GLUC, გლუკოზის ტოლერანტობის ტესტი (75გ) (OGTT)

GLUC, გლუკოზის ტოლერანტობის ტესტი (75გ) (OGTT)

ფასი: 25 ₾

კვლევის შესახებ

გლუკოზის ტოლერანტობის ტესტი (GTT) გამოიყენება გლუკოზის მეტაბოლიზმის რეგულირების უნარის შესაფასებლად და რეკომენდებულია მაშინ, როდესაც შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზის დასადგენად ან გამოსარიცხად მხოლოდ გლუკოზის განსაზღვრა სისხლში არასაკმარისია.


გლუკოზა მონოსაქარიდია და ორგანიზმში ენერგიის გამომუშავების ძირითადი წყაროა. რთული ნახშირწყლები საბოლოოდ საჭმლის მომნელებელ სისტემაში იშლება გლუკოზად და სხვა მონოსაქარიდებად, როგორიცაა, ფრუქტოზა ან გალაქტოზა. გლუკოზას იწოვს წვრილ ნაწლავი. აღსანიშნავია, რომ ნაწლავის უჯრედების მიერ გლუკოზის შეწოვისთვის ინსულინი არ არის საჭირო. გლუკოზა არის უჯრედული ენერგიის ძირითადი წყარო. კვებით მიღებული გლუკოზა გარდაიქმნება გლიკოგენად, რომელიც მარაგის სახით ინახება ღვიძლსა და ცხიმოვან ქსოვილში. სისხლში გლუკოზის კონცენტრაცია კონტროლდება სხვადასხვა ჰორმონით, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია ინსულინი. ინსულინის გადაჭარბებული წარმოება ან ჭარბი მიღება იწვევს სისხლში გლუკოზის დაქვეითებას. ნახშირწყლების მეტაბოლიზმთან დაკავშირებული ყველაზე გავრცელებული დაავადებაა შაქრიანი დიაბეტი, რომელიც ხასიათდება სისხლში აქტიური ინსულინის არასაკმარისი რაოდენობით ან მის მიმართ რეზისტენტობის განვითარებით, რის გამოც სისხლში იზრდება გლუკოზის დონე.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

პერორალური გლუკოზის ტოლერანტობის ტესტი ტარდება:


• ორსულობის დროს გესტაციური დიაბეტის სკრინინგისას;

• შაქრიანი დიაბეტის და პრედიაბეტის დიაგნოსტირების დროს.

ინტერპრეტაცია

მომატებული მაჩვენებლებია:


  • გესტაციური დიაბეტი;
  • პრედიაბეტი;
  • შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2.


გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგი უნდა შეფასდეს მკურნალი ექიმის მიერ.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

  • სასურველია, კვლევა ჩატარდეს უზმოდ;
  • არ მოიხმაროთ საღეჭი რეზინი, თამბაქო.


სპეციფიკური მომზადება:


კვლევის ჩატარებამდე პაციენტი 3 (სამი) დღით ადრე იტვირთება ნახშირწყლოვანი საკვებით (ცომეული, ტკბილეული, ბურღული და სხვა) - მინიმუმ 150 გრ./დღეში.

ტესტის მეთოდოლოგია

ADVIA Chemistry XPT (Siemens Healthiness, Germany) – photometric methodology- ავტომატური ბიოქიმიური ანალიზატორი

მასალის ტიპი

პლაზმა (Na ფლუორიდი)

კვლევის შესრულების დრო

9 საათი

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

კვლევის კატეგორია

ბიოქიმია
Phone