კვლევის შესახებ
ალანინამინოტრანსფერაზა (ALT, ცნობილი ასევე როგორც GPT - გლუტამატპირუვატტრანსფერაზა) არის ფერმენტი, რომელიც მონაწილეობს ამინომჟავების ცვლის რეაქციებში - კერძოდ, ალანინიდან ამინო ჯგუფის ალფა-კეტოგლუტარატზე გადატანაში.
ALT ძირითადად ღვიძლის უჯრედებში (ჰეპატოციტებში) გვხვდება, მცირე რაოდენობით - თირკმელებში, გულის კუნთსა და ჩონჩხის კუნთებში. ჰეპატოციტების დაზიანების შემთხვევაში ფერმენტი თავისუფლდება და სისხლში გადადის, რის გამოც სისხლში ALT-ის დონე იზრდება.
AST-სთან შედარებით, ALT გაცილებით უფრო სპეციფიკური მარკერია ღვიძლის დაზიანებისთვის, ვინაიდან მისი კონცენტრაცია ექსტრაჰეპატურ ქსოვილებში დაბალია. ამიტომ ALT-ის იზოლირებული მომატება თითქმის ყოველთვის მიუთითებს ჰეპატოცელულარული წარმოშობის პათოლოგიაზე.
ALT-ის მნიშვნელოვანი მატება ხშირად დაკავშირებულია მწვავე ვირუსულ , ტოქსიკურ ან მედიკამენტოზურ ჰეპატიტთან, ხოლო მსუბუქი მომატება - ქრონიკულ ღვიძლის დაავადებებთან, განსაკუთრებით არაალკოჰოლურ ცხიმოვან ღვიძლის დაავადებასთან (NAFLD).
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• კანის, ლორწოვანებისა და სკლერების სიყვითლე;
• დაუძლეველი ქავილი;
• მუცლის მარჯვენა ზედა კვადრანტში დისკომფორტი ან ტკივილი;
• გულისრევა, ღებინება, მადის დაკარგვა;
• ზოგადი სისუსტე, ხანგრძლივი დაღლილობა;
• მუქი ფერის შარდი, ღია ფერის განავალი;
• ჰეპატომეგალია (ღვიძლის გადიდება);
• ვირუსული ჰეპატიტის ეჭვი ან მონიტორინგი;
• არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლის დაავადება (NAFLD);
• ალკოჰოლის ხანგრძლივი მოხმარება;
• ჰეპატოტოქსიკური მედიკამენტების მიღების დროს მონიტორინგი (პარაცეტამოლი, სტატინები, ანტიეპილეფსიური და ანტიტუბერკულოზური პრეპარატები);
• ღვიძლის ქრონიკული დაავადებების დინამიკაში დაკვირვება;
• პრევენციული გამოკვლევა.
ინტერპრეტაცია
ALT-ის მაღალი მაჩვენებელი შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგ შემთხვევებში:
• მწვავე ვირუსული ჰეპატიტი (A, B, C, D, E);
• ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტი;
• არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლის დაავადება (NAFLD/NASH);
• ალკოჰოლური ღვიძლის დაავადება;
• მედიკამენტოზური ან ტოქსიკური ჰეპატიტი;
• ავტოიმუნური ჰეპატიტი;
• ჰემოქრომატოზი, ვილსონის დაავადება, α1-ანტიტრიფსინის დეფიციტი;
• ღვიძლის ციროზი;
• ჰეპატოცელულარული კარცინომა, ღვიძლის მეტასტაზური დაზიანება;
• ნაღვლის გზების ობსტრუქცია;
• ცელიაკია;
• ჰიპერთირეოზი;
• კუნთოვანი დაზიანება, ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა;
• სიმსუქნე, მეტაბოლური სინდრომი.
ALT-ის დაბალი მაჩვენებელი იშვიათად აქვს კლინიკური მნიშვნელობა, თუმცა შესაძლოა გამოვლინდეს B6 ვიტამინის (პირიდოქსინის) დეფიციტის, ქრონიკული თირკმლის უკმარისობის ან ბავშვებში.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან, რადიოლოგიური და სხვა კვლევების შედეგებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• ასპარტატამინოტრანსფერაზის განსაზღვრა სისხლში (AST/GOT);
• გამაგლუტამილტრანსფერაზის განსაზღვრა სისხლში (gGT);
• ტუტე ფოსფატაზის განსაზღვრა სისხლში (ALP);
• პირდაპირი ბილირუბინი (DBIL);
• საერთო ცილა (Total Protein), შრატში;
• B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენის განსაზღვრა, სწრაფი ტესტი (HBsAg);
• C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა, სწრაფი ტესტი (anti-HCV);
• სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR);
• ფერიტინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Ferritin);
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
• რეკომენდებულია უზმოდ ყოფნა. ბოლო 8-12 საათის განმავლობაში არ მიიღოთ საკვები და სასმელი (გარდა სუფთა წყლისა);
• კვლევის ჩატარებამდე 24-48 საათით ადრე თავი შეიკავეთ ალკოჰოლის მიღებისა და ინტენსიური ფიზიკური დატვირთვისგან;
• აცნობეთ ექიმს მიმდინარე მედიკამენტოზური თერაპიის შესახებ;
• არ მოიხმაროთ საღეჭი რეზინი და თამბაქო.
ტესტის მეთოდოლოგია
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• medlineplus.gov - ALT Blood Test
• ncbi.nlm.nih.gov - Alanine Aminotransferase (StatPearls)
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.