კვლევის შესახებ
ადამიანის პაპილომა ვირუსი (human papillomavirus) გადაიცემა სქესობრივი გზით და იწვევს კანის ან ლორწოვანი გარსების (საშვილოსნოს ყელი, პირის ღრუ, ანუსი) დაინფიცირებას. ის რეპროდუქციული სისტემის ყველაზე გავრცელებული ვირუსია. ონკოგენურ ტიპებს შორის ყველაზე ხშირია მე-16 და მე-18 ტიპები. მე-16 ტიპზე მოდის საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა დაახლოებით ნახევარი, ხოლო მე-18 ტიპზე - 10-12 %.
HPV გადაიცემა ძირითადად სქესობრივი კავშირით, თუმცა იშვიათად შესაძლებელია ვერტიკალურად - დედიდან ნაყოფზე, მშობიარობის დროს.
აღნიშნული კვლევის დროს შესაძლებელია მაღალი (16,18,31,33,35,39,45,51,52,56,58,59,66,68, 82 ) საშუალო (26,53,69,70,7330,32,34,40,42,43,44,54,55,61,62,67,74,81,83,84,87,90) და დაბალი (6,11) ონკორისკის ტიპების გენოტიპირება.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
შემდეგი სიმპტომებისას:
- პროფილაქტიკური კვლევისას;
- დაავადებების უსიმპტომო მიმდინარეობის დროს;
- გენიტალური მეჭეჭების დროს;
- ვაგინალური გამონადენის დროს;
- მენჯის არეში ტკივილის დროს.
ინტერპრეტაცია
HPV-ის ტიპის/ტიპების აღმოჩენა არ მიუთითებს დაავადების არსებობას თუმცა შესაძლოა გამოვლინდეს:
• გენიტალური მეჭეჭები;
• დისპლაზია;
• ურეთრიტი;
გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგი უნდა შეფასდეს მკურნალი ექიმის მიერ.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
უროგენიტალური ნაცხი აღებამდე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი:
- ნაცხის აღების წინა დღეს არ გამოიყენოთ ვაგინალური სანთლები, ტაბლეტები და მალამოები;
- ქალებში დაუშვებელია ტესტის ჩატარება მენსტრუალური ციკლის დროს;
- კვლევის ჩატარებამდე 24 საათის განმავლობაში თავი შეიკავეთ სქესობრივი კონტაქტისაგან და არ გამოიყენოთ სპერმიციდი/ ლუბრიკანტი;
- მამაკაცები - ნაცხის აღებამდე არ მოშარდოთ 3 საათი.
ტესტის მეთოდოლოგია
მასალის ტიპი
- უროგენიტალური ნაცხი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
საქართველო