - განსაკუთრებით - როცა ანტისხეულები მიმართულია β2GPI-ის I დომენის მიმართ (anti-DI). მაღალი IgG ტიტრი დაკავშირებულია არტერიული თრომბოზისა და ორსულობის გართულებების გაზრდილ რისკთან.
APS-ის დიაგნოზის დასადასტურებლად საჭიროა ერთი ან მეტი ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულის მუდმივი არსებობა - ანუ დადებითი შედეგი ორჯერ მაინც, მინიმუმ 12 კვირიანი ინტერვალით - კლინიკურ კრიტერიუმებთან ერთად (თრომბოზი ან ორსულობის გართულება).
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია:
ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის (APS) სიმპტომების ფონზე:
• ვენური თრომბოზის ანამნეზი - განსაკუთრებით - ახალგაზრდა ასაკში (50 წლამდე) ან არატიპურ ლოკალიზაციაში;
• რეციდივირებადი ვენური თრომბოზი;
• ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია (PE);
• არტერიული თრომბოზი - ახალგაზრდა ასაკში ინსულტი, ტრანზიტორული იშემიური შეტევები (TIA), მიოკარდიუმის ინფარქტი;
• ცერებრალური სინუსების თრომბოზი;
• ცერებრალური იშემიური ცვლილებები ახალგაზრდა ასაკში;
• ღვიძლის, კიდურის ან მუცლის ღრუს ვენების თრომბოზი;
• თრომბოზი ცნობილი თრომბოფილიური ფაქტორების გარეშე.
ორსულობასთან დაკავშირებული გართულებები:
• რეციდივირებადი ჩვილოვანი (ორსულობის) დანაკარგი (≥3 ჯერადი ერთიმეორის შემდგომად 10 კვირამდე);
• საშვილოსნოშიდა ნაყოფის სიკვდილი ≥10 კვირის შემდეგ;
• ერთი ან მეტი ნაადრევი მშობიარობა (≤34 კვირა) მძიმე პრე-ეკლამფსიის ან პლაცენტური უკმარისობის გამო;
• ნაყოფის ჰიპოტროფია, საშვილოსნოშიდა ზრდის შეფერხება (IUGR);
• HELLP სინდრომი;
• ნაწილობრივ ან სრულ პლაცენტური აბრუფცია (აშრევება).
სხვა კლინიკური ჩვენებები:
• სისტემური წითელი მგლურა (SLE) ან სხვა აუტოიმუნური დაავადებები;
• ლივიდო რეტიკულარის (კანის ცვლილებები);
• თრომბოციტოპენია (გაურკვეველი მიზეზის);
• ჰემოლიზური ანემია;
• კარდიული ვალვების დისფუნქცია (Libman-Sacks ენდოკარდიტი);
• ხანგრძლივი aPTT გაურკვეველი მიზეზით;
• ცრუ-დადებითი VDRL/RPR სიფილისის ტესტი;
• კატასტროფული ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი (CAPS) - მძიმე, მრავალორგანული ფორმა;
• ცნობილი APS-ით დაავადებული ნათესავი - ოჯახური სკრინინგი;
• ჰორმონული კონტრაცეფციის ან ესტროგენული თერაპიის დაწყების წინ მაღალი რისკის შემთხვევაში;
• უცნობი მიზეზის უშვილობა (განსაკუთრებით - IVF-ის წარუმატებელი ციკლები).
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
• კვლევისთვის სპეციალური მომზადება არ არის აუცილებელი;
• კვლევის გამეორება საჭიროა მინიმუმ 12 კვირის ინტერვალით ანტისხეულების მუდმივობის დასადასტურებლად;