EBV DNA, ებშტეინ-ბარის ვირუსის დნმ-ის აღმოჩენა ბიოლოგიურ მასალაში, თვისობრივი ანალიზი, CITO

EBV DNA, ებშტეინ-ბარის ვირუსის დნმ-ის აღმოჩენა ბიოლოგიურ მასალაში, თვისობრივი ანალიზი, CITO

ფასი: 170 ₾

კვლევის შესახებ

ეპშტეინ-ბარის ვირუსი მიეკუთვნება ჰერპესვირუსების ოჯახს და წარმოადგენს მე-4 ტიპის ჰერპესის ვირუსს. ვირუსი იწვევს შემდეგ დაავადებებს: ინფექციური მონონუკლეოზი, ფილატოვის დაავადება, მწვავე კეთილთვისებიანი ლიმფობლასტოზი.


ინფექციის განვითარების რისკი ხშირია ბავშვებში, რომელთა უმეტესობაში დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ზრდასრულებში ინფექცია მიმდინარეობს ცხელებით, ხოლო შემთხვევათა 30-60%-ში ვითარდება მონონუკლეოზი.


დაავადებას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები: ყელის ტკივილი, სხეულის ტემპერატურის აწევა 38°-მდე, სწრაფი დაღლა, შრომისუნარიანობის დაქვეითება, სხეულის წონის სწრაფი დაკლება, ლიმფური კვანძების გადიდება, სახსრებისა და კუნთების ტკივილი.


CITO - დაჩქარებული ანალიზი, შედეგი მზადდება პრიორიტეტული წესით.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:


• ლიმფური კვანძების გადიდებისას;

• ტემპერატურის მომატებისას;

• ყელის ტკივილისა და სისუსტის დროს;

• ღვიძლის ან ელენთის გადიდებისას;

• ინფექციური მონონუკლეოზის ეჭვისას;

• სასწრაფო შედეგის საჭიროების დროს.

ინტერპრეტაცია

დადებითი შედეგი - ვირუსული ინფექცია.


EBV დნმ-ის აღმოჩენა შესაძლოა მიუთითებდეს შემდეგ მდგომარეობებზე:

• ინფექციური მონონუკლეოზი;

• EBV-ასოცირებული ლიმფოპროლიფერაციული დარღვევები;

• ქრონიკული აქტიური EBV ინფექცია.


გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგი უნდა შეფასდეს მკურნალი ექიმის მიერ.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

სპეციფიური მომზადება არ არის საჭირო.

ტესტის მეთოდოლოგია

ებშტეინ-ბარის ვირუსის EBV, დნმ-ის თვისობრივი აღმოჩენა. ანალიზი ეფუძნება რეალურ დროში პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის(PCR) მეთოდს, პროდუქტის გაძლიერებული ფლუორესცენტური გამოვლენით. / Qualitative detection of EBV DNA. The assay is based on a Real-Time PCR method by fluorescence detection of the product.

მასალის ტიპი

• სისხლი • ლიქვორი • ბრონქოალვეოლური ლავაჟი

კვლევის შესრულების დრო

24 საათი

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

გამოყენებული წყაროები:


cdc.gov - Laboratory Testing for Epstein-Barr Virus (EBV)

mayocliniclabs.com - Epstein-Barr Virus (EBV), Molecular Detection, PCR

ncbi.nlm.nih.gov (PMC) - Quantitative Analysis of Epstein-Barr Virus Load by Using a Real-Time PCR Assay


ანა მაღრაძე, MD - მოლეკულური გენეტიკისა და ციტოგენეტიკის განყოფილება;

ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;

ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.

კვლევის კატეგორია

მოლეკულური და უჯრედული დიაგნოსტიკა
Phone