კვლევის შესახებ
გლუკოზა (Glucose) მონოსაქარიდია და ორგანიზმში ენერგიის გამომუშავების ძირითადი წყაროა. რთული ნახშირწყლები საბოლოოდ საჭმლის მომნელებელ სისტემაში იშლება გლუკოზად და სხვა მონოსაქარიდებად, როგორიცაა, ფრუქტოზა ან გალაქტოზა. გლუკოზას იწოვს წვრილ ნაწლავი. აღსანიშნავია, რომ ნაწლავის უჯრედების მიერ გლუკოზის შეწოვისთვის ინსულინი არ არის საჭირო. გლუკოზა არის უჯრედული ენერგიის ძირითადი წყარო. კვებით მიღებული გლუკოზა გარდაიქმნება გლიკოგენად, რომელიც მარაგის სახით ინახება ღვიძლსა და ცხიმოვან ქსოვილში. სისხლში გლუკოზის კონცენტრაცია კონტროლდება სხვადასხვა ჰორმონით, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია ინსულინი. ინსულინის გადაჭარბებული წარმოება ან ჭარბი მიღება იწვევს სისხლში გლუკოზის დაქვეითებას. ნახშირწყლების მეტაბოლიზმთან დაკავშირებული ყველაზე გავრცელებული დაავადებაა შაქრიანი დიაბეტი, რომელიც ხასიათდება სისხლში აქტიური ინსულინის არასაკმარისი რაოდენობით ან მის მიმართ რეზისტენტობის განვითარებით, რის გამოც სისხლში იზრდება გლუკოზის დონე.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის მიზანია შაქრიანი დიაბეტისა და ნახშირწყლების მეტაბოლიზმის სხვა დარღვევების დიაგნოსტიკა და მართვა.
ჰიპოგლიკემიის (სისხლში გლუკოზის დაბალი დონე) სიმპტომებია:
- ოფლიანობა;
- კანკალი, გაღიზიანება, დაბნეულობა;
- არითმია (გულისცემის სიხშირის ან რიტმის პრობლემა);
- თავბრუსხვევა, ცნობიერების დაბინდვა;
- შიმშილის გრძნობა;
- თავის ტკივილი;
ჰიპერგლიკემიის (სისხლში გლუკოზის მაღალი დონე) სიმპტომებია:
- ძლიერი წყურვილი, პირის სიმშრალე;
- ხშირი შარდვა;
- სისუსტე;
- მხედველობისა და გონების დაბინდვა;
- გულისრევა, მუცლის ტკივილი;
- ქოშინი.
სხვა შემთხვევებში:
- შაქრიანი დიაბეტის სკრინინგი, დიაგნოსტიკა და მონიტორინგი;
- ჭარბი წონა;
- ორსულობისას, გესტაციური დიაბეტის გამორიცხვა;
- მედიკამენტების მიღებისას, რომლებიც გავლენას ახდენენ გლუკოზის დონეზე;
- პროფილაქტიკური კვლევისას.
ინტერპრეტაცია
სისხლში გლუკოზა იმატებს (ჰიპერგლიკემია):
- შაქრიანი დიაბეტისას (ტიპი 1, ტიპი 2, გესტაციური დიაბეტი);
- კუშინგის სინდრომისას (კორტიზოლის სიჭარბე);
- აკრომეგალიის დროს (ზრდის ჰორმონის სიჭარბე);
- მწვავე და ქრონიკული პანკრეატიტის დროს;
- პანკრეასის სიმსივნის დროს;
- მედიკამენტების ზემოქმედებისას;
- გენეტიკური დაავადებების დროს
- ინფექციისა და სტრესის დროს.
სისხლში გლუკოზა იკლებს (ჰიპოგლიკემია):
- ეგზოგენური ინსულინის დოზის გადაჭარბების დროს;
- ღვიძლის დაავადების დროს;
- ენდოკრინული დარღვევების დროს;
- ადისონის დაავადებისას (თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა);
- ინსულინომას დროს (იშვიათი სიმსივნე);
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ოპერაციების დროს (მაგ. ბარიატრიული ქირურგია).
გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგი უნდა შეფასდეს მკურნალი ექიმის მიერ.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
- სასურველია, კვლევა ჩატარდეს უზმოდ;
- არ მოიხმაროთ საღეჭი რეზინი, თამბაქო.
ტესტის მეთოდოლოგია
მასალის ტიპი
პლაზმა (Na ფლუორიდი)
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
საქართველო