ესტრიოლის თავისუფალი ფრაქციის განსაზღვრა სისხლში (Free E3)

ესტრიოლის თავისუფალი ფრაქციის განსაზღვრა სისხლში (Free E3)

ფასი: 30 ₾

კვლევის შესახებ

ესტროგენი არის სასქესო ჰორმონი, რომელიც აუცილებელია ქალის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ესტროგენის დონე ბუნებრივად მერყეობს მენსტრუალური ციკლის დროს და მცირდება მენოპაუზის პერიოდში. ადამიანის ორგანიზმში ძირითადი გხვდება 3 ბიოლოგიურად აქტიური ესტროგენი - ესტრონი (E1), ესტრადიოლი (E2, 17-β ესტრადიოლი) და ესტრიოლი (E3).


ესტრიოლი (E3) ერთ-ერთი ესტროგენია, რომელის კონცენტრაციაც განსაკუთრებულად იზრდება ორსულობის დროს და ხდება დომინანტური ესტროგენი. ნაყოფის თირკმელზედა ჯირკვალი გამოყოფს დეჰიდროეპიანდროსტერონ-სულფატს (DHEAS), რომელიც პლაცენტაში გარდაიქმნება E3-ად და დიფუზირდება დედის სისხლის მიმოქცევაში. E3 დონე იზრდება მთელი ორსულობის განმავლობაში, პიკს აღწევს მშობიარობის ვადაზე. ესტრიოლის დონეს საზღვრავენ ნაყოფის ქრომოსომული პათოლოგიების გამოსარიცხად (სამმაგი ტესტი - AFP, BHCG-სთან ერთად).

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

  • ორსულობის დროს ფეტალური (პრენატალური) განვითარების შეფასებისთვის - სამმაგი ტესტი (სკრინინგული) - AFP, E3, β HCG
  • არაორსულ პაციენტებში კვლევა იშვიათად ინიშნება. ძირითადად ინიშნება ჰორმონალური დისბალანსის, რეპროდუქციული დისფუნქციის, მენოპაუზის და პრემენოპაუზის შეფასებისას
  • ჰორმონალური თერაპია

ინტერპრეტაცია

ესტრიოლის მაჩვენებელი იკლებს:


  • ნაყოფის ქრომოსომული პათოლოგია (დაუნის, ედვარდსის, პატაუს სინდრომი), განვითარების შეფერხება (ნაყოფის ანენცეფალია), თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგია ან ფეტოპლაცენტარული დარღვევები: ორსულობის შეწყვეტის ან ნაადრევი მშობიარეობის საფრთხე, დაგვიანებული მშობიარობა, ნაყოფის თირკმელზედა ჯირკვლის ჰიპოპლაზია, საშვილოსნოსშიდა ინფექციები, დედის მიერ გლუკოკორტიკო- და ანტიბიოტიკოთერაპია.


ესტრადილის მაჩვენებელი იმატებს:


  • მრავალნაყოფიანი ორსულობა
  • დიდი ნაყოფი
  • ფეტოპლაცენტარული უკმარისობის საწყისი ეტაპი
  • ღვიძლის დაავადებები ( E3-ის კონიუგაციის შემცირება).

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

  • არ გჭირდებათ სპეციფიკური მომზადება

ტესტის მეთოდოლოგია

Maglumi X3 (Snibe Co.,) - Chemiluminescence Immunoassay (CLIA) System - ავტომატური იმუნოლოგიური ანალიზატორი

მასალის ტიპი

სისხლი (შრატი)

კვლევის შესრულების დრო

4 დღის

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

კვლევის კატეგორია

იმუნოლოგია
Phone