კვლევის შესახებ
გამონაჟონი (ჭრილობის) სითხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა გამოიყენება ჭრილობების ინფექციების გამომწვევი ბაქტერიების იდენტიფიცირებისა და ანტიბიოტიკებზე მათი მგრძნობელობის განსაზღვრისთვის. ჭრილობის ინფექცია შეიძლება განვითარდეს ნებისმიერი სახის ჭრილობის (ოპერაციული, ტრავმული, დამწვრობა, ტროფიკული წყლული, ნაკბენი) ფონზე.
ჭრილობების ინფექციის გავრცელებული გამომწვევები:
• Staphylococcus aureus (მათ შორის MRSA - მეთიცილინ-რეზისტენტული შტამი) - ყველაზე ხშირი გამომწვევი;
• Pseudomonas aeruginosa - ხშირია ჰოსპიტალური ინფექციებში;
• Escherichia coli, Klebsiella pneumoniae;
• Streptococcus pyogenes;
• ანაერობული ბაქტერიები - ღრმა ჭრილობებში.
ბაქტერიოლოგიური კვლევა საშუალებას იძლევა განვასხვავოთ ჭრილობის კოლონიზაცია ინფექციისგან და დავნიშნოთ მიზანმიმართული ანტიბიოტიკოთერაპია.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევა ინიშნება შემდეგ შემთხვევებში:
• ჭრილობის შეწითლება, სიცხე, შეშუპება, ტკივილი;
• პათოლოგიური გამონადენი ჭრილობიდან (ჩირქი, ლორწო);
• ჭრილობის შეუხორცებლობა ან გაუარესება;
• ემპირიული ანტიბიოტიკოთერაპიაზე პასუხის არარსებობა;
• ოპერაციული ჭრილობის ინფექციის ნიშნები.
ინტერპრეტაცია
უარყოფითი შედეგი - დაავადების გამომწვევი ბაქტერიების ზრდა ნიმუშში არ გამოვლინდა.
დადებითი შედეგი - ჭრილობის ნიმუშში გამოვლინდა ინფექციის გამომწვევი ბაქტერია. გამოყოფილ კულტურაზე ტარდება ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის ტესტი (ანტიბიოტიკოგრამა), რაც ექიმს საშუალებას აძლევს შეარჩიოს ეფექტური ანტიბიოტიკოთერაპია.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
• ნიმუში აღება ხდება ჭრილობიდან სამედიცინო პერსონალის მიერ;
• ნიმუში საჭიროა აიღოთ ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყებამდე, ან ანტიბიოტიკოთერაპიის შეწყვეტიდან 48–72 საათის შემდეგ.
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
• ნინო მაჭარაშვილი - MS, PhD - მიკრობიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი