ყურის ნაცხის ბაქტერიოლოგია (სრული სერვისი)

ყურის ნაცხის ბაქტერიოლოგია (სრული სერვისი)

ფასი: 90 ₾

კვლევის შესახებ

ყურის ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა ტარდება ყურის ბაქტერიული ინფექციის გამოსავლენად. ყურიდან იღებენ ნაცხს , სითხეს, ჩირქს, გოგირდოვან გამონადენს ან სისხლს.

ნიმუში იგზავნება ლაბორატორიაში და ინფექციის გამომწვევის დადგენის შემდეგ ტარდება ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის ტესტი.


ყურის ნაცხის ბაქტერიოლოგიური კვლევა ტარდება ყურის ბაქტერიული ინფექციის გამომწვევი მიკროორგანიზმების იდენტიფიკაციისათვის. ნიმუში შეიძლება შეიცავდეს ნაცხს, სითხეს, ჩირქს, გოგირდოვან გამონადენს ან სისხლს. გამოყოფილ კულტურაზე საჭიროების შემთხვევაში ტარდება ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის ტესტი (ანტიბიოგრამა), რის საფუძველზეც მკურნალი ექიმი განსაზღვრავს მიზნობრივ მკურნალობას.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

ყურის ნაცხის ბაქტერიოლოგია რეკომენდებულია შემდეგი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში:


  • ყურის ინფექცია, რომელიც მკურნალობის შედეგად არ უმჯობესდება;
  • ყურის ტკივილი;
  • ყურიდან ჩირქი, სითხე და/ან სქელი თეთრი გამონადენი;
  • სიწითლე;
  • ქავილი;
  • შეშუპება;
  • სმენის დაქვეითება;
  • თავბრუსხვევა;
  • მაღალი სიცხე.

ინტერპრეტაცია

უარყოფითი შედეგი - დაავადების გამომწვევი ბაქტერიების ზრდა არ აღინიშნა.


დადებითი შედეგი - სინჯში გამოვლინდა ინფექციის გამომწვევი ბაქტერია. გამოყოფილ კულტურაზე ტარდება ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის ტესტი (ანტიბიოტიკოგრამა), რის საფუძველზეც ექიმი განსაზღვრავს მიზნობრივ მკურნალობას.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

ამ ტესტისთვის მომზადება საჭირო არ არის. გარეთა ყურიდან გამონადენის ნიმუშის აღება ბამბის ტამპონით.

მასალის ტიპი

ყურის ნაცხი

კვლევის შესრულების დრო

3 დღის

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

კვლევის კატეგორია

ბაქტერიოლოგია
Phone