კვლევის შესახებ
27 ალერგენის პანელი (27 Allergens) არის კომბინირებული ალერგოლოგიური პანელი, რომელიც სისხლში ერთდროულად განსაზღვრავს ალერგენ-სპეციფიკურ იმუნოგლობულინ E-ს (sIgE) 27 გავრცელებული ალერგენის მიმართ - ერთიანდება როგორც ინჰალაციური (აეროალერგენები), ისე კვებითი ალერგენები.
ალერგია ვითარდება მაშინ, როცა იმუნური სისტემა უვნებელ ნივთიერებას მავნე ფაქტორად აიდენტიფიცირებს და მის წინააღმდეგ IgE-ს გამოიმუშავებს; ხელახალი შეხებისას ეს იწვევს ალერგიულ რეაქციას. ფართო პანელი მოსახერხებელია, როცა სიმპტომების ზუსტი გამომწვევი უცნობია და საჭიროა ერთდროულად მრავალი შესაძლო ალერგენის სკრინინგი.
პანელში ჩვეულებრივ შედის ყვავილის მტვერი (ხეები, მარცვლოვანი ბალახები, სარეველები), სახლის მტვრის ტკიპები, ობის სპორები, ცხოველთა ეპითელიუმი, ასევე ხშირი კვებითი ალერგენები (რძე, კვერცხი, ხორბალი, თხილეული, თევზი და სხვ.).
სისხლის კვლევა განსაკუთრებით სასარგებლოა, როცა კანის სინჯები უკუნაჩვენებია (გავრცელებული დერმატოზები, ანტიჰისტამინების შეუწყვეტელი მიღება, ანაფილაქსიის რისკი).
sIgE-ის დონე ასახავს მხოლოდ სენსიბილიზაციას და არ განსაზღვრავს ალერგიის სიმძიმეს - შედეგი ყოველთვის ფასდება კლინიკურ სიმპტომებთან ერთად.
პანელი მოიცავს:
ინჰალაციური ალერგენები (გარემო და მცენარეები):
• gx - მარცვლოვანი ბალახების ნარევი
• t3 - არყის ხე
• w6 - აბზინდა (Artemisia)
• d1 - მტვრის ტკიპა - Der. Pteronyssinus
• d2 - ტკიპა - Der. Farinae
• e1 - კატა
• e2 - ძაღლი
• e3 - ცხენი
• m2 - სოკო - Cladosporium herbarum
• m3 - სოკო - Aspergillus fumigatus
• m6 - სოკო - Alternaria alt.
საკვები ალერგენები (რძის პროდუქტები და კვერცხი):
• f1 - კვერცხის ცილა
• f75 - კვერცხის გული
• f2 - ძროხის რძე
• f76 - α-ლაქტალბუმინი
• f77 - β-ლაქტოგლობულინი
• f78 - კაზეინი
• e204 - ხარის შრატის ალბუმინი
საკვები ალერგენები (სხვა პროდუქტები):
• f3 - ვირთევზა
• f4 - ხორბალი
• f9 - ბრინჯი
• f14 - სოია
• f13 - არაქისი
• f17 - თხილეული
• f31 - სტაფილო
• f35 - კარტოფილი
• f49 - ვაშლი
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• ალერგიის სავარაუდო სიმპტომები გაურკვეველი გამომწვევით;
• ალერგიული რინიტი, კონიუნქტივიტი, ალერგიული ასთმა;
• ჭინჭრის ციება, ატოპიური დერმატიტი, კანის ალერგიული გამოვლინებები;
• კვებითი ალერგიის ან საკვებთან დაკავშირებული სიმპტომების ეჭვი;
• ერთდროულად მრავალი შესაძლო ალერგენის სკრინინგი მათი დასაზუსტებლად;
• ალერგენების თავიდან აცილების ან იმუნოთერაპიის დაგეგმვა;
• როცა კანის სინჯის ჩატარება შეუძლებელია ან უკუნაჩვენებია.
ინტერპრეტაცია
ალერგენ-სპეციფიკური IgE-ის მომატება (დადებითი შედეგი) ერთი ან რამდენიმე ალერგენის მიმართ მიუთითებს სენსიბილიზაციაზე:
• რაც უფრო მაღალია sIgE-ს მაჩვენებელი, მით უფრო სავარაუდოა კლინიკურად მნიშვნელოვანი ალერგია, თუმცა მგრძნობელობა ყოველთვის არ ნიშნავს სიმპტომების არსებობას;
• დადებითი შედეგი ადასტურებს მგრძნობელობას, მაგრამ არ განსაზღვრავს რეაქციის სიმძიმეს;
• შესაძლებელია ცრუ-დადებითი შედეგი ჯვარედინი რეაქტიულობის ან საერთო IgE-ის მომატების (მაგ., პარაზიტული ინფექცია) გამო.
ალერგენ-სპეციფიკური IgE-ის დაბალი ან გამოუვლენელი დონე (უარყოფითი შედეგი):
• ამცირებს შესაბამისი ალერგენის მიმართ IgE-შუამავლობითი ალერგიის ალბათობას, თუმცა სრულად არ გამორიცხავს მას;
• არ გამორიცხავს არა-IgE მექანიზმით განვითარებულ რეაქციებსა და საკვების აუტანლობას.
შედეგი ინტერპრეტირდება მხოლოდ პაციენტის სიმპტომებთან და ალერგენთან შეხების ისტორიასთან მიმართებაში.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან (ანამნეზურ მონაცემებთან) და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• იმუნოგლობულინ E-ის განსაზღვრა სისხლში (IgE);
• სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR) - ეოზინოფილების შესაფასებლად;
• ეოზინოფილური კატიონური ცილა (ECP);
• C-რეაქტიული ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში, რაოდენობრივი (CRP).
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
• კვლევისთვის სპეციალური მომზადება არ არის საჭირო.
• კვლევის ჩატარებამდე არ არის რეკომენდებული ანტიჰისტამინური საშუალებების მიღება.
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• medlineplus.gov - Allergy Blood Test
• testing.com - Allergy Blood Testing
• my.clevelandclinic.org - Allergy Blood Test
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.