Streptococcus A Ag ხახის ნაცხში

Streptococcus A Ag ხახის ნაცხში

ფასი: 30 ₾

კვლევის შესახებ

A ჯგუფის სტრეპტოკოკი (Streptococcus Pyogenes) კვლევა ტარდება ფარინგიტის (ყელის ანთება), ტონზილიტის (ნუშურა ჯირკვლების ანთება) გამომწვევი მიზეზის დასადგენად. გამომწვევ მიზეზთა შორის პირველ ადგილზეა A ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი. A ჯგუფის სტრეპტოკოკი Streptococcus Pyogenes წარმოადგენს ბეტაჰემოლიზურ სტრეპტოკოკს, რომელიც ვრცელდება ცხვირ-ხახის ლორწოვანზე და შეიძლება გამოვლინდეს ინფექციისთვის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომებით: თავის ტკივილი, ცხელება, ყელის ტკივილი, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, კისრის ლიმფური კვანძების გადიდება.

ტესტი ტარდება A ჯგუფის სტრეპტოკოკის Streptococcus Pyogenes გამოსავლენად.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

Streptococcus A Ag ხახის ნაცხში ტარდება შემდეგი სიმპტომებისას:


  • ყელის უეცარი და ძლიერი ტკივილის, ყლაპვის გაძნელების და 38°C ან მეტი სიცხის დროს;
  • შეშუპებული ლიმფური კვანძების, ნუშურების გაწითლებისას;
  • ნუშურებზე თეთრი ლაქების ან ჩირქის ზოლების გაჩენის დროს;
  • მადის დაკარგვის დროს;
  • პირის ღრუში პატარა და წითელი ლაქებისას, რომლებსაც პეტექიები ეწოდება;
  • რიგ შემთხვევებში, განსაკუთრებით ბავშვებში, როდესაც აღენიშნებათ თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება.

ინტერპრეტაცია

დადებითი შედეგი - კვლევის შედეგად იდენტიფიცირდება A ჯგუფის სტრეპტოკოკი, რის შემდეგაც რეკომენდებულია ხახის ნაცხის კულტურალური გამოკვლევა. პათოგენის გამოვლენის შემდეგ ტარდება ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობა და შესაბამისის მედიკამენტის შერჩევა.


გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგი უნდა შეფასდეს მკურნალი ექიმის მიერ.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

კვლევის ჩატარებისას რეკომენდებულია:

• ანტიბაქტერიული საშუალებებით მკურნალობის დაწყებამდე ან პრეპარატის ბოლო მიღებიდან 24 სთ-ის შემდეგ; • ანტიბაქტერიული მედიკამენტებით მკურნალობის კურსის დასრულებიდან 7-10 დღის შემდეგ; • არ უნდა გქონდეთ ჩატარებული ჰიგიენური პროცედურები; მასალის აღება - საანალიზო მასალა აღებული უნდა იყოს უზმოდ ან საკვების, წყლის მიღებიდან 2-3 სთ-ის შემდეგ. მასალის აღება ხდება სასის რკალიდან. არ უნდა მოხდეს შეხება ენასთან, პირის ღრუსთან და ლოყების ლორწოვანთან.

მასალის ტიპი

ხახის ნაცხი

კვლევის შესრულების დრო

2 საათი

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

კვლევის კატეგორია

ბაქტერიოლოგია
Phone