ინსულინი (Insulin), სისხლში

ინსულინი (Insulin), სისხლში

ფასი: 35 ₾

კვლევის შესახებ

ინსულინი (Insulin) არის 51 ამინომჟავისგან შემდგარი პოლიპეპტიდური ჰორმონი, რომელიც გამომუშავდება პანკრეასის ლანგერჰანსის კუნძულების β-უჯრედებში. თავდაპირველად წარმოიქმნება პროინსულინი, რომელიც შემდეგ იშლება ინსულინად და C-პეპტიდად. ინსულინი ანაბოლური ჰორმონია, რომელიც ხელს უწყობს გლუკოზის შეწოვას, გლიკოგენეზს, ლიპოგენეზს და ცილის სინთეზს ჩონჩხის კუნთებსა და ცხიმოვან ქსოვილში. ინსულინის ძირითადი დანიშნულებაა ორგანიზმის ენერგომომარაგება, რასაც სისხლში გლუკოზის დონის რეგულირებით ახორციელებს. სტანდარტულად ინსულინისა და სისხლში გლუკოზის დონე ერთდროულად იმატებს და ეცემა. საკვების მიღების შემდეგ პლაზმაში (სისხლში) გლუკოზის (შაქრის) დონე იზრდება, რაც, თავის მხრივ, ასტიმულირებს ლანგერჰანსის კუნძულების β-უჯრედებიდან ინსულინის გამოყოფას. ინსულინი ცირკულირებს სისხლში და გლუკოზა სისხლიდან ორგანიზმის უჯრედებში გადააქვს, რაც სისხლში გლუკოზის დონეს ამცირებს. როდესაც სისხლში გლუკოზის დონე ნორმალურ დიაპაზონს უბრუნდება, ინსულინის დონეც მცირდება.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

ინსულინის ნორმალური დონე მნიშვნელოვნად განსხვავდება და დამოკიდებულია ასაკზე, სქესსა და ეთნიკურობაზე. კვლევის ჩატარება რეკომენდებულია.


ჰიპოგლიკემიის (სისხლში გლუკოზის დაბალი დონე) სიმპტომების არსებობის შემთხვევაში:


  • ოფლიანობა;
  • კანკალი, გაღიზიანება, დაბნეულობა;
  • არითმია (გულისცემის სიხშირის ან რიტმის პრობლემა);
  • თავბრუსხვევა, ცნობიერების დაბინდვა;
  • შიმშილის გრძნობა;
  • თავის ტკივილი.


ჰიპერგლიკემიის (სისხლში გლუკოზის მაღალი დონე) სიმპტომების არსებობის შემთხვევაში:


  • ძლიერი წყურვილი, პირის სიმშრალე;
  • ხშირი შარდვა;
  • სისუსტე;
  • მხედველობისა და გონების დაბინდვა;
  • გულისრევა;
  • ქოშინი.


ასევე სხვა შემთხვევებში გამოვლენილი სიმპტომები;


  • სისხლში გლუკოზის დონის ცვლილება;
  • ყველა სახის დიაბეტის არსებობა;
  • ინსულინორეზისტენტობა;
  • ჭარბი წონა ან წონის სწრაფი კლება;
  • ორსულობისას, გესტაციური დიაბეტის გამორიცხვის დროს;
  • პანკრეასის სიმსივნეები - ინსულინომა;
  • პროფილაქტიკური კვლევისას;
  • ბარიატრიის წინა და შემდგომი პერიოდის დროს.

ინტერპრეტაცია

ინსულინის კონცენტრაცია სისხლში იზრდება, როდესაც გვაქვს:


  • შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 (ადრეული სტადია);
  • ინსულინომა;
  • აკრომეგალია;
  • კუშინგის სინდრომი;
  • ინსულინის რეცეპტორის მუტაცია;
  • სიმსუქნე;
  • მეტაბოლური სინდრომი;
  • არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლის დაავადება;
  • სტრესი;
  • ვირუსული ინფექცია;
  • ბარიატრიის შემდგომი პერიოდი.


ინსულინის კონცენტრაცია სისხლში იკლებს, როდესაც გვაქვს:


  • აუტოიმუნური დესტრუქციული და შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1;
  • ქრონიკული პანკრეატიტი;
  • სიმსუქნესთან დაკავშირებული β-უჯრედების დესტრუქცია.

გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგი უნდა შეფასდეს მკურნალი ექიმის მიერ.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

სასურველია, კვლევა ჩატარდეს უზმოდ, მედიკამენტის მიღების გარეშე არ მოიხმაროთ საღეჭი რეზინი, თამბაქო და თავი შეიკავეთ ფიზიკური დატვირთვისგან.

ტესტის მეთოდოლოგია

"Alinity i (Abbott, USA)- chemiluminescent microparticle immunoassay (CMIA) - ავტომატური იმუნოლოგიური ანალიზატორი ADVIA Centaur® XPT (Siemens Healthiness, Germany) - direct chemiluminescence methodology - ავტომატური იმუნოლოგიური ანალიზატორი"

მასალის ტიპი

სისხლი (შრატი)

კვლევის შესრულების დრო

4 საათი

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

კვლევის კატეგორია

იმუნოლოგია
Phone