ნაღვლის წვენის ბაქტერიოლოგია (სრული სერვისი)

ნაღვლის წვენის ბაქტერიოლოგია (სრული სერვისი)

ფასი: 90 ₾

კვლევის შესახებ

ნაღვლის წვენის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა გამოიყენება ნაღვლის სადინარებისა და ბუშტის ბაქტერიული ინფექციების (ქოლანგიტი, მწვავე ქოლეცისტიტი) გამომწვევი მიკროორგანიზმების იდენტიფიცირებისა და ანტიბიოტიკოგრამის ჩატარებისთვის.

ნაღვლის წვენი ნორმალურ პირობებში სტერილურია, თუმცა ნაღვლის სადინარების ობსტრუქციის (ქვები, სიმსივნე, სტრიქტურა) ფონზე ვითარდება ბაქტერიების აღმავალი კოლონიზაცია. ინფექციის გამომწვევ ყველაზე გავრცელებულ მიკროორგანიზმებია:

• გრამუარყოფითი ბაქტერიები: Escherichia coli, Klebsiella pneumoniae, Pseudomonas aeruginosa;

• გრამდადებითი ბაქტერიები: Enterococcus spp.;

• ანაერობული ბაქტერიები: Bacteroides spp., Clostridium spp.

ნაღვლის კულტივირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სეფსისის მაღალი რისკის მქონე პაციენტებში ან ანტიბიოტიკებზე მდგრადი (MDR) შტამების ეჭვის შემთხვევაში, ვინაიდან სისხლის კულტურა ნახევარზე მეტ შემთხვევაში უარყოფითია.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევა ინიშნება შემდეგ შემთხვევებში:

• მწვავე ქოლანგიტი (Charcot-ის ტრიადა: ცხელება, სიყვითლე, მუცლის ტკივილი);

• მწვავე ქოლეცისტიტი ინფექციური გართულებებით;

• ნაღვლის სადინარების ობსტრუქცია ინფექციის ნიშნებთან ერთად;

• ქოლანგიტი ERCP-ს ან ნაღვლის სადინარებში ჩარევის შემდეგ;

• ნაღვლის ბუშტის ინფექციების ეჭვის ფონზე განვითარებული სეფსისი.

ინტერპრეტაცია

უარყოფითი შედეგი - ნიმუშში ბაქტერიული ზრდა არ გამოვლინდა.

დადებითი შედეგი - ნიმუშში გამოვლინდა ბაქტერია. ბაქტერიის გამოვლენა ყოველთვის არ ნიშნავს აქტიურ ინფექციას, ამიტომ შედეგი ინტერპრეტირდება კლინიკური სიმპტომების გათვალისწინებით. ანტიბიოტიკოგრამა ექიმს საშუალებას აძლევს შეარჩიოს მიზანმიმართული თერაპია.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

ნაღვლის ნიმუში აღება ხდება სამედიცინო პერსონალის მიერ, სპეციალური პროტოკოლის შესაბამისად.

მასალის ტიპი

ნაღვლის სითხე

კვლევის შესრულების დრო

3 დღის

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

ნინო მაჭარაშვილი - MS, PhD - მიკრობიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი

ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი

ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი

კვლევის კატეგორია

ბაქტერიოლოგია
Phone