კვლევის შესახებ
კვლევა მოიცავს:
• მასალის ჰისტოპათოლოგიურ და იმუნოჰისტოქიმიურ დიაგნოსტიკას;
• MGMT და SNP array მეთილირების განსაზღვრა;
• 23 გენის შეფასებას: ATRX, BRAF, CDKN2A, CDK4, CDK6, CIC, EGFR, ERBB2, FUBP1, H3F3A, H3F3B, IDH1, IDH2, MDM2, MET, NF1, PDGFRA, PIK3CA, PIK3R1, PTEN, RB1, TERT, TP53;
• მიკროსატელიტური არასტაბილურობის (MSI) შეფასებას;
• TMB შეფასებას.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
• თავის ტვინის სიმსივნეების დროს;
• პროგნოზის განსაზღვრა (MGMT, SNP array);
• სამიზნე თერაპია და იმუნოთერაპიის დაგეგმვა.
ინტერპრეტაცია
თავის ტვინის სიმსივნეების სრული დიაგნოსტიკა აერთიანებს ჰისტოპათოლოგიურ, იმუნოჰისტოქიმიურ და მოლეკულურ კვლევას: MGMT მეთილირება (ტემოზოლომიდის ეფექტურობა), SNP array (გენომური არანორმალობების გამოვლენა), ასევე 23 გენის NGS-ით მუტაციური ანალიზი. მიკროსატელიტური არასტაბილურობა (MSI) და სიმსივნის მუტაციური ტვირთი (TMB) გამოიყენება იმუნოთერაპიის ეფექტურობის პროგნოზირებისთვის. კვლევა უზრუნველყოფს მაქსიმალურად დეტალურ პროფილირებას პროგნოზისა და სამიზნე თერაპიის დასადგენად.
გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგი უნდა შეფასდეს მკურნალი ექიმის მიერ.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
საჭიროების მიხედვით შეიძლება დაემატოს იმუნოჰისტოქიმიური ან FISH კვლევები კონკრეტული მუტაციების დასადგენად.
საჭიროების შემთხვევაში დამატებითი მოლეკულური ანალიზი ახალი სამიზნე თერაპიის განსაზღვრისათვის.
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
სპეციფიკური მომზადება არ არის საჭირო.
ტესტის მეთოდოლოგია
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
• თეა ნათელაური - ონკოლოგი, ონკო-გენეტიკოსი;
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.