ALK-ს ტრანსლოკაციის განსაზღვრა ქსოვილში ფლუორესცენტული in situ ჰიბრიდიზაციის (FiSH) მეთოდით UMC Utrecht

ALK-ს ტრანსლოკაციის განსაზღვრა ქსოვილში ფლუორესცენტული in situ ჰიბრიდიზაციის (FiSH) მეთოდით UMC Utrecht

ფასი: 2800 ₾

კვლევის შესახებ

ALK-ის ტრანსლოკაციის განსაზღვრა ქსოვილში ფლუორესცენტული in situ ჰიბრიდიზაციის (FISH) მეთოდით არის ციტოგენეტიკური კვლევა, რომელიც გამოიყენება ANAPLASTIC LYMPHOMA KINASE (ALK) გენის (მდებარეობა 2p23) რეარანჟირების გამოსავლენად სიმსივნურ ქსოვილში.

ALK გენის ტრანსლოკაცია არის სამკურნალოდ მნიშვნელოვანი მოლეკულური ცვლილება რამდენიმე მალიგნიზაციაში: ფილტვის არაპატარაუჯრედოვან კიბოში (NSCLC, განსაკუთრებით ადენოკარცინომაში - ~3-7%-ში, ხშირად EML4 პარტნიორთან), ანაპლასტიკურ დიდუჯრედოვან ლიმფომაში (ALCL), ანთებით მიოფიბრობლასტურ სიმსივნეში (IMT) და სხვა.

ფილტვის კიბოში ALK-ის რეარანჟირება წარმოადგენს პროგნოზირებად ბიომარკერს ALK-ის ინჰიბიტორების (კრიზოტინიბი, ალექტინიბი, ბრიგატინიბი, ლორლატინიბი) მკურნალობის მიმართ. ALK-ის მუტაცია ხშირად გვხვდება ახალგაზრდა პაციენტებში, არამწეველ ან მცირე მწეველ პირებში, ადენოკარცინომის შემთხვევებში, სპეციფიკურად ბეჭდიან უჯრედოვან ან აცინოზურ ჰისტოლოგიურ ტიპებთან ერთად.

FISH მეთოდი, „break-apart“ ტიპის ზონდით, ავლენს ALK გენში ტრანსლოკაციას, მიუხედავად პარტნიორი გენისა - რაც არის მისი მთავარი უპირატესობა, რადგან პარტნიორები მრავალფეროვანია (EML4 არის ყველაზე ხშირი, თუმცა შესაძლოა იყოს KIF5B, TFG და სხვა).

FISH ითვლება ALK-ის რეარანჟირების გამოვლენის „ოქროს სტანდარტად“, განსაკუთრებით პათოჰისტოლოგიური და იმუნოჰისტოქიმიური კვლევის (IHC) გვერდით, დიაგნოზის დადასტურებისა და თერაპიის შერჩევის მიზნით.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:

• ფილტვის არაპატარაუჯრედოვანი კიბოს (NSCLC), განსაკუთრებით ადენოკარცინომის, ლოკალურად გავრცობილი ან მეტასტაზური სტადიის დიაგნოზი (III-IV სტადია);

• ALK IHC-ის დადებითი ან გაურკვეველი შედეგის დადასტურება;

• სამიზნე თერაპიაზე (ALK-ის ინჰიბიტორები) ინდიკაციის დადგენა და თერაპიის მოსალოდნელი ეფექტიანობის შეფასება;

• ანაპლასტიკური დიდუჯრედოვანი ლიმფომის (ALCL) დიაგნოზი და ქვეტიპის განსაზღვრა (ALK-დადებითი vs ALK-უარყოფითი);

• ანთებითი მიოფიბრობლასტური სიმსივნის (IMT) დიაგნოზი და მკურნალობის დაგეგმვა;

• სხვა იშვიათი ALK-რეარანჟირებული სიმსივნეების (მაგ., სპიცოიდური მელანომა, ზოგიერთი პედიატრიული სიმსივნე) დიაგნოზი;

• დაავადების პროგრესირების ან რეზისტენტობის შემთხვევაში ხელახალი ბიოფსია და მოლეკულური სტატუსის რეშეფასება;

• იშვიათი ჰისტოლოგიური ვარიანტების (ბეჭდისებრ უჯრედოვანი, აცინოზური) დიფერენციალური დიაგნოსტიკა.

ინტერპრეტაცია

FISH კვლევის შედეგები:

• ALK-რეარანჟირება დადებითი (ALK-positive) - სიმსივნის უჯრედების ≥15% შეიცავს გამოყოფილ (split) 3' და 5' სიგნალებს ან იზოლირებულ 3' სიგნალს, რაც ადასტურებს ALK გენის ტრანსლოკაციას. ეს არის კრიტიკული სამკურნალო ინდიკატორი ALK-ის ინჰიბიტორებით (კრიზოტინიბი, ალექტინიბი და სხვა მომდევნო თაობის ინჰიბიტორები);

• ALK-რეარანჟირება უარყოფითი (ALK-negative) - სიმსივნის უჯრედების <15% იჩენს გამოყოფილ სიგნალებს, ან ჩანს მხოლოდ ერთმანეთთან ახლოს მდებარე შეერთებული (ფუზირებული) სიგნალები. ALK-ის ინჰიბიტორები ეფექტიანი არ იქნება;

• საზღვრული ან გაურკვეველი შედეგი (borderline) - მოითხოვს ალტერნატიული მეთოდით (იმუნოჰისტოქიმია (IHC) ან NGS) დადასტურებას; ხშირად საჭიროებს ხელახალ FISH ანალიზს ან რიბონუკლეინის მჟავაზე (რნმ-ზე) დაფუძნებული ტესტების გამოყენებას;

• ტექნიკური ლიმიტაციები - ცუდი ხარისხის მასალა, ტოტალური ნეკროზი, სიმსივნური უჯრედების დაბალი პროპორცია (<20%) ან უჩვეულო რეარანჟირებები (მაგ., ატიპიური ან კრიპტიული) შესაძლოა გავლენას ახდენდნენ მგრძნობელობაზე - ასეთ შემთხვევებში რეკომენდებულია გენომის სეკვენირების (NGS) დამატება

შედეგი უნდა შეფასდეს კომპლექსურად: სიმსივნის მორფოლოგია და ჰისტოლოგიური ტიპი, იმუნოჰისტოქიმიური პროფილი (ALK-ის იმუნოჰისტოქიმია (ALK IHC), ფარისებრი ჯირკვლის ტრანსკრიფციული ფაქტორი-1 (TTF-1), სხვა), სხვა მოლეკულური მარკერები (EGFR, KRAS, ROS1, BRAF, PD-L1) და კლინიკური სტადია. ALK-დადებითი შედეგი აუცილებელი ინდიკატორია სამიზნე თერაპიის დანიშვნისთვის, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პაციენტთა უპროგრესო გადარჩენას (PFS) და საერთო გადარჩენას (OS).

ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან (ანამნეზურ მონაცემებთან) და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

• კვლევა ტარდება პარაფინის ბლოკზე ან ფორმალინში ფიქსირებული ქსოვილის ნიმუშზე, რომელიც ბიოფსიის ან ქირურგიული ინტერვენციის დროს იქნა აღებული.

ტესტის მეთოდოლოგია

ფლუორესცენტული in situ ჰიბრიდიზაციის (FiSH) მეთოდით

მასალის ტიპი

პარაფინის ბლოკი, ფორმალინში ფიქსირებული ქსოვილი ან ორგანო

კვლევის შესრულების დრო

28 დღე

ქვეყანა

ჰოლანდია

ავტორი და წყარო

გამოყენებული წყაროები:

ncbi.nlm.nih.gov - ALK-rearrangements and testing methods in non-small cell lung cancer

cap.org - CAP/IASLC/AMP Molecular Testing Guideline for Selection of Lung Cancer Patients for Targeted Therapy

ncbi.nlm.nih.gov - The Molecular Detection and Clinical Significance of ALK Rearrangement in NSCLC

ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;

ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;

ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.

კვლევის კატეგორია

ჰოლანდია
Phone