ნაკრებში შემავალი კვლევები

  1. 1.C-პეპტიდის განსაზღვრა სისხლში (C-peptide)
  2. 2.D ვიტამინის განსაზღვრა სისხლში (25(OH)D)
  3. 3.ალანინამინოტრანსფერაზის განსაზღვრა სისხლში (ALT/GPT)
  4. 4.ალბუმინის განსაზღვრა სისხლის შრატში (ALB)
  5. 5.ასპარტატამინოტრანსფერაზის განსაზღვრა სისხლში (AST/GOT)
  6. 6.გამაგლუტამილტრანსფერაზის განსაზღვრა სისხლში (gGT)
  7. 7.გლიკირებული ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში (HbA1c)
  8. 8.გლუკოზის განსაზღვრა სისხლში (Glucose)
  9. 9.დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინის განსაზღვრა სისხლში (LDL-CHOL)
  10. 10.ელექტროლიტების კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში (Electrolyte Panel)
  11. 11.თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრა სისხლში (TSH)
  12. 12.თიროქსინის თავისუფალი ფრაქციის განსაზღვრა სისხლში (FT4)
  13. 13.ინსულინის განსაზღვრა სისხლში (Insulin)
  14. 14.კრეატინინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Creatinine)
  15. 15.მაღალი სიმკვრივის ქოლესტერინის განსაზღვრა სისხლში (HDL-CHOL)
  16. 16.საერთო ტრიგლიცერიდების განსაზღვრა სისხლში (Trig)
  17. 17.საერთო ქოლესტერინის განსაზღვრა სისხლის შრატში (T-CHOL)
  18. 18.საერთო ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში (TP)
  19. 19.სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR)
  20. 20.შარდმჟავას განსაზღვრა სისხლის შრატში (Uric Acid)

ნივთიერებათა ცვლის კონტროლი

საერთო ტრიგლიცერიდების განსაზღვრა სისხლში (Trig); თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრა სისხლში (TSH); შარდმჟავას განსაზღვრა სისხლის შრატში (Uric Acid); C-პეპტიდის განსაზღვრა სისხლში (C-peptide); თიროქსინის თავისუფალი ფრაქციის განსაზღვრა სისხლში (FT4); ალბუმინის განსაზღვრა სისხლის შრატში (ALB); საერთო ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში (TP); D ვიტამინის განსაზღვრა სისხლში (25(OH)D); ალანინამინოტრანსფერაზის განსაზღვრა სისხლში (ALT/GPT); ასპარტატამინოტრანსფერაზის განსაზღვრა სისხლში (AST/GOT); სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR); კრეატინინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Creatinine); გამაგლუტამილტრანსფერაზის განსაზღვრა სისხლში (gGT); გლუკოზის განსაზღვრა სისხლში (Glucose); გლიკირებული ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში (HbA1c); მაღალი სიმკვრივის ქოლესტერინის განსაზღვრა სისხლში (HDL-CHOL); ინსულინის განსაზღვრა სისხლში (Insulin); დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინის განსაზღვრა სისხლში (LDL-CHOL); ელექტროლიტების კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში (Electrolyte Panel); საერთო ქოლესტერინის განსაზღვრა სისხლის შრატში (T-CHOL)


კვლევის შესახებ

ნივთიერებათა ცვლის კონტროლი (Metabolic Health Panel) არის ლაბორატორიული კვლევების გაფართოებული ნაკრები, რომელიც აფასებს ორგანიზმის მეტაბოლიზმს (ნივთიერებათა ცვლას): ნახშირწყლოვან და ცხიმოვან ცვლას, ინსულინის მიმართ მგრძნობელობას, ფარისებრი ჯირკვლის, ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციას, ელექტროლიტურ ბალანსსა და D ვიტამინის დონეს.


ნივთიერებათა ცვლის დარღვევები - ინსულინრეზისტენტობა (უჯრედების დაქვეითებული მგრძნობელობა ინსულინის მიმართ), პრედიაბეტი, ლიპიდური ცვლის დარღვევა, ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია - ხშირად ერთმანეთს უკავშირდება და დიდხანს შეუმჩნევლად მიმდინარეობს. მათი ადრეული გამოვლენა საშუალებას იძლევა, ცხოვრების წესის ცვლილებითა და დროული მკურნალობით თავიდან იქნეს აცილებული შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება.


ნაკრებში შემავალი კვლევები:


• სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR);

• ელექტროლიტების კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში (Na⁺, K⁺, Ca²⁺, Cl⁻);

• საერთო ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში (TP);

• თიროქსინის თავისუფალი ფრაქციის განსაზღვრა სისხლში (FT4);

• თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრა სისხლში (TSH);

• გლუკოზის განსაზღვრა სისხლში (Glucose);

• ლიპიდების განსაზღვრა სისხლის შრატში (TCHOL, TG ,LDL-CHOL, HDL-CHOL, VLDL-CHOL, AI);

• D ვიტამინის განსაზღვრა სისხლში (25(OH)D);

• ჰომა ინდექსი (HOMA Index);

• ინსულინის განსაზღვრა სისხლში (Insulin);

• გლიკირებული ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში (HbA1c);

• შარდმჟავას განსაზღვრა სისხლის შრატში (Uric Acid);

• ალანინამინოტრანსფერაზის განსაზღვრა სისხლში (ALT/GPT);

• ასპარტატამინოტრანსფერაზის განსაზღვრა სისხლში (AST/GOT);

• გამაგლუტამილტრანსფერაზის განსაზღვრა სისხლში (gGT);

• კრეატინინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Creatinine);

• ალბუმინის განსაზღვრა სისხლის შრატში (ALB).


ნაკრები განსაკუთრებით სასარგებლოა ჭარბი წონის, უმოძრაო ცხოვრების წესისა და შაქრიანი დიაბეტის ოჯახური ანამნეზის მქონე პირებისთვის.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:


• ჭარბი წონა ან სიმსუქნე, განსაკუთრებით ცხიმის დაგროვება მუცლის მიდამოში;

• წონის აუხსნელი მატება ან კლება, წონის დაკლების სირთულე;

• ქრონიკული დაღლილობა, ძილიანობა, კონცენტრაციის დაქვეითება;

• გაძლიერებული წყურვილი, ხშირი შარდვა, მუდმივი შიმშილის შეგრძნება;

• შაქრიანი დიაბეტის, სიმსუქნის ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ოჯახური ანამნეზი;

• არტერიული ჰიპერტენზია;

• ადრე გამოვლენილი მაღალი გლუკოზა ან ქოლესტერინი;

• პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი, გესტაციური დიაბეტი ანამნეზში;

• კანის მუქი, ხავერდოვანი უბნები კისერზე ან იღლიაში (ინსულინრეზისტენტობის ნიშანი);

• ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება, პოდაგრა;

• დიეტის, წონის კორექციის ან სპორტული პროგრამის დაწყების წინ და მისი ეფექტიანობის შეფასება;

• ყოველწლიური პროფილაქტიკური შემოწმება (Check-up).

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

• კვლევა ტარდება დილით, მკაცრად უზმოზე - ბოლო 10-12 საათის განმავლობაში არ მიიღოთ საკვები და სასმელი (გარდა სუფთა წყლისა);


• კვლევამდე 24 საათის განმავლობაში თავი შეიკავეთ ალკოჰოლის, ცხიმიანი საკვებისა და ინტენსიური ფიზიკური დატვირთვისგან;


• კვლევამდე არ მოწიოთ და არ მოიხმაროთ საღეჭი რეზინი;


• ბიოტინის (ვიტამინი B7) შემცველი დანამატები გავლენას ახდენს ჰორმონული კვლევების შედეგზე - სასურველია მათი შეწყვეტა კვლევამდე სულ მცირე 2-3 დღით ადრე;


• შაქრის დამწევი, ლიპიდების დამწევი და ფარისებრი ჯირკვლის პრეპარატების მიღების რეჟიმი კვლევის დღეს შეათანხმეთ ექიმთან;


• აცნობეთ ექიმს მიმდინარე მედიკამენტოზური თერაპიის შესახებ.

ინტერპრეტაცია

ნახშირწყლოვანი ცვლა (გლუკოზა, HbA1c, ინსულინი, HOMA ინდექსი):


• გლუკოზისა და HbA1c-ის მომატება მიუთითებს პრედიაბეტზე ან შაქრიან დიაბეტზე; HbA1c ასახავს გლუკოზის საშუალო დონეს ბოლო 2-3 თვის განმავლობაში;

• ინსულინისა და HOMA ინდექსის მომატება მიუთითებს ინსულინრეზისტენტობაზე, რომელიც ხშირად წინ უსწრებს შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარებას;

• გლუკოზის კლება შესაძლოა უკავშირდებოდეს ხანგრძლივ შიმშილს, ზოგიერთ მედიკამენტს ან ენდოკრინულ დარღვევებს.


ლიპიდური ცვლა:


• საერთო ქოლესტერინის, LDL ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების მომატება და HDL ქოლესტერინის კლება ზრდის ათეროსკლეროზისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს.


ფარისებრი ჯირკვალი (TSH, FT4):


• TSH-ის მომატება და FT4-ის კლება - ჰიპოთირეოზი (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება), რომელსაც ხშირად ახლავს წონის მატება და ქოლესტერინის ზრდა;

• TSH-ის კლება და FT4-ის მომატება - ჰიპერთირეოზი (ფუნქციის გაძლიერება).


ღვიძლი და თირკმელი (ALT, AST, gGT, ალბუმინი, საერთო ცილა, კრეატინინი):


• ღვიძლის ფერმენტების მომატება მეტაბოლური დარღვევების ფონზე ხშირად მიუთითებს ღვიძლის ცხიმოვან დაავადებაზე;

• კრეატინინის მომატება მიუთითებს თირკმლის ფუნქციის შესაძლო დაქვეითებაზე.


შარდმჟავა, D ვიტამინი, ელექტროლიტები, სისხლის საერთო ანალიზი:


• შარდმჟავას მომატება უკავშირდება პოდაგრას, მეტაბოლურ სინდრომსა და თირკმლის ფუნქციის დარღვევას;

• D ვიტამინის დეფიციტი ხშირია სიმსუქნისა და ინსულინრეზისტენტობის დროს;

• ელექტროლიტების ცვლილება ასახავს წყალ-მარილოვანი ბალანსის დარღვევას;

• სისხლის საერთო ანალიზი ავლენს ანემიას, ანთებით პროცესსა და სისხლის სხვა ცვლილებებს.


ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან (ანამნეზურ მონაცემებთან) და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

• C-რეაქტიული ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში, რაოდენობრივი (CRP);

• C-პეპტიდის განსაზღვრა სისხლში (C-peptide);

• გლუკოზის ტოლერანტობის ტესტი, 75 გ-იანი დატვირთვა (OGTT 75 g);

• შარდოვანას განსაზღვრა სისხლის შრატში (Urea);

• შარდის საერთო ანალიზი (Urinalysis);

• მიკროალბუმინის განსაზღვრა 24-საათიან შარდში (Microalbumin, 24h Urine);

• ფერიტინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Ferritin);

• ვიტამინ B12-ის განსაზღვრა სისხლში (Vitamin B12);

• ჰომოცისტეინის განსაზღვრა სისხლში (HCY);

• კორტიზოლის განსაზღვრა სისხლში (Cortisol);

• ტრიიოდთირონინის თავისუფალი ფრაქციის განსაზღვრა სისხლში (FT3);

• თირეოიდული პეროქსიდაზის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (anti-TPO).

კალათა (0)
Phone