ACADM გენის სექვენირება Dx

ACADM გენის სექვენირება Dx

ფასი: 1820 ₾

კვლევის შესახებ

ACADM გენის სეკვენირება არის მოლეკულურ-გენეტიკური კვლევა, რომელიც გამოიყენება საშუალო ჯაჭვის აცილ-CoA დეჰიდროგენაზას დეფიციტის (MCADD - Medium-Chain Acyl-CoA Dehydrogenase Deficiency) დიაგნოსტიკისთვის.

MCADD არის აუტოსომურ-რეცესიული მემკვიდრეობითი ცხიმოვანი მჟავების ბეტა-ჟანგვის აშლილობა და ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიტოქონდრიული მეტაბოლიზმის დარღვევა. დაავადება გამოწვეულია ACADM გენის მუტაციებით, რომელიც კოდირებს ფერმენტ MCAD-ს - ეს ფერმენტი აუცილებელია საშუალო ჯაჭვის (C6-C12) ცხიმოვანი მჟავების მიტოქონდრიაში დაშლისთვის და მარხვის, სტრესის ან ინფექციის დროს ენერგიის მისაღებად.

ფერმენტის დეფიციტის შედეგად ორგანიზმი ვერ იყენებს ცხიმებს ენერგიის წყაროდ, რაც იწვევს ჰიპოგლიკემიას, ღვიძლის დისფუნქციას, ლეთარგიას, კრუნჩხვებს და მძიმე შემთხვევებში - კომას ან უეცარ სიკვდილს, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში.

კვლევა შესრულებულია ახალი თაობის სეკვენირების (NGS) მეთოდით და მოიცავს ACADM გენის ყველა კოდირებადი ეგზონისა და მიმდებარე ინტრონული უბნების ანალიზს, რაც უზრუნველყოფს პათოგენური ვარიანტების მაღალი მგრძნობელობით გამოვლენას.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:

• ახალშობილთა სკრინინგზე გამოვლენილი C8 (ოქტანოილკარნიტინის) და C8/C10 თანაფარდობის მომატება;

• ცხიმოვანი მჟავების β-ჟანგვის აშლილობის ეჭვი აცილკარნიტინების პროფილში ცვლილებების ფონზე;

• უცნობი ეტიოლოგიის ჰიპოკეტოზური ჰიპოგლიკემია (განსაკუთრებით ჩვილობის ან ადრეული ბავშვობის ასაკში);

• ინფექციური დაავადებების, ხანგრძლივი უზმობის ან ღებინების ფონზე გამოვლენილი ლეთარგია, კრუნჩხვები, კომა;

• ღვიძლის მწვავე დისფუნქცია (რეის სინდრომის მსგავსი ეპიზოდები);

• უცნობი ეტიოლოგიის უეცარი ჩვილთა სიკვდილის (SIDS) ოჯახური ანამნეზი;

• MCADD-ის დადგენილი ოჯახური ისტორია (მატარებლობის განსაზღვრა);

• წყვილის რეპროდუქციული დაგეგმვა და პრეიმპლანტაციური/პრენატალური დიაგნოსტიკა;

• დიაგნოზის მოლეკულური დადასტურება ბიოქიმიური კვლევებით MCADD-ის ეჭვის შემთხვევაში.

ინტერპრეტაცია

პათოგენური ვარიანტების გამოვლენა:

• ორი პათოგენური ვარიანტის გამოვლენა (ჰომოზიგოტური ან კომპაუნდ ჰეტეროზიგოტური მდგომარეობა) ACADM გენში ადასტურებს MCADD-ის დიაგნოზს;

• ერთი პათოგენური ვარიანტის გამოვლენა მიუთითებს მატარებლობაზე (ჰეტეროზიგოტული სტატუსი) - მატარებლები ჩვეულებრივ კლინიკურად ჯანმრთელნი არიან, თუმცა შესაძლოა შთამომავლობას გადასცენ დაავადება;

• გაურკვეველი მნიშვნელობის ვარიანტების (VUS) გამოვლენა საჭიროებს დამატებით შეფასებას - ბიოქიმიური კვლევებით (აცილკარნიტინების პროფილი, ფერმენტული აქტივობა) და კლინიკური კონტექსტის გათვალისწინებით;

• ვარიანტების ვერგამოვლენა არ გამორიცხავს დიაგნოზს - შესაძლოა არსებობდეს ღრმა ინტრონული ან რეგულატორული უბნების ვარიანტები, რომლებიც NGS მეთოდით არ ვლინდება.

მოლეკულურ-გენეტიკური კვლევის შედეგი უნდა შეფასდეს კომპლექსურად: ბიოქიმიური მარკერების (აცილკარნიტინების პროფილი, შარდის ორგანული მჟავები), კლინიკური სიმპტომების და ოჯახური ანამნეზის გათვალისწინებით. დადებითი შედეგი მოითხოვს გენეტიკოსის კონსულტაციას და დიეტოთერაპიის დაწყებას (გახანგრძლივებული უზმოობის თავიდან აცილება, კარნიტინის დანამატები საჭიროებისამებრ).

ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან (ანამნეზურ მონაცემებთან) და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

• აცილკარნიტინების პროფილი სისხლში, ტანდემური მას-სპექტრომეტრიით (MS/MS);

• ორგანული მჟავების განსაზღვრა შარდში (Organic Acids, Urine);

გლუკოზის განსაზღვრა სისხლში (Glucose);

• კეტონური სხეულების განსაზღვრა შარდში (Ketones, Urine);

ალანინამინოტრანსფერაზისა და ასპარტატამინოტრანსფერაზის განსაზღვრა სისხლში (ALT,AST);

საერთო ბილირუბინის განსაზღვრა სისხლის შრატში (TBIL);

ამონიაკის განსაზღვრა სისხლში (NH3);

კრეატინკინაზას განსაზღვრა სისხლში (CK);

ლაქტატდეჰიდროგენაზის განსაზღვრა სისხლში (LDH);

სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR);

• თავისუფალი კარნიტინის განსაზღვრა სისხლში (Free Carnitine).

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

• კვლევისთვის სპეციალური მომზადება არ არის საჭირო;

• სასურველია, სისხლის აღება მოხდეს დილით, უზმოდ.

მასალის ტიპი

სისხლი

კვლევის შესრულების დრო

30 დღის

ქვეყანა

ამერიკა

ავტორი და წყარო

კვლევის კატეგორია

ამერიკა
Phone