კვლევის შესახებ
სოკო მიკროორგანიზმია, რომელიც ყველგან ბინადრობს. ის გხვდება ჰაერში, წყალში და ადამიანის სხეულზეც კი. სოკოების დაახლოებით ნახევარი მავნებელია. მავნე სოკოს კანზე ან ფრჩხილზე მოხვედრამ შესაძლოა სოკოვანი ინფექცია გამოიწვიოს.
მიკოზი - ინფექციური დაავადებაა, რომელსაც იწვევს პარაზიტული სოკო. კანის სოკოვან ინფექციას აქვს დამახასიათებელი გამონაყარი, რომელიც შეიძლება სხეულის დიდ ფართობზე გავრცელდეს. მას ხშირად ახასიათებს ქავილი. მიკოზის განვითარების რისკ-ფაქტორებია: იმუნიტეტის დაქვეითება, ხანგრძლივი ანტიბიოტიკოთერაპია, ჭარბი წონა, დიაბეტი, ოფლიანობა და სხვა.
ონიქომიკოზი - ზოგადი ტერმინია, რომელიც აღნიშნავს ფრჩხილის რამდენიმე სოკოვან ინფექციას. ფრჩხილის სოკო გავრცელებული ინფექციაა, რომელიც იწყება თეთრი ან ყვითელ-ყავისფერი ლაქის გაჩენით ხელის ან ფეხის ფრჩხილის წვერის ქვეშ. სოკოვანი ინფექციის უფრო ღრმად შეღწევასთან ერთად, ფრჩხილმა შეიძლება ფერი დაკარგოს, გასქელდეს და კიდეებზე დაიშალოს. ფრჩხილის სოკომ შეიძლება ერთად რამდენიმე ფრჩხილიც დააზიანოს. ონიქომიკოზი ყველაზე ხშირად მამაკაცებში ფეხის ფრჩხილებზე , ხოლო ქალებში ხელის ფრჩხილებზე გვხვდება.
ონიქომიკოზის (ფრჩხილის სოკოს) რისკ-ფაქტორებია: ასაკის მატება, დიაბეტი, ფსორიაზი, ფრჩხილის ტრავმა, ვიწრო ფეხსაცმელი, აუზი, საუნა, ნესტი, იმუნიტეტის დაქვეითება, ჰიგიენის ნორმების დარღვევა, არასტერილური იარაღების გამოყენება.
სოკოს გამოვლენა ბიოლოგიურ მასალაში ტარდება კანის ან ფრჩხილის სოკოთი დაინფიცირების დროს.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
- ფრჩხილის ფერის ცვლილებისას;
- ფრჩხილზე თეთრი ან ყვითელ-ყავისფერი ლაქების გაჩენისას;
- ფრჩხილი გასქელებისა და კიდეებზე დაშლის დროს;
- ფრჩხილების გარშემო სისხლდენის, შეშუპების, სიარულის გაძნელებისა და ტკივილის დროს;
- კანზე დამახასიათებელი გამონაყარის დროს.
ინტერპრეტაცია
სოკოს მიკროსკოპული კვლევა აჩვენებს არის თუ არა კანის ან ფრჩხილის ნიმუშში სოკო. თუ ნიმუშში საკმარისი სოკოვანი უჯრედები არ არის და სახეზეა ჩივილები, სავარაუდოდ ნიმუშის აღებამდე გამოყენებული იყო სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტები ან ნიმუში არასწორად არის აღებული. კლინიკური სიმპტომების დროს რეკომენდებულია კულტურალური (დათესვა) მეთოდი.
გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგი უნდა შეფასდეს მკურნალი ექიმის მიერ.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
- კულტურალური გამოკვლევა სოკოზე.
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
მასალის აღებამდე არ არის სასურველი ჰიგიენური პროცედურების ჩატარება და კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება.
მასალი აღება - კანის / ფრჩხილის ანაფხეკს იღებენ დაზიანებული არიდან. პროცედურის სწორად ჩატარება უდიდეს გავლენას ახდეს კვლევის შედეგზე.
მასალის ტიპი
კანი, ფრჩხილი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
საქართველო