კარბოჰიდრატული ანტიგენის განსაზღვრა სისხლში CA 125

კარბოჰიდრატული ანტიგენის განსაზღვრა სისხლში CA 125

ფასი: 45 ₾

კვლევის შესახებ

CA 125 (Carbohydrate Antigen 125) არის მაღალმოლეკულური გლიკოპროტეინი (MUC16), რომელიც სინთეზირდება ცელომური ეპითელიუმის წარმოშობის ქსოვილებში - საკვერცხის, ფალოპის მილების, ენდომეტრიუმის, პერიტონეუმის, პლევრისა და პერიკარდიუმის ეპითელიუმში.


CA 125 არის ყველაზე ფართოდ გამოყენებადი სიმსივნური მარკერი საკვერცხის კიბოს დიაგნოსტიკის, მკურნალობის ეფექტიანობის შეფასებისა და რეციდივის მონიტორინგისთვის. ის განსაკუთრებით მგრძნობიარეა ეპითელური წარმოშობის საკვერცხის კიბოს მიმართ.


მიუხედავად მისი ფართო გამოყენებისა, CA 125 არ არის რეკომენდებული როგორც სკრინინგული ტესტი უსიმპტომო ქალებში, რადგან მისი დონე შესაძლოა მოიმატოს რიგი კეთილთვისებიანი გინეკოლოგიური და არაგინეკოლოგიური პათოლოგიების დროსაც. ეს ამცირებს სპეციფიკურობას, განსაკუთრებით პრემენოპაუზურ პერიოდში.


პოსტმენოპაუზურ ქალებში, მცირე მენჯის ღრუში გამოვლენილი მასის არსებობის ფონზე, CA 125-ის დონე, HE4-ის მაჩვენებელთან ერთად (ROMA ინდექსი), მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური ინსტრუმენტია ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი წარმოშობის სიმსივნეების დიფერენცირებისთვის.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:


• საკვერცხის კიბოს ეჭვი (მენჯის ან მუცლის ტკივილი, მუცლის შებერილობა, ასციტი, შარდვის დარღვევა, წონის დაკარგვა);

• საკვერცხის კიბოს მქონე პაციენტების მონიტორინგი;

• მკურნალობის ეფექტიანობის შეფასება (ქირურგიული, ქიმიოთერაპიული);

• რეციდივის ადრეული გამოვლენა;

• მცირე მენჯის მასის დიფერენციალური დიაგნოსტიკა (HE4-თან და ROMA ინდექსთან ერთად);

• ოჯახური ანამნეზი საკვერცხის ან ძუძუს კიბოს (BRCA1/BRCA2 მუტაციების მატარებელ ქალებში);

• ენდომეტრიოზის დინამიური მონიტორინგი;

• პერიტონეული სიმსივნური პროცესების დიაგნოსტიკა.

ინტერპრეტაცია

CA 125-ის მაღალი მაჩვენებელი შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი ონკოლოგიური დაავადებების დროს:


• საკვერცხის ეპითელური კიბო;

• ფალოპის მილების კიბო;

• ენდომეტრიუმის კიბო;

• საშვილოსნოს ყელის კიბო;

• პერიტონეული კარცინომა;

• ძუძუს კიბო;

• პანკრეასის კიბო;

• ფილტვის კიბო;

• კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმსივნეები;

• ღვიძლის ადენოკარცინომა.


CA 125-ის მომატება შესაძლოა გამოვლინდეს აგრეთვე არაონკოლოგიური პათოლოგიების დროს:

• ენდომეტრიოზი, ადენომიოზი;

• საშვილოსნოს მიომა;

• საკვერცხის კეთილთვისებიანი კისტები;

• მენჯის ანთებითი დაავადება (PID);

• მენსტრუაცია, ორსულობა (განსაკუთრებით პირველი ტრიმესტრი);

• ღვიძლის დაავადებები (ციროზი, ჰეპატიტი);

• პერიტონიტი, პლევრიტი, პერიკარდიტი, ასციტი;

• პანკრეატიტი;

• ქრონიკული თირკმლის უკმარისობა;

• ავტოიმუნური დაავადებები (სისტემური წითელი მგლურა).


CA 125-ის ნორმული მაჩვენებელი არ გამორიცხავს საკვერცხის კიბოს, განსაკუთრებით ადრეულ სტადიაზე (I სტადიის კიბოს მხოლოდ 50%-ში მომატდება).


ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან, რადიოლოგიურ და სხვა გამოკვლევებთან ერთად.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

• კვლევისთვის სპეციალური მომზადება არ არის საჭირო;


• კვლევა არ ტარდება მენსტრუალური ციკლის დროს (რეკომენდებულია მენსტრუაციის დამთავრებიდან მე-5 დღის შემდეგ), რადგან მენსტრუაციის დროს CA 125-ის ცრუ მომატება შესაძლებელია;


• აცნობეთ ექიმს მიმდინარე მედიკამენტოზური თერაპიის შესახებ;


• სასურველია, კვლევა ტარდებოდეს ერთსა და იმავე ლაბორატორიაში მონიტორინგის დინამიკის კორექტული შეფასებისთვის.

ტესტის მეთოდოლოგია

ADVIA Centaur® XPT (Siemens Healthiness, Germany) - direct chemiluminescence methodology - ავტომატური იმუნოლოგიური ანალიზატორი

მასალის ტიპი

შრატი

კვლევის შესრულების დრო

4 საათი

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

გამოყენებული წყაროები:


medlineplus.gov - CA-125 Blood Test (Ovarian Cancer)

mayoclinic.org - CA 125 test

cancer.gov - Tumor Markers Fact Sheet


ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;

ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;

ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.

კვლევის კატეგორია

იმუნოლოგია
Phone