Tests List
ენდომეტრიუმის ბიოფტატის ჰისტოლოგიური და იმუნოჰისტოქიმიური კვლევა
400 ₾ენდომეტრიუმის ბიოფტატის ჰისტოლოგიური და იმუნოჰისტოქიმიური კვლევა არის საშვილოსნოს შიდა გარსიდან (ენდომეტრიუმიდან) აღებული ქსოვილის კომბინირებული გამოკვლევა, რომელიც აერთიანებს მიკროსკოპულ (ჰისტოლოგიურ) შეფასებასა და იმუნოჰისტოქიმიურ (IHC) კვლევას.
ჰისტოლოგიური გამოკვლევა ჰემატოქსილინ-ეოზინით (H&E) აფასებს ენდომეტრიუმის არქიტექტონიკას, ჯირკვლებისა და სტრომის თანაფარდობას და ავლენს ანთებით, ჰიპერპლაზიურ თუ ნეოპლაზიურ ცვლილებებს.
იმუნოჰისტოქიმია ემატება ჰისტოლოგიურ კვლევას მაშინ, როცა საჭიროა კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი პროცესის დიფერენცირება, სიმსივნის ჰისტოგენეზის დაზუსტება, ან ჰორმონული რეცეპტორებისა და პროლიფერაციული აქტივობის შეფასება. კვლევა გამოიყენება არანორმალური საშვილოსნოს სისხლდენის, ჰიპერპლაზიის, პოლიპებისა და ენდომეტრიუმის ადენოკარცინომის დიაგნოსტიკაში.
ენდომეტრიუმის კარცინომის მოლეკულური პროფილის კვლევა იმუნოჰისტოქიმიური მეთოდით
450 ₾ენდომეტრიუმის კარცინომის მოლეკულური პროფილის კვლევა არის იმუნოჰისტოქიმიური (IHC) კვლევა, რომელიც კიბოს კლასიფიკაციას ახდენს მოლეკულურ ქვეჯგუფებად პროგნოზისა და მკურნალობის ტაქტიკის განსასაზღვრად.
თანამედროვე კლასიფიკაცია (TCGA-ზე დაფუძნებული, WHO 2020) გამოყოფს ენდომეტრიუმის კარცინომის ოთხ მოლეკულურ ჯგუფს:
• POLE-მუტირებული (POLEmut) - ხელსაყრელი პროგნოზით;
• მისხდომის (Mismatch) რეპარაციის ცილების დეფიციტური (MMRd / MSI);
• p53-პათოლოგიური (p53abn) - არახელსაყრელი პროგნოზით;
• სპეციფიკური მოლეკულური პროფილის გარეშე (NSMP).
იმუნოჰისტოქიმია გამოიყენება როგორც ხელმისაწვდომი ჩამნაცვლებელი (სუროგატული) მეთოდი ამ ჯგუფების გამოსავლენად: ფასდება მისხდომის (Mismatch) რეპარაციის (MMR) ცილების (MLH1, PMS2, MSH2, MSH6) იმუნოექსპრესიის სტატუსი და p53 ცილის გამოხატულების პატერნი. POLE-მუტაციის დასადგენად საჭიროა დამატებითი მოლეკულურ-გენეტიკური (სეკვენირების) კვლევა, რომელსაც IHC ვერ ჩაანაცვლებს.
ერთი იმუნოჰისტოქიმიური პრეპარატის დამზადება
90 ₾იმუნოჰისტოქიმია (Immunohistochemistry, IHC) არის ლაბორატორიული მეთოდი, რომელიც ქსოვილის სექციაში (ჭრილში) ავლენს სპეციფიკურ ცილებს (ანტიგენებს) ანტისხეულების გამოყენებით. ანტისხეული უკავშირდება სამიზნე ცილას, ხოლო ფერმენტული ნიშნული (ვიზუალიზატორი) მიკროსკოპის ქვეშ ხილულს ხდის ამ რეაქციას.
ერთი იმუნოჰისტოქიმიური პრეპარატის დამზადება გულისხმობს ერთი კონკრეტული მარკერით (ერთი ანტისხეულით) შეღებილი ერთი ქსოვილოვანი პრეპარატის მომზადებას. ეს ცალკეული მარკერი ემატება პათოლოგის მიერ შერჩეულ დიაგნოსტიკურ პანელს, ნეოპლაზიური ან სხვა პათოლოგიური პროცესის ბუნების დასაზუსტებლად.
იმუნოჰისტოქიმიური მარკერები საშუალებას აძლევს პათოლოგს, დაადგინოს უჯრედების ჰისტოგენეზი, განასხვაოს კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი პროცესი, დაადგინოს სიმსივნის მოლეკულური ქვეტიპი და შეაფასოს პროგნოზული თუ თერაპიული მიზნებისთვის მნიშვნელოვანი მარკერები. თითოეული მარკერი ირჩევა ინდივიდუალურად, კონკრეტული დიაგნოსტიკური ამოცანის შესაბამისად.
იმუნოციტოქიმიური გამოკვლევა
360 ₾იმუნოციტოქიმიური გამოკვლევა (Immunocytochemistry, ICC) არის ლაბორატორიული მეთოდი, რომელიც ციტოლოგიურ მასალაში (უჯრედებში) ავლენს სპეციფიკურ ცილებს (ანტიგენებს) ანტისხეულების გამოყენებით. ანტისხეული უკავშირდება სამიზნე ცილას, ხოლო სპეციალური ვიზუალიზატორი მონიშვნა მიკროსკოპის ქვეშ ხილულს ხდის ამ რეაქციას.
იმუნოციტოქიმია ტარდება ციტოლოგიურ ნიმუშებზე - წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსიის (FNA) ნაცხებზე, უჯრედული ბლოკის (cell block) პრეპარატებსა და სხეულის სითხეებში (პლევრალურ, პერიტონეალურ, ლიკვორში) მოპოვებულ უჯრედებზე.
მეთოდის ძირითადი დანიშნულებაა ნეოპლაზიური უჯრედების წარმოშობის (ჰისტოგენეზის) დადგენა, კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი პროცესების დიფერენცირება, აგრეთვე პირველადი და მეტასტაზური სიმსივნეების იდენტიფიცირება იმ შემთხვევებში, როცა მხოლოდ უჯრედების მორფოლოგია საკმარისი არ არის ზუსტი დიაგნოზისთვის. იმუნოციტოქიმია ხშირად გამოიყენება მაშინ, როცა ქსოვილოვანი ბიოფსიის აღება შეუძლებელია ან კლინიკურად ნაკლებად რეკომენდებულია.
მიკროსატელიტების არასტაბილურობის (MSI) შეფასება (MMR ცილების ექსპრესიის განსაზღვრა) იმუნოჰისტოქიმიური მეთოდით
550 ₾მიკროსატელიტები წარმოადგენს დნმ-ის სპეციფიურ განმეორებად უბნებს, რომლებიც დნმ-ის დაზიანების მარკერად გამოიყენება. თუ ეს განმეორებადობები სიმსივნის სხვადასხვა უჯრედში სხვადასხვა ზომისაა (სიგრძისაა), ამ მდგომარეობას მიკროსატელიტური არასტაბილურობა ეწოდება. მიკროსატელიტური არასტაბილურობა ხშირია სხვადასხვა ტიპის სიმსივნეებში (მათ შორის მსხვილი ნაწლავის, ფილტვის, ენდომეტრიუმის კარცინომებში). მიკროსატელიტური არასტაბილურობის მიზეზი არის დნმ-ის რეპარაციაში (აღდგენაში) მონაწილე ფერმენტების (MMR ცილები) ფუნქციის მოშლა. შესაბამისად, მიკროსატელიტური არასტაბილურობის დადგენა შესაძლებელია როგორც საკუთრივ მიკროსატელიტების გამოკვლევით, ასევე არაპირდაპირ - MMR ცილების კვლევით.
პათოლოგიური ქსოვილის იმუნოჰისტოქიმიური გამოკვლევა
500 ₾იმუნოჰისტოქიმიური კვლევა მიზნად ისახავს ქსოვილში სხვადასხვა ცილის არსებობისა და მათი ექსპრესიის გამოვლენას. შესასწავლი ცილების ბიოლოგიური და ფუნქციური თავისებურებებიდან გამომდინარე, კვლევის დანიშნულება, დიაგნოსტიკური ღირებულება და პრაქტიკული სარგებელი მრავალფეროვანია და დამოკიდებულია კონკრეტულ კლინიკურ და მორფოლოგიურ კონტექსტზე.
იმუნოჰისტოქიმიური კვლევის ძირითადი გამოყენების სფეროებია:
• დიაგნოსტიკა და დიაგნოზის დაზუსტება;
• სიმსივნეების ტიპის, წარმოშობისა და დიფერენცირების ხარისხის განსაზღვრა;
• პროგნოზული მარკერების შეფასება;
• მკურნალობის ტაქტიკისა და თერაპიული მიდგომის შერჩევა.
გასათვალისწინებელია, რომ იმუნოჰისტოქიმიური კვლევის ხარისხსა და სიზუსტეს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი განაპირობებს:
პრეანალიტიკური ფაქტორები ქსოვილის ფიქსაცია - ყველაზე კრიტიკული ეტაპია. ფორმალინში ფიქსაციის დაწყების დროულობა, ხანგრძლივობა და ტემპერატურა პირდაპირ მოქმედებს ანტიგენის სტრუქტურის შენარჩუნებაზე. არასწორი ფიქსაცია იწვევს ანტიგენის დეგრადაციას და შეიძლება მთლიანად არასარწმუნოდ აქციოს კვლევის შედეგი.
ანტისხეულის ხარისხი გამოყენებული პირველადი ანტისხეულის სპეციფიკურობა და სენსიტიურობა გადამწყვეტია. მნიშვნელოვანია სწორი კლონის არჩევა, ვადისა და შენახვის პირობების კონტროლი.
ანტიგენის აღდგენა ფიქსაციის დროს ანტიგენი ნაწილობრივ იფარება, მისი „გახსნა ხდება სითბური ან ფერმენტული დამუშავებით. ამ ეტაპის სწორად შესრულება პირდაპირ მოქმედებს სიგნალის ინტენსივობაზე.
ლაბორატორიული სტანდარტიზაცია პროტოკოლების მკაცრი დაცვა, საკონტროლო ნიმუშების გამოყენება (პოზიტიური და ნეგატიური კონტროლი) და ავტომატიზებული პლატფორმები მნიშვნელოვნად ამცირებს ადამიანური შეცდომის ფაქტორს.
ინტერპრეტაცია - პათოლოგანატომის კვალიფიკაცია და გამოცდილება - განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რთული შემთხვევებისთვის, სადაც გამოსახულების კომპლექსური შეფასებაა საჭირო.
- კლინიკური კონტექსტი - კვლევის შედეგი ყოველთვის უნდა შეფასდეს მორფოლოგიურ სურათთან და კლინიკურ მონაცემებთან ერთობლიობაში. იზოლირებულად იმუნოჰისტოქიმიურმა მონაცემებმა ზოგჯერ შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს შემფასებელი.
საშვილოსნოს ყელის ბიოფსიური მასალის იმუნოჰისტოქიმიური გამოკვლევა (Ki67, P16)
450 ₾საშვილოსნოს ყელის ბიოფსიის იმუნოჰისტოქიმიური გამოკვლევა (Ki-67 და p16) არის დამხმარე ლაბორატორიული მეთოდი, რომელიც გამოიყენება საშვილოსნოს ყელის პრეკანცეროზული ცვლილებების (ბრტყელუჯრედოვანი ინტრაეპითელური დაზიანებების) ხარისხის დასაზუსტებლად.
p16 ცილა (p16INK4a) ენდოგენური ცილაა, რომლის ძლიერი დიფუზური ექსპრესია ასოცირდება დისპლაზიასთან, რაც, როგორც წესი, მაღალი რისკის ადამიანის პაპილომარვირუსით არის გამოწვეული. Ki-67 არის უჯრედების გაყოფის (პროლიფერაციის) მარკერი, რომლის ექსპრესიის პატერნი ასახავს უჯრედული პროლიფერაციის აქტივობას.
ამ ორი მარკერის ერთად შეფასება ეხმარება პათოლოგს, დიფერენცირება მოახდინოს მაღალი ხარისხის (HSIL / CIN 2-3) და დაბალი ხარისხის (LSIL / CIN 1) დაზიანებებს შორის, ისევე როგორც ნეოპლაზიური ცვლილებები განასხვაოს კეთილთვისებიანი „მიმბაძველი“ (mimic) მდგომარეობებისგან. საერთაშორისო (LAST) რეკომენდაციებით, p16 იმუნოჰისტოქიმია გამოიყენება მაშინ, როცა მორფოლოგიური სურათი ორაზროვანია.
ჰემატოპათოლოგიური პროცესების იმუნოჰისტოქიმიური დიაგნოსტიკა
550 ₾ჰემატოპათოლოგიური პროცესების იმუნოჰისტოქიმიური კვლევა - გულისხმობს ძვლის ტვინის, ლიმფური კვანძის, მკერდუკანა ჯირკვლის (თიმუსის) და სხვა არაჰემატოპოეზური სისტემის ორგანოებსა და ქსოვილებში არსებული ონკოჰემატოლოგიურ დაავადებებზე საეჭვო პროცესების დიფერენცირების, დადასტურების დიაგნოსტიკურ მეთოდს სპეციფიკური ანტისხეულთა პანელის გამოყენებით.
იმუნოჰისტოქიმიური კვლევის ძირითადი გამოყენების სფეროებია:
• დიაგნოსტიკა და დიაგნოზის დაზუსტება;
• სიმსივნეების ტიპის, წარმოშობისა და დიფერენცირების ხარისხის განსაზღვრა;
• პროგნოზული მარკერების შეფასება;
• მკურნალობის ტაქტიკისა და თერაპიული მიდგომის შერჩევა.
გასათვალისწინებელია, რომ იმუნოჰისტოქიმიური კვლევის ხარისხსა და სიზუსტეს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი განაპირობებს: პრეანალიტიკური ფაქტორები ქსოვილის ფიქსაცია - ყველაზე კრიტიკული ეტაპია. ფორმალინში ფიქსაციის დაწყების დროულობა, ხანგრძლივობა და ტემპერატურა პირდაპირ მოქმედებს ანტიგენის სტრუქტურის შენარჩუნებაზე. არასწორი ფიქსაცია იწვევს ანტიგენის დეგრადაციას და შეიძლება მთლიანად არასარწმუნოდ აქციოს კვლევის შედეგი. ანტისხეულის ხარისხი გამოყენებული პირველადი ანტისხეულის სპეციფიკურობა და სენსიტიურობა გადამწყვეტია. მნიშვნელოვანია სწორი კლონის არჩევა, ვადისა და შენახვის პირობების კონტროლი. ანტიგენის აღდგენა ფიქსაციის დროს ანტიგენი ნაწილობრივ იფარება, მისი „გახსნა ხდება სითბური ან ფერმენტული დამუშავებით. ამ ეტაპის სწორად შესრულება პირდაპირ მოქმედებს სიგნალის ინტენსივობაზე. ლაბორატორიული სტანდარტიზაცია პროტოკოლების მკაცრი დაცვა, საკონტროლო ნიმუშების გამოყენება (პოზიტიური და ნეგატიური კონტროლი) და ავტომატიზებული პლატფორმები მნიშვნელოვნად ამცირებს ადამიანური შეცდომის ფაქტორს. ინტერპრეტაცია - პათოლოგანატომის კვალიფიკაცია და გამოცდილება - განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რთული შემთხვევებისთვის, სადაც გამოსახულების კომპლექსური შეფასებაა საჭირო. კლინიკური კონტექსტი - კვლევის შედეგი ყოველთვის უნდა შეფასდეს მორფოლოგიურ სურათთან და კლინიკურ მონაცემებთან ერთობლიობაში. იზოლირებულად იმუნოჰისტოქიმიურმა მონაცემებმა ზოგჯერ შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს შემფასებელი.
ჰისტოქიმიური და იმუნოჰისტოქიმიური კვლევა Helicobacter pilory-ს გამოვლენის მიზნით
250 ₾ჰელიკობაქტერ პილორი (Helicobacter pylori) არის სპირალისებრი ფორმის გრამუარყოფითი ბაქტერია, რომელიც კოლონიზაციას ახდენს კუჭის ლორწოვან გარსში და წარმოადგენს ქრონიკული გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის ძირითად ეტიოლოგიურ ფაქტორს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) მას მიაკუთვნებს I კლასის (დადასტურებულ) კანცეროგენებს, რადგან ის უკავშირდება კუჭის ადენოკარცინომისა და კუჭის MALT-ლიმფომის განვითარების გაზრდილ რისკს.
კუჭის ბიოფსიურ მასალაში Helicobacter pylori-ს გამოსავლენად გამოიყენება ჰისტოლოგიური მეთოდები. ჰისტოქიმიური შეღებვა (მაგ., მოდიფიცირებული გიმზას (Giemsa) მეთოდი) საშუალებას იძლევა, ბაქტერია გამოვლინდეს კუჭის ეპითელიუმის ზედაპირზე, ხოლო იმუნოჰისტოქიმიური (IHC) კვლევა იყენებს ჰელიკობაქტერის სპეციფიკურ ანტისხეულებს და გამოირჩევა მაღალი მგრძნობელობითა და სპეციფიკურობით - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბაქტერიის რაოდენობა მცირეა ან ანთებითი ინფილტრაცია სუსტადაა გამოხატული. ამ შემთხვევებში IHC აღემატება ჩვეულებრივ ჰისტოქიმიურ შეღებვებს.