კვლევის შესახებ
დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინი (LDL-CHOL, Low-Density Lipoprotein Cholesterol) წარმოადგენს ქოლესტერინის ერთ-ერთ ძირითად ფრაქციას სისხლში და ცნობილია, როგორც "ცუდი" ქოლესტერინი. ქოლესტერინი ცხიმოვანი ნივთიერებაა, რომელიც აუცილებელია უჯრედული მემბრანების, ჰორმონების (განსაკუთრებით სასქესო ჰორმონების და კორტიკოსტეროიდების), D ვიტამინისა და ნაღვლის მჟავების სინთეზისთვის.
LDL ცილოვანი ნაწილაკია, რომელიც სისხლის ნაკადით ახორციელებს ქოლესტერინის ტრანსპორტირებას ღვიძლიდან პერიფერიული ქსოვილებისკენ. ჭარბი LDL-ქოლესტერინი ხანგრძლივი დროით სისხლში დაგროვების შემთხვევაში დეპონირდება არტერიების კედლებში, წარმოქმნის ათეროსკლეროზულ ფოლაქებს, რაც იწვევს არტერიების შევიწროებას (სტენოზი) და ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, გულის იშემიური დაავადების, მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის რისკს.
LDL-ქოლესტერინი არის გულ-სისხლძარღვთა რისკის შეფასების მთავარი მაჩვენებელი საერთაშორისო კარდიოლოგიური რეკომენდაციების მიხედვით. ლიპიდური პროფილის ფარგლებში ხორციელდება მისი განსაზღვრა საერთო ქოლესტერინთან, HDL-ქოლესტერინთან, VLDL-ქოლესტერინთან და ტრიგლიცერიდებთან ერთად.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია:
• კარდიოვასკულარული რისკის შეფასება და სკრინინგი (20 წლიდან რეკომენდებულია 4-6 წელიწადში ერთხელ, რისკის ჯგუფებში - უფრო ხშირად);
• გულის იშემიური დაავადება, სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი ანამნეზში;
• ინსულტი ან ცერებროვასკულარული პათოლოგია;
• პერიფერიული არტერიების დაავადება;
• ჰიპერტენზია;
• შაქრიანი დიაბეტი (1 და 2 ტიპი);
• ჭარბი წონა და სიმსუქნე;
• მეტაბოლური სინდრომი;
• თირკმლის ქრონიკული დაავადება;
• ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია - ჰიპოთირეოზი;
• ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის ან ადრეული გულის დაავადების დატვირთული გენეტიკა;
• ჰიპოლიპიდემიური თერაპიის (სტატინების) ეფექტურობის მონიტორინგი;
• თამბაქოს მოხმარება;
• ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება;
• ფიზიკური აქტივობის დეფიციტი;
• 40 წელზე უფროსი ასაკი (განსაკუთრებით კაცებში) ან მენოპაუზის შემდგომი პერიოდი ქალებში.
ინტერპრეტაცია
LDL-ქოლესტერინის რეფერენტული მნიშვნელობები:
• ათეროსკლეროზის განვითარების უმნიშვნელო რისკი;
• ოპტიმალური დონე;
• ათეროსკლეროზის განვითარების ზომიერი რისკი;
• ათეროსკლეროზის განვითარების მაღალი რისკი;
• ათეროსკლეროზის განვითარების ძალიან მაღალი რისკი.
სამიზნე LDL-ქოლესტერინის დონე ინდივიდუალურია და დამოკიდებულია კარდიოვასკულარულ რისკზე. მაღალი რისკის პაციენტებში (გულის იშემიური დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, ცერებროვასკულარული დაავადება) რეკომენდებულია LDL-ქოლესტერინის შენარჩუნება დაბალ დონეზე, ხოლო ძალიან მაღალი რისკის პაციენტებში - კიდევ უფრო დაბალ მნიშვნელობებზე.
LDL-ქოლესტერინის მომატება (ჰიპერქოლესტერინემია) შესაძლოა გამოვლინდეს:
• ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია (გენეტიკური მდგომარეობა);
• ცხიმებითა და გაჯერებული ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი კვება;
• სიმსუქნე და ჭარბი წონა;
• ფიზიკური აქტივობის დეფიციტი;
• ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია;
• თირკმლის ქრონიკული დაავადება, ნეფროზული სინდრომი;
• ღვიძლის დაავადებები (ქოლესტაზი);
• შაქრიანი დიაბეტი;
• ორსულობა;
• ზოგიერთი მედიკამენტი (კორტიკოსტეროიდები, ბეტა-ბლოკატორები, დიურეტიკები/შარდმდენები);
• ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება;
• თამბაქოს მოხმარება.
LDL-ქოლესტერინის დაბალი მაჩვენებელი შესაძლოა გამოვლინდეს:
• ჰიპერთირეოზი;
• მძიმე ღვიძლის დაავადება;
• მალაბსორბცია;
• არაადეკვატური კვება, ანორექსია;
• ანემიის ზოგიერთი ფორმა;
• ქრონიკული ანთებითი დაავადებები;
• გენეტიკური მდგომარეობები (აბეტალიპოპროტეინემია, ჰიპობეტალიპოპროტეინემია).
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან და სხვა გამოკვლევებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• ლიპიდური პროფილი (TCHOL, TG, LDL-CHOL, HDL-CHOL, VLDL-CHOL, AI), შრატში;
• საერთო ქოლესტერინის განსაზღვრა სისხლის შრატში (T-CHOL);
• მაღალი სიმკვრივის ქოლესტერინის განსაზღვრა სისხლში (HDL-CHOL);
• საერთო ტრიგლიცერიდების განსაზღვრა სისხლში (Trig);
• ლიპოპროტეინი (a) - Lp(a), სისხლში;
• გლუკოზის განსაზღვრა სისხლში (Glucose);
• გლიკირებული ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში (HbA1c);
• თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრა სისხლში (TSH);
• თიროქსინის თავისუფალი ფრაქციის განსაზღვრა სისხლში (FT4);
• ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST, GGT);
• კრეატინინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Creatinine);
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
• რეკომენდებულია უზმოდ ყოფნა. ბოლო 9-12 საათის განმავლობაში არ მიიღოთ საკვები და კალორიული სასმელი (წყლის მიღება დაშვებულია);
• კვლევის ჩატარებამდე 24 საათის განმავლობაში თავი შეიკავეთ ალკოჰოლის მიღებისგან;
• კვლევამდე 24 საათით ადრე თავი აარიდეთ ინტენსიურ ფიზიკურ დატვირთვას და ცხიმებით მდიდარ კვებას;
• ოპტიმალურია სისხლის აღება დილის საათებში;
• ექიმთან შეათანხმეთ მიმდინარე მედიკამენტოზური თერაპია, განსაკუთრებით ჰიპოლიპიდემიური პრეპარატები;
ტესტის მეთოდოლოგია
კვლევის შესრულების დრო
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• nhlbi.nih.gov - ATP III Guidelines At-A-Glance Quick Desk Reference
• nhlbi.nih.gov - ATP III Report on High Blood Cholesterol
• myadlm.org - Routine Lipid Testing (NCEP ATP III)
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.