ჰაერის ნიმუშის ბაქტერიოლოგია

ჰაერის ნიმუშის ბაქტერიოლოგია

ფასი: 85 ₾

კვლევის შესახებ

ჰაერის ნიმუშის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებების (საოპერაციო ოთახები, ინტენსიური მოვლის განყოფილება, სტერილური ბლოკები) ჰაერის მიკრობიოლოგიური ხარისხის კონტროლისთვის. ამ კვლევის მიზანია ჰოსპიტალური ინფექციების (ნოზოკომიური ინფექციების) პრევენცია.


ჰაერში ყველაზე ხშირად გვხვდება:

• Staphylococcus spp. - კანიდან გამომდინარე;

• Bacillus spp. - ნიადაგიდან და გარემოდან;

• Aspergillus spp. - სოკოვანი სპორები.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევა ინიშნება შემდეგ შემთხვევებში:


• სამედიცინო დაწესებულებებში რუტინული ხარისხის კონტროლი;

• ახლად გახსნილი ოპერაციული ან ინტენსიური მოვლის ბლოკის ვალიდაცია;

• ჰოსპიტალური ინფექციების (სოკოვანი, ბაქტერიული) კლასტერის გამოძიება;

• სამშენებლო სამუშაოების დროს სამედიცინო სივრცის კონტამინაციის შეფასება;

• ჰაერის გაწმენდის სისტემების ეფექტურობის შემოწმება.

ინტერპრეტაცია

ნორმა - ბაქტერიული კოლონიების რაოდენობა ნიმუშში შეესაბამება სამედიცინო დაწესებულების კლასის ISO/GMP სტანდარტებს.


სტანდარტის გადამეტება - ბაქტერიული კოლონიების რაოდენობა ნიმუშში გადამეტებულია. ეს ნიშნავს, რომ ჰაერის ხარისხი სამედიცინო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. საჭიროა ვენტილაციის სისტემის შემოწმება, გაფილტვრის (HEPA) ეფექტურობის შეფასება და კონტამინაციის წყაროს დადგენა.

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

ნიმუში (ჰაერი) აღება ხდება მიკრობიოლოგის ან ინფექციის კონტროლის სპეციალისტის მიერ, სტანდარტული პროტოკოლის მიხედვით.

მასალის ტიპი

ჰაერი

კვლევის შესრულების დრო

7 დღის

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

ნინო მაჭარაშვილი - MS, PhD - მიკრობიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი

ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი

ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი

კვლევის კატეგორია

ბაქტერიოლოგია
Phone