კვლევის შესახებ
გლიკირებული (გლიკოზირებული) ჰემოგლობინის - Hb A1c დონე ასახავს გლუკოზის საშუალო კონცენტრაციას წინა პერიოდის განმავლობაში (დაახლოებით 8-12 კვირა, ინდივიდიდან გამომდინარე) და გაცილებით უკეთეს მაჩვენებელს იძლევა გლიკემიური კონტროლის ხანგრძლივი პერიოდის შესახებ, ვიდრე სისხლსა და შარდში გლუკოზის განსაზღვრა. დიაბეტით დაავადებულ პაციენტებს, რომლებსაც სისხლში გლუკოზის ძალიან მაღალი კონცენტრაცია აქვთ, 2-3-ჯერ მეტი HbA1c, ვიდრე ჯანმრთელ ადამიანს. გლიკირებული ჰემოგლობინი ადამიანის ჰემოგლობინის (Hb) მცირე კომპონენტია, რომელიც წარმოიქმნება არაფერმენტულად გლუკოზის კონდენსაციით ჰემოგლობინ A-ს ბეტა-ჯაჭვებთან. HbA1c გაზომვას დღეს ფართოდ იყენებენ როგორც დიაბეტის სკრინინგის დროს, ასევე შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში სისხლში გლუკოზის გრძელვადიანი კონტროლის გამო. გლიკირებული ჰემოგლობინი გვაძლევს შესაძლებლობას, შევაფასოთ შაქრიანი დიაბეტის კომპენსირების ხარისხი ბოლო 3 თვის განმავლობაში.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
- დიაბეტის სკრინინგისა და დიაგნოსტირებისას;
- დიაბეტის მკურნალობის მონიტორინგის დროს;
- დიაბეტის გართულებების განვითარების რისკის შეფასებისას.
ინტერპრეტაცია
HbA1c - გლიკირებული ჰემოგლობინის მაჩვენებელი იმატებს:
- ახლად დიაგნოზირებული ან ცუდად მართვადი შაქრიანი დიაბეტისას;
- ბოლო 2-3 თვის განმავლობაში ჰიპერგლიკემიის არსებობისას;
- რკინის, ვიტამინი B12-ის, ფოლიუმის მჟავის (Folate) დეფიციტის დროს;
- სპლენექტომიის დროს.
HbA1c - გლიკირებული ჰემოგლობინის მაჩვენებელი იკლებს:
- ჰიპოგლიკემისას;
- მწვავე და ქრონიკული სისხლდენის დროს;
- თირკმლის უკმარისობისას;
- ანემიის დროს;
- ჰემოლიზური ანემიისას;
- სფეროციტოზისა და ჰიპერსპლენიზმის დროს;
- ორსულობისას;
- გარკვეული მედიკამენტების მიღების დროს;
- სისხლის გადასხმისას.
გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგი უნდა შეფასდეს მკურნალი ექიმის მიერ.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
სპეციფიკური მომზადება არ არის საჭირო
მასალის ტიპი
სისხლი ( EDTA K2/K3)
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
საქართველო