ადამიანის ადენოვირუსის დნმ-ის აღმოჩენა სისხლში, თვისობრივი ანალიზი

ადამიანის ადენოვირუსის დნმ-ის აღმოჩენა სისხლში, თვისობრივი ანალიზი

ფასი: 130 ₾

კვლევის შესახებ

ადამიანის ადენოვირუსი (HAdV) ორჯაჭვიანი დნმ-შემცველი ვირუსია, რომელიც კლასიფიცირდება 7 სახეობად (A-G) და 100-ზე მეტ ტიპად. ვირუსი იწვევს სხვადასხვა სისტემის ინფექციებს: სასუნთქი ორგანოების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, თვალის (კონიუნქტივის) და სხვა.


ჯანმრთელ ადამიანებში ინფექცია ჩვეულებრივ კეთილთვისებიანად მიმდინარეობს, თუმცა იმუნოდეფიციტურ პაციენტებში, განსაკუთრებით ორგანოთა გადანერგვის შემდეგ, შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები.


ვირუსი გადაიცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით (სასუნთქი ინფექციები), ფეკალურ-ორალური გზით (კუჭ-ნაწლავის ინფექციები) და პირდაპირი კონტაქტით (კონიუნქტივიტი).

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:


• ცხვირ-ყელის ანთების დროს;

• ფარინგიტის, ტონზილიტის დროს;

• პნევმონიის ეჭვისას;

• კონიუნქტივიტის დროს;

• კუჭ-ნაწლავის ინფექციის სიმპტომებისას;

• ჰემორაგიული ცისტიტის დროს;

• სასწრაფო შედეგის საჭიროების დროს;

• ორგანოთა ტრანსპლანტაციის შემდგომ.

ინტერპრეტაცია

დადებითი შედეგი - ადენოვირუსის დნმ-ის აღმოჩენა.


ადენოვირუსის გამოვლენა შესაძლოა მიუთითებდეს:

• სასუნთქი სისტემის ინფექცია (ფარინგიტი, პნევმონია);

• კერატოკონიუნქტივიტი;

• გასტროენტერიტი;

• ჰემორაგიული ცისტიტი;

• ენცეფალიტი (იმუნოდეფიციტის ფონზე).


გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგი უნდა შეფასდეს მკურნალი ექიმის მიერ.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

სპეციფიური მომზადება არ არის საჭირო.

ტესტის მეთოდოლოგია

ადამიანის ადენოვირუსის დნმ-ის გამოვლენა . ანალიზი ეფუძნება რეალურ დროში პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის(PCR) მეთოდს, პროდუქტის გაძლიერებული ფლუორესცენტური გამოვლენით.

მასალის ტიპი

• სისხლი • თვალის ნაცხი

კვლევის შესრულების დრო

3 დღის

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

გამოყენებული წყაროები:

cdc.gov - Laboratory Testing for Adenovirus

ncbi.nlm.nih.gov (PMC) - Evaluation of a Semiautomated System for the Quantitation of Human Adenovirus DNA from Clinical Samples

ncbi.nlm.nih.gov (PMC) - Multiplexed, Real-Time PCR for Quantitative Detection of Human Adenovirus

ანა მაღრაძე, MD - მოლეკულური გენეტიკისა და ციტოგენეტიკის განყოფილება;

ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;

ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.

კვლევის კატეგორია

მოლეკულური და უჯრედული დიაგნოსტიკა
Phone