Anti-Cardiolipin IgM ანტისხეულები, სისხლში

Anti-Cardiolipin IgM ანტისხეულები, სისხლში

ფასი: 40 ₾

კვლევის შესახებ

ანტიკარდიოლიპინის (aCL) IgM კლასის ანტისხეულები არის ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულების ჯგუფის წარმომადგენელი - აუტოანტისხეულები, რომლებიც მიმართულია უჯრედის მემბრანის ფოსფოლიპიდების, კარდიოლიპინისა და მასთან ასოცირებული ცილის β2-გლიკოპროტეინ I-ის (β2-GPI) მიმართ.

ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულები (aCL IgG, aCL IgM, β2-GPI, ლუპუს-ანტიკოაგულანტი) მნიშვნელოვან როლს ასრულებს ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის (APS) განვითარებაში - ავტოიმუნური დაავადების, რომელიც ხასიათდება რეციდივული არტერიული და ვენური თრომბოზებით, ორსულობასთან დაკავშირებული გართულებებით (განმეორებადი აბორტები, ნაადრევი მშობიარობა, ინტრაუტერინული ნაყოფის სიკვდილი) და თრომბოციტოპენიით.

APS შესაძლოა იყოს პირველადი (იზოლირებული) ან მეორადი - სხვა ავტოიმუნური დაავადებების (განსაკუთრებით სისტემური წითელი მგლურის) ფონზე. IgM კლასის ანტიკარდიოლიპინის ანტისხეულები ხშირად გვხვდება ინფექციური და ავტოიმუნური პროცესების დროს.

სიდნეის კრიტერიუმების თანახმად, ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის დიაგნოზისთვის საჭიროა ანტიკარდიოლიპინის ან β2-GPI ანტისხეულების გამოვლენა საშუალო ან მაღალი ტიტრით, დადასტურებული ორი კვლევით 12-კვირიანი ინტერვალით.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:

• რეციდივული არტერიული ან ვენური თრომბოზები (განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში);

• გაურკვეველი ეტიოლოგიის ინსულტი, ტრანზიტორული იშემიური შეტევა (TIA);

• ფილტვის არტერიის ემბოლია გაურკვეველი მიზეზით;

• ქალთა აკუშერული პათოლოგიები (განმეორებადი აბორტები, ინტრაუტერინული ნაყოფის სიკვდილი, ნაადრევი მშობიარობა, პრეეკლამფსია);

• თრომბოციტოპენია გაურკვეველი ეტიოლოგიით;

• ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის (APS) ეჭვი;

• სისტემური წითელი მგლურა (SLE) და სხვა ავტოიმუნური დაავადებების მქონე პაციენტების შეფასება;

• ლივედო რეტიკულარისი;

• მიკროანგიოპათიური ჰემოლიზური ანემია;

• ნევროლოგიური გამოვლინებები (ქორეა, მიგრენი, მიელიტი);

• გახანგრძლივებული APTT გაურკვეველი ეტიოლოგიით.

ინტერპრეტაცია

Anti-Cardiolipin IgM-ის მაღალი (დადებითი) მაჩვენებელი შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგ შემთხვევებში:

• ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი (პირველადი ან მეორადი);

• სისტემური წითელი მგლურა (SLE);

• სიჯოგრენის სინდრომი;

• რევმატოიდული ართრიტი;

• სისტემური სკლეროდერმა;

• ინფექციური დაავადებები (სიფილისი, HIV, C ჰეპატიტი, მალარია, ლაიმის დაავადება, მიკოპლაზმური ინფექცია);

• მედიკამენტოზური რეაქციები (ფენოთიაზინები, ფენიტოინი, პროკაინამიდი, ჰიდრალაზინი, ქინიდინი, ორალური კონტრაცეპტივები);

• ავთვისებიანი სიმსივნეები;

• ხანდაზმული ასაკი (დაბალი ტიტრით - ფიზიოლოგიური);

• ცრუ-დადებითი შედეგი (გარდამავალი, ინფექციური პროცესის ფონზე).

ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის დიაგნოსტიკა მოითხოვს:

1. კლინიკური კრიტერიუმის არსებობას (თრომბოზი ან აკუშერული გართულება);

2. ლაბორატორიული კრიტერიუმის დადასტურებას - საშუალო ან მაღალი ტიტრის ანტისხეულები, დადასტურებული ორი კვლევით 12-კვირიანი ინტერვალით.

IgM ცალკე აღებული ნაკლებად სპეციფიკურია, ვიდრე IgG. ამიტომ რეკომენდებულია კომპლექსური შეფასება (aCL IgG, β2-GPI IgG/IgM, ლუპუს-ანტიკოაგულანტი).

ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან, რადიოლოგიურ და სხვა გამოკვლევებთან ერთად.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

ანტიკარდიოლიპინური ანტისხეულები IgG (Anti-Cardiolipin IgG);

ანტიბეტა 2 გლიკოპროტეინი IgG (Anti β -2 Glycoprotein IgG);

ანტიბეტა 2 გლიკოპროტეინი IgM (Anti β -2 Glycoprotein IgM);

მგლურას ანტიკოაგულანტის განსაზღვრა სისხლში (Lupus anticoagulant, LA);

ანტინუკლეარული ანტისხეულები (ANA);

ANA 23, პანელი;

ორჯაჭვიანი დნმ-ის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (anti-dsDNA IgG);

კომპლემენტის C3 კომპონენტის განსაზღვრა სისხლში (Complement C3);

კომპლემენტის C4 კომპონენტის განსაზღვრა სისხლში (Complement C4);

სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR);

C-რეაქტიული ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში, რაოდენობრივი (CRP);

კოაგულოგრამა (PT, PI, INR, aPTT, Fibrinogen);

D-დიმერის განსაზღვრა სისხლში (D-dimer);

ჰომოცისტეინის განსაზღვრა სისხლში (HCY).

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

კვლევისთვის სპეციალური მომზადება არ არის საჭირო.

ტესტის მეთოდოლოგია

ETI-MAX (DIaSorin, Italy) - სრულად ავტომატური ELISA მეთოდი

მასალის ტიპი

შრატი

კვლევის შესრულების დრო

7 დღის

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

გამოყენებული წყაროები:

medlineplus.gov - Antiphospholipid syndrome (MedlinePlus Genetics)

mayocliniclabs.com - Phospholipid (Cardiolipin) Antibodies, IgG and IgM, Serum

ncbi.nlm.nih.gov - Antiphospholipid Syndrome (StatPearls)

arupconsult.com - Antiphospholipid Syndrome - APS - Choose the Right Test

ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;

ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;

ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.

კვლევის კატეგორია

იმუნოლოგია
Phone