გაზებისა და ელექტროლიტების განსაზღვრა სისხლში (BGA)

გაზებისა და ელექტროლიტების განსაზღვრა სისხლში (BGA)

ფასი: 40 ₾

კვლევის შესახებ

სისხლის pH, ასევე ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის პარციალური წნევის შეფასება გვაძლევს პაციენტის მდგომარეობის შეფასების შესაძლებლობას. ელექტროლიტური და მჟავა-ტუტოვანი დისბალანსი ხშირად შეიძლება მიუთითებდეს ბევრ მწვავე და ქრონიკულ დაავადებაზე. ამ მიზეზით ელექტროლიტური პანელი ხშირად გამოიყენება საავადმყოფოს რეანიმაციულ და გადაუდებელი თერაპიის განყოფილებებსა და სასწრაფო დახმარების პირობებში სწრაფი რეაგირებისათვის, მწვავე რესპირაციული თუ მეტაბოლური აციდოზისა და ალკალოზის გამოსავლენად


ელექტროლიტები ელექტრულად დამუხტული მინერალური ნივთიერებებია, რომლებიც აუცილებელია ნერვული იმპულსების გადაცემის, კუნთების შეკუმშვის, გულის რიტმისა და სითხის ბალანსის რეგულაციისთვის.


ამ კვლევით ძირითადად ფასდება:


ნატრიუმი (Na) - უზრუნველყოფს ნერვ-კუნთოვანი გადაცემის რეგულაციას და ორგანიზმში სითხის ბალანსის კონტროლს;


კალიუმი (K) - მნიშვნელოვანი კომპონენტია გულის კუნთის მუშაობისთვის, გავლენას ახდენს რიტმის ცვლილებებზე და უზრუნველყოფს ნერვული და კუნთოვანი ქსოვილის სწორ ფუნქციონირებას;


ქლორი (Cl) - ერთ-ერთი ძირითადი ინდიკატორია სითხისა და მჟავა-ტუტოვანი ბალანსის რეგულაციაში;


იონიზებული კალციუმი (Ca++) - გულის მუშაობის, ნერვული იმპულსების გადაცემისა და კუნთების შეკუმშვის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.


სისხლის pH-ის, ასევე ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის პარციალური წნევის შეფასება გვაძლევს პაციენტის მდგომარეობის ობიექტურად შეფასების შესაძლებლობას.


ელექტროლიტური და მჟავა-ტუტოვანი დისბალანსი ხშირად მიუთითებს სხვადასხვა მწვავე და ქრონიკულ დაავადებაზე. ამ მიზეზით, ელექტროლიტური პანელი ფართოდ გამოიყენება საავადმყოფოს რეანიმაციულ და გადაუდებელი თერაპიის განყოფილებებში, ასევე სასწრაფო დახმარების პირობებში, სწრაფი რეაგირების მიზნით - მწვავე რესპირაციული ან მეტაბოლური აციდოზისა და ალკალოზის გამოსავლენად.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია, როდესაც სახეზეა:


  • თირკმლის დაავადებები;
  • ფილტვის დაავადებები;
  • გულის დაავადებები;
  • კუჭ-ნაწლავის დაავადებები;
  • მალაბსორბცია;
  • დეჰიდრატაცია, დიარეა;
  • ინტოქსიკაცია;
  • კვებითი პათოლოგიები (ბულემია, ანორექსია);
  • ნებისმიერი მდგომარეობის მკურნალობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ელექტროლიტების, სითხის ან pH-ის დისბალანსი.

ინტერპრეტაცია

K ↑ (ჰიპერკალემია) – თირკმლის მწვავე უკმარისობა, კალიუმის ხსნარის სწრაფი გადახსნა, მასიური ჰემოლიზი, ქსოვილის მძიმე დაზიანება, შიმშილი, აციდოზი, დეჰიდრატაცია.


K ↓ (ჰიპოკალემია) – ჰიპოთერმია, ქრონიკული შიმშილი, კალიუმის დაკარგვა ჭრილობებიდან და დამწვარი ადგილებიდან, ღებინება, ფაღარათი, ნაწლავის ხაოების ადენომა, თირკმლის მილაკოვანი აციდოზი, კუშინგის სინდრომი, კალიუმის დაკარგვა უჯრედგარე სითხიდან.


NA ↑ (ჰიპერნატრემია) – ვითარდება ორგანიზმის ჰიპერჰიდრატაციის სინდრომის, პარენქიმატოზული ნეფრიტის, გულის უკმარისობის დროს.


NA ↓ (ჰიპონატრემია) – ნატრიუმის დაკარგვა ღებინების, დიარეის, ჭარბი ოფლიანობის შედეგად.


Ca ↓ (ჰიპოკალცემია) – თირკმლის ქრონიკული უკმარისობის, ჰიპოფიზის წინა ნაწილის ჰიპოფუნქციის, ალკოჰოლიზმის, ღვიძლის ციროზის, არაადეკვატური კვებისა და მწვავე პანკრეატიტის დროს.


Ca ↑ (ჰიპერკალცემია) – ბავშვების იდეოპათიკური ჰიპერკალცემია, დეჰიდრატაცია, პანკრეასის კიბო, პოლიციტემია, პეჯეტის დაავადება, D ვიტამინით ინტოქსიკაცია.


pH: Acidosis (დაბალი pH) სუნთქვითი (რესპირატორული აციდოზი) – PH↓, PCO2↑, HCO3↑, BE – ნორმა – სასუნთქი გზების სტენოზის, სასუნთქი ცენტრის დეპრესიის, სასუნთქი კუნთების განუვითარებლობის დროს.


სუნთქვითი (რესპირატორული) ალკალოზი – PH↑, PCO2↓, HCO3↓, BE – ნორმა – ჰიპერვენტილაციის, ქალატვინის ტრავმის, ჰიპოქსიის (ანემია, შოკი, სეფსისი) დროს.


მეტაბოლური აციდოზი – PH↓, PCO2↓, HCO3↓, BE↓ – კეტოაციდოზის (დიაბეტი) დროს, თირკმლის უკმარისობის, მოწამვლის (ეთანოლი, მეთანოლი, ამონიუმის ქლორიდი) დროს.


მეტაბოლური ალკალოზი – PH ↑, PCO2 ↑, HCO3 ↑, BE↓ – ღებინების, კუშინგის სინდრომის, მინერალოკორტიკოიდების სიჭარბის დროს.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

არ საჭიროებს სპეციფიურ მომზადებას.

მასალის ტიპი

სისხლი (შრატი)

კვლევის შესრულების დრო

1 საათი

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

კვლევის კატეგორია

ბიოქიმია
Phone