ჰელიკობაქტერ პილორის საწინააღმდეგო IgA ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (Helicobacter pylori IgA)

ჰელიკობაქტერ პილორის საწინააღმდეგო IgA ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (Helicobacter pylori IgA)

ფასი: 30 ₾

კვლევის შესახებ

Helicobacter pylori IgA არის A კლასის იმუნოგლობულინი, რომელიც წარმოიქმნება ძირითადად ლორწოვანი გარსების ლოკალური იმუნიტეტის საპასუხოდ H. pylori-ის ინფიცირების დროს. ის განსაკუთრებულ როლს ასრულებს კუჭის ლორწოვანზე ლოკალური დაცვითი რეაქციის შეფასებაში.

H. pylori-ს IgA ანტისხეულები შესაძლოა გამოვლინდეს პაციენტების მნიშვნელოვან ნაწილში - განსაკუთრებით მათში, ვისაც გამოხატული აქვს კუჭის ლორწოვანის ქრონიკული ანთება. ზოგიერთ შემთხვევაში, IgA დადებითი შედეგი შესაძლოა იყოს ერთადერთი მარკერი აქტიური ინფექციის შესახებ, როდესაც IgG უარყოფითია. ამიტომ IgA-ს განსაზღვრა განსაკუთრებით სასარგებლოა IgG-ის დამატებითი ინფორმაციის წყაროდ.

IgA-ის დონე სისხლში იმატებს ინფიცირების რამდენიმე კვირის შემდეგ და მცირდება წარმატებული ერადიკაციული თერაპიის შემდეგ. ცალკე აღებული IgA ტესტი არ განიხილება როგორც დამოუკიდებელი დიაგნოსტიკური კრიტერიუმი - რეკომენდებულია კომბინირებული კვლევა IgG ანტისხეულებთან ან ანტიგენის განსაზღვრასთან ერთად.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:

• დისპეფსია, ეპიგასტრული ტკივილი;

• გულძმარვა, ბოყინი, გულისრევა, ღებინება;

• კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების ეჭვი;

• ქრონიკული გასტრიტის დიაგნოსტიკა;

• H. pylori IgG უარყოფითი შედეგის დროს - დადასტურებისთვის (სეროლოგიური პანელის ფარგლებში);

• H. pylori-სთან ასოცირებული პათოლოგიების ოჯახური ანამნეზი;

• ინფექციის დინამიური შეფასება იმ პაციენტებში, ვისაც აქვს პერსისტული სიმპტომები ერადიკაციული თერაპიის შემდეგ.

ინტერპრეტაცია

კვლევის შედეგი შეიძლება იყოს:

დადებითი (Positive) - მიუთითებს H. pylori-ით ინფიცირებაზე, განსაკუთრებით კუჭის ლორწოვანის ლოკალური იმუნური პასუხის ფონზე. დადებითი IgA ანტისხეულები ხშირად ახასიათებს აქტიურ, მიმდინარე ინფექციას;

უარყოფითი (Negative) - H. pylori-ის ინფექცია ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა გამორიცხვა მოითხოვს დამატებით კვლევას (განავლის ანტიგენი ან 13C-ურეაზური სასუნთქი ტესტი);

• საეჭვო (Borderline / Equivocal) - რეკომენდებულია კვლევის გამეორება 2-4 კვირის შემდეგ.

IgA-ს და IgG-ის ერთობლივი ინტერპრეტაცია უფრო ინფორმატიულია, ვიდრე თითოეული ცალ-ცალკე. ინფექციის გრძელვადიანი პერსისტენცია ხშირად ასოცირდება ორივე კლასის ანტისხეულების მაღალ დონესთან.

ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან, რადიოლოგიურ და სხვა გამოკვლევებთან ერთად.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

კვლევისთვის სპეციალური მომზადება არ არის საჭირო.

ტესტის მეთოდოლოგია

ETI-MAX (DIaSorin, Italy) - სრულად ავტომატური ELISA მეთოდი

კვლევის შესრულების დრო

4 დღის

ავტორი და წყარო

გამოყენებული წყაროები:

medlineplus.gov - Helicobacter Pylori (H. Pylori) Tests

medlineplus.gov - Tests for H pylori

mayoclinic.org - Helicobacter pylori (H. pylori) infection - Diagnosis & treatment

ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;

ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;

ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.

კვლევის კატეგორია

იმუნოლოგია
Phone