კვლევის შესახებ
ეპშტეინ-ბარის ვირუსი მიეკუთვნება ჰერპესვირუსების ოჯახს და წარმოადგენს მე-4 ტიპის ჰერპესის ვირუსს. ვირუსი იწვევს შემდეგ დაავადებებს: ინფექციური მონონუკლეოზი, ფილატოვის დაავადება, მწვავე კეთილთვისებიანი ლიმფობლასტოზი.
ინფექციის განვითარების რისკი ხშირია ბავშვებში, რომელთა უმეტესობაში დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ზრდასრულებში ინფექცია მიმდინარეობს ცხელებით, ხოლო შემთხვევათა 30-60%-ში ვითარდება მონონუკლეოზი.
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები: ყელის ტკივილი, სხეულის ტემპერატურის აწევა 38°-მდე, სწრაფი დაღლა, შრომისუნარიანობის დაქვეითება, სხეულის წონის სწრაფი დაკლება, ლიმფური კვანძების გადიდება, სახსრებისა და კუნთების ტკივილი.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• ლიმფური კვანძების გადიდებისას;
• ტემპერატურის მომატებისას;
• ყელის ტკივილისას;
• სისუსტისა და დაღლილობის დროს;
• ღვიძლის ან ელენთის გადიდებისას;
• ინფექციური მონონუკლეოზის ეჭვისას;
• ორსულობის დაგეგმვისას;
• უნაყოფობის მიზეზის დადგენისას.
ინტერპრეტაცია
დადებითი შედეგი - ვირუსული ინფექცია.
EBV დნმ-ის აღმოჩენა შესაძლოა მიუთითებდეს შემდეგ მდგომარეობებზე:
• ინფექციური მონონუკლეოზი;
• EBV-ასოცირებული ლიმფოპროლიფერაციული დარღვევები;
• ქრონიკული აქტიური EBV ინფექცია.
გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგი უნდა შეფასდეს მკურნალი ექიმის მიერ.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR);
• ეპშტაინ-ბარის ვირუსის საწინააღმდეგო IgM ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (EBV IgM);
• ეპშტაინ-ბარის ვირუსის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (EBV IgG);
• EBV, ებშტეინ-ბარის ვირუსის დნმ-ის აღმოჩენა ბიოლოგიურ მასალაში, თვისობრივი ანალიზი;
• CMV, ციტომეგალოვირუსის დნმ-ის აღმოჩენა სისხლში, თვისობრივი ანალიზი;
• HSV Type I/II დნმ-ის აღმოჩენა ბიოლოგიურ მასალაში, თვისობრივი ანალიზი.
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
სპეციფიური მომზადება არ არის საჭირო.
ტესტის მეთოდოლოგია
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• cdc.gov - Laboratory Testing for Epstein-Barr Virus (EBV)
• mayocliniclabs.com - Epstein-Barr Virus (EBV), Molecular Detection, PCR
• ანა მაღრაძე, MD - მოლეკულური გენეტიკისა და ციტოგენეტიკის განყოფილება;
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.