Chlamydia Trachomatis/Neisseria Gonorrhoeae დნმ-ის აღმოჩენა ბიოლოგიურ მასალაში

Chlamydia Trachomatis/Neisseria Gonorrhoeae დნმ-ის აღმოჩენა ბიოლოგიურ მასალაში

ფასი: 70 ₾

კვლევის შესახებ

Chlamydia Trachomatis/Neisseria gonorrhoeae  იწვევენ სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებას.


ინფექციები გადაიცემა ძირითადად სქესობრივი კავშირით, თუმცა იშვიათად შესაძლებელია ვერტიკალურად - დედიდან ნაყოფზე, მშობიარობის დროს.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

შემდეგი სიმპტომებისას:


  • პროფილაქტიკური კვლევისას;
  • დაავადებების უსიმპტომო მიმდინარეობის დროს;
  • ხშირი შარდვისას;
  • შარდვისას წვის დროს;
  • შარდის შეუკავებლობისას;
  • ვაგინალური გამონადენის დროს;
  • საშვილოსნოს გარე ორსულობისას;
  • ორსულობის შეწყვეტისას;
  • ნაადრევი მშობიარობის დროს;
  • უნაყოფობის მიზეზის დადგენისას (ქალი და მამაკაცი);
  • ორსულობის დაგეგმვისას (ორივე პარტნიორი).

ინტერპრეტაცია

Chlamydia Trachomatis/Neisseria Gonorrhoeae აღმოჩენა მამაკაცებში შესაძლოა მიუთითებდეს შემდეგ დაავადებებზე: 


  • ცისტიტი;
  • პროსტატიტი;
  • ურეთრიტი;
  • სათესლეების და დანამატების ანთება.


Chlamydia Trachomatis-ს აღმოჩენა ქალებში შესაძლოა მიუთითებდეს შემდეგ დაავადებებზე:


  • საშოს, საშვილოსნოს ყელის, საშვილოსნოს და დანამატების ანთება;
  • ურეთრიტი.


გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგი უნდა შეფასდეს მკურნალი ექიმის მიერ.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

შარდი შეგროვებამდე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი:


  • შარდის პირველი ულუფა წინასწარი ჰიგიენური პროცედურების გარეშე.


უროგენიტალური ნაცხი აღებამდე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი:


  • ნაცხის აღების წინა დღეს არ გამოიყენოთ ვაგინალური სანთლები, ტაბლეტები და მალამოები;
  • ქალებში - დაუშვებელია ტესტის ჩატარება მენსტრუალური ციკლის დროს;
  • კვლევის ჩატარებამდე 24 საათის განმავლობაში თავი შეიკავეთ სქესობრივი კონტაქტისაგან და არ გამოიყენოთ სპერმიციდი/ ლუბრიკანტი;
  • მამაკაცები - ნაცხის აღებამდე არ მოშარდოთ 3 საათი.

ტესტის მეთოდოლოგია

Chlamydia trachomatis / Neisseria Gonorrhoeae -ის დნმ-ის თვისობრივი აღმოჩენა. ანალიზი ეფუძნება რეალურ დროში პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) მეთოდს, გაძლიერებული პროდუქტის ფლუორესცენტური გამოვლენით.

მასალის ტიპი

  • შარდი
  • უროგენიტალური ნაცხი

კვლევის შესრულების დრო

3 დღის

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

კვლევის კატეგორია

მოლეკულური და უჯრედული დიაგნოსტიკა
Phone