C-პეპტიდი (C-PEPTIDE), სისხლში

C-პეპტიდი (C-PEPTIDE), სისხლში

ფასი: 40 ₾

კვლევის შესახებ

C-პეპტიდი არის პეპტიდი, რომელიც შედგება 31 ამინომჟავისგან. ის პანკრეასის ბეტა უჯრედებში გამოიყოფილი პროინსულინის, ინსულინისა და C-პეპტიდად დაშლის შედეგად წარმოიქმნება. C-პეპტიდი ინსულინთან ერთად სისხლში ცირკულირებს და ორგანიზმიდან ძირითადად თირკმელების საშუალებით გამოიყოფა. მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი 3-4-ჯერ აღემატება ინსულინისას, ამიტომ C-პეპტიდის დონე უფრო სტაბილური მაჩვენებელია ინსულინთან შედარებით. C-პეპტიდის განსაზღვრა საშუალებას გვაძლევს, შევაფასოთ ინსულინის სეკრეციის დონე. C-პეპტიდს არ ახასიათებს ბიოლოგიური აქტივობა.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია:


  • შაქრიანი დიაბეტის, ტიპი 1 და ტიპი 2, დიფერენციალური დიაგნოზისას;
  • პანკრეასის β-უჯრედების ფუნქციის შეფასებისას;
  • ინსულინომა - პანკრეასის სიმსივნის დროს;
  • შაქრიანი დიაბეტის, ტიპი 1 და ტიპი 2, მკურნალობის, მონიტორინგისა და მართვისას.


ასევე სხვა შემთხვევებში:


  • სისხლში გლუკოზის დონის ცვლილებისას;
  • ინსულინორეზისტენტობისას (მეტობულური სინდრომი);
  • ჭარბი წონისა ან წონის სწრაფი კლებისას;
  • ბარიატრიის წინა და შემდგომი პერიოდის დროს.

ინტერპრეტაცია

ინსულინის კონცენტრაცია სისხლში იზრდება, როდესაც გვაქვს:


• შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 (ადრეული სტადია);

• ინსულინომა;

• აკრომეგალია;

• კუშინგის სინდრომი;

• ინსულინის რეცეპტორის მუტაცია;

• სიმსუქნე;მეტაბოლური სინდრომი;

• არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლის დაავადება;

• სტრესი;

• ვირუსული ინფექცია;

• ბარიატრიის შემდგომი პერიოდი.


ინსულინის კონცენტრაცია სისხლში იკლებს, როდესაც გვაქვს:


• აუტოიმუნური დესტრუქციული და შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1;

• ქრონიკული პანკრეატიტი;

• სიმსუქნესთან დაკავშირებული β-უჯრედების დესტრუქცია.


გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგი უნდა შეფასდეს მკურნალი ექიმის მიერ.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

  • სასურველია, კვლევა ჩატარდეს უზმოდ, მედიკამენტის მიღების გარეშე;
  • არ მოიხმაროთ საღეჭი რეზინი, თამბაქო და თავი შეიკავეთ ფიზიკური დატვირთვისგან.

ტესტის მეთოდოლოგია

"Alinity i (Abbott, USA)- chemiluminescent microparticle immunoassay (CMIA) - ავტომატური იმუნოლოგიური ანალიზატორი ADVIA Centaur® XPT (Siemens Healthiness, Germany) - direct chemiluminescence methodology - ავტომატური იმუნოლოგიური ანალიზატორი"

მასალის ტიპი

სისხლი (შრატი)

კვლევის შესრულების დრო

4 საათი

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

კვლევის კატეგორია

იმუნოლოგია
Phone