კვლევის შესახებ
პერიკარდიუმის ღრუს სითხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა გამოიყენება ბაქტერიული ან ჩირქოვანი პერიკარდიტის გამომწვევი მიკროორგანიზმების იდენტიფიცირებისა და ანტიბიოტიკოგრამის ჩატარებისთვის. პერიკარდიუმი წარმოადგენს გულის გარშემო არსებულ ორფენოვან გარსს, ხოლო მის ღრუში ბაქტერიული ინფექცია - ჩირქოვანი პერიკარდიტი სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობას წარმოადგენს.
ბაქტერიული პერიკარდიტის გამომწვევ ყველაზე გავრცელებულ მიკროორგანიზმებს შეადგენენ:
• Staphylococcus aureus (ყველაზე ხშირი);
• Streptococcus pneumoniae;
• გრამუარყოფითი ბაქტერიები: Escherichia coli, Klebsiella pneumoniae;
• Mycobacterium tuberculosis (განვითარებადი ქვეყნებში ყველაზე ხშირი მიზეზი);
• ანაერობული ბაქტერიები.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევა ინიშნება შემდეგ შემთხვევებში:
• ცხელება, გულმკერდის ტკივილი, ქოშინი პერიკარდიული გამონაჟონის ფონზე;
• კარდიული ტამპონადა ინფექციური ეტიოლოგიის ეჭვით;
• ჩირქოვანი პერიკარდიტის ეჭვი;
• გულ-სისხლძარღვთა ოპერაციის შემდეგ განვითარებული პერიკარდიალური გამონაჟონი;
• პერიკარდიალური სითხის გამოვლენა უცნობი ეტიოლოგიის ცხელების ფონზე.
ინტერპრეტაცია
უარყოფითი შედეგი - პერიკარდიუმის ღრუს სითხის ნიმუშში ბაქტერიული ზრდა არ გამოვლინდა.
დადებითი შედეგი - ნიმუშში გამოვლინდა ბაქტერია. ეს შედეგი მიუთითებს ბაქტერიულ ან ჩირქოვან პერიკარდიტზე, რომელიც საჭიროებს გადაუდებელ ანტიბიოტიკოთერაპიასა და ხშირად ქირურგიულ ჩარევასაც. ანტიბიოტიკოგრამა ექიმს საშუალებას აძლევს შეარჩიოს ეფექტური ანტიბიოტიკოთერაპია.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
პერიკარდიუმის ღრუს სითხე (პერიკარდიალური სითხე) აღება ხდება მხოლოდ სამედიცინო პერსონალის მიერ, სპეციალური პროტოკოლის შესაბამისად.
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
• ნინო მაჭარაშვილი - MS, PhD - მიკრობიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი