კვლევის შესახებ
თირეოტროპული ჰორმონი (thyroid stimulating hormone), იგივე ფარისებრი ჯირკვლის მასტიმულირებელი ჰორმონი, სისხლის ანალიზია, რომელიც გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შესასწავლად. იგი წარმოიქმნება ჰიპოფიზის წინა წილში, რომელსაც თავის მხრივ ასტიმულირებს ჰიპოთალამუსის მიერ გამომუშავებული TSH - რილიზინგ ჰორმონი. TSH იწვევს ფარისებრი ჯირკვლის მიერ ორი ჰორმონის გამომუშავებას: ტრიიოდთირონინი (T3) და თიროქსინი (T4). T3 და T4 თავის მხრივ გავლენას ახდენს ორგანიზმში მეტაბოლოზმის პროცესზე.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
ვინაიდან თირეოტროპული ჰორმონი (TSH) ფარისებრი ჯირკვლის მარეგულირებელი ჰორმონია, TSH -ის ანალიზი პირველი რიგის ტესტია ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებისა და მის მერ გამოწვეული გართულებების სადიაგნოსტიკოდ. კვლევის ჩატარება რეკომენდებულია.
ჰიპოთირეოზს ახასიათებს შემდეგი ჩივილები:
• მუდმივი დაღლილობა, ლეთარგია, უენერგიობა;
• წონის მატება;
• უმადობა;
• სიცივის აუტანლობა;
• დეპრესია;
• მეხსიერების გაუარესება;
• რეფლექსების შენელება;
• მშრალი კანი და თმის ცვენა;
• წონის სწრაფი ცვლილება;
• ყაბზობა, შეკრულობა;
• ბრადიკარდია;
• მენორაგია;
•კუნთების კრამპი (კრუნჩხვები).
ჰიპერთირეოზს ახასიათებს შემდეგი ჩივილები:
• შფოთვა, გაღიზიანება;
• ოფლიანობა, სიცხის აუტანლობა;
• მადის მატება;
• წონაში კლება (ნორმალური ან გაძლიერებული მადის მიუხედავად);
• ძილის დარღვევა;
• ტრემორი (ხელის კანკალი);
• ტაქიკარდია;
• არითმია;
• დიარეა;
• თხელი, მსხვრევადი თმა და ფრჩხილი;
შემდეგი მდგომარეობების დროს:
• ორსულობის დაგეგმვისას;
• ორსულობის პირველ ტრიმესტრში;
• უშვილობის დროს;
• ახალშობილებსა და ბავშვებში - ყველა ახალშობილს უტარდება სკრინინგული გამოკვლევა თანდაყოლილი ჰიპოთირეოზის გამოსარიცხად;
• ოჯახური ან პირადი ანამნეზის დროს;
• თირეოტროპული მედიკამენტებით მკურნალობისას;
• პროფილაკტიკური კვლევისას.
ინტერპრეტაცია
თირეოტროპული ჰორმონი იმატებს მაშინ, როდესაც აღინიშნება:
• პირველადი ჰიპოთიეროზი;
• ჰაშიმოტოს თირეოიდიტი;
• TSH მაპროდუცირებელი ჰიპოფიზის სიმსივნე;
• ფარისებრ ჯირკვალზე ქირურგიული ჩარევა ან რადიოიოდით მკურნალობა;
• სუბკლინიკური ჰიპოთირეოზი;
• სხვადასხვა მედიკამენტის მოხმარება.
თირეოტროპული ჰორმონი იკლებს მაშინ, როდესაც აღინიშნება:
• ჰიპერთირეოზი;
• სუბკლინიკური ჰიპერთირეოზი;
• გრეივსის დაავადება;
• ტოქსიური კვანძოვანი ჩიყვი;
• მწვავე ან ქვემწვავე თირეოიდიტი;
• ფარისებრი ჰორმონების გადაჭარბებული რაოდენობით მიღება;
• ზოგჯერ ორსულობის პირველ ტრიმესტრში.
გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგი უნდა შეფასდეს მკურნალი ექიმის მიერ.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• თიროქსინის თავისუფალი ფრაქცია (FT4) სისხლში;
• ტრიიოდთირონინის თავისუფალი ფრაქცია (FT3) სისხლში;
• ტრიიოდთირონინი (T3) სისხლში;
• ანტისხეულები თირეოიდული პეროქსიდაზის მიმართ - (anti TPO);
• ანტისხეულები თირეოგლობულინის მიმართ სიხლში - (anti TG);
• ანტისხეულები თირეოტროპინის რეცეპტორის მიმართ - (anti TRAB/anti TSHR).
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
• სასურველია, კვლევა ჩატარდეს უზმოდ, მედიკამენტის მიღების გარეშე, რომელიც გავლენას ახდენს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე.
ტესტის მეთოდოლოგია
მასალის ტიპი
სისხლი (შრატი)
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
საქართველო