კვლევის შესახებ
ჭრილობის ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა საჭიროა ჭრილობაში ინფექციის არსებობის დასადგენად.ასევე ანთებითი პროცესის გამომწვევი მიკრობის დასადგენად გამოკვლევა ტარდება ნებისმიერი სახის ჭრილობიდან. ჭრილობის ნაცხის გამოკვლევისას მნიშვნელობა ენიჭება პათოგენური მიკროორგანიზმის გამოვლენას, მის სახეობრივ იდენტიფიკაციას და ანტიმიკრობული მგრძნობელობის განსაზღვრას, რომლის გამოყენებით უნდა წარიმართოს ანტიბიოტიკოთერაპია. ჭრილობის ნაცხის ანთებითი პროცესების გამომწვევი მიზეზები შესაძლოა იყოს, როგორც აერობები, ისე ანაერობები და ასევე ჰოსპიტალური შტამები.სწორად შერჩეული ანტიბიოტიკი დროულად გამოჯანმრთელების წინაპირობაა. არასწორად მიღებული ანტიბიოტიკი იწვევს ანტიბიოტიკისადმი რეზისტენტობას, რაც დღესდღეობით თანამედროვე მედიცინის გამოწვევაა.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
ჭრილობის ნაცხის ბაქტერიოლოგიური კვლევა ტარდება, როდესაც ჩნდება ჭრილობის ინფიცირების ეჭვი და ვლიდნება შემდეგი სიმპტომები:
- ჭრილობის ნელი შეხორცება;
- ჭრილობის სიწითლე და ტკივილი;
- ჭრილობიდან სითხის ან ჩირქის გამოყოფა;
- ცხელება.
სხვა შემთხვევებში:
- ჭრილობის ინფექციის მკურნალობის შემდეგ ეფექტური მკურნალობის შეფასებისთვის.
ინტერპრეტაცია
უარყოფითი შედეგი - მიკროორგანიზმების ზრდა არ ფიქსირდება ან ფიქსირდება ნორმალური ფლორა;
დადებითი შედეგი - ჭრილობის სინჯში გამოვლინდა ბაქტერიული პათოგენის არსებობა, რის შემდეგაც ტარდება ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის დადგენა.
გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგი უნდა შეფასდეს მკურნალი ექიმის მიერ.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
ტესტისთვის სპეციფიკური მომზადება არ არის საჭირო. კვლევის ჩატარება რეკომენდებულია:
- ანტიბაქტერიული საშუალებებით მკურნალობის დაწყებამდე ან პრეპარატის ბოლო მიღებიდან არაუმცირეს 24 სთ გასვლის შემდეგ;
- ანტიბაქტერიული მედიკამენტებით მკურნალობის კურსის დასრულებიდან არაუადრეს 7-10 დღის შემდეგ;
- არ უნდა გქონდეთ ჩატარებული ჰიგიენური პროცედურები.
მასალის აღება - ხდება ასეპტიკური წესების სრული დაცვით. კანის (ჭრილობის ირგვლივ) მუშავდება 70%-იანი სპირტით. ჯერ სტერილური ტამპონით შორდება საცხები, ჩირქი, ნეკროზული ქსოვილი და შემდეგ წრიული მოძრაობით ცენტრიდან პერიფერიისკენ ფიზიოლოგიურ ხსნარში დასველებული სტერილური ხე-ბამბით იღებენ მასალას.
მასალის ტიპი
ჭრილობის ნაცხი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
საქართველო