კვლევის შესახებ
B ჯგუფის სტრეპტოკოკი (GBS, Streptococcus agalactiae) წარმოადგენს გრამდადებით ბაქტერიას, რომელიც ჩვეულებრივ ბინადრობს ადამიანის კუჭ-ნაწლავის ტრაქტსა და სასქესო ორგანოებში. მიუხედავად იმისა, რომ ზრდასრულ ჯანმრთელ ადამიანებში GBS იშვიათად იწვევს სერიოზულ დაავადებებს, ახალშობილებისთვის ეს ბაქტერია განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს.
მშობიარობის დროს დედიდან ბავშვზე GBS-ის გადაცემა იწვევს ახალშობილებში ადრეულ ან გვიანდელ სეფსისს, მენინგიტს და პნევმონიას. ადრეული GBS-ინფექცია ვლინდება სიცოცხლის პირველ 7 დღეში, ხოლო გვიანდელი - 7 დღიდან 3 თვემდე.
B ჯგუფის სტრეპტოკოკის სკრინინგული კვლევა ტარდება ვაგინიდან აღებული ნაცხით. სკრინინგი რეკომენდებულია ორსულობის 35–37 კვირაზე. კოლონიზაციის გამოვლენა საშუალებას იძლევა ჩატარდეს ანტიბიოტიკური პროფილაქტიკა მშობიარობის პერიოდში, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ახალშობილთა GBS ინფექციის განვითარების რისკს.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევა რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• ყველა ორსულისთვის (35–37 კვირაზე), მიუხედავად სიმპტომების არსებობისა;
• ნაადრევი მშობიარობის ან ნაადრევი მემბრანების გახეთქვის დროს, სკრინინგის ჩატარების დასაჩქარებლად;
• თუ წინა ორსულობისას ახალშობილს ჰქონდა GBS-ინფექცია;
• თუ GBS გამოვლინდა შარდის კვლევისას, ორსულობის ნებისმიერ ეტაპზე.
ინტერპრეტაცია
უარყოფითი შედეგი - ნიმუშში B ჯგუფის სტრეპტოკოკის ბაქტერიული ზრდა არ გამოვლინდა, რაც მიუთითებს GBS კოლონიზაციის არარსებობაზე კვლევის ჩატარების მომენტში.
დადებითი შედეგი - ნიმუშში გამოვლინდა B ჯგუფის სტრეპტოკოკი. ეს ნიშნავს, რომ ორსულს აქვს GBS კოლონიზაცია და მშობიარობის დროს ინტრავენური ანტიბიოტიკური პრეპარატების (პენიცილინი ან ამპიცილინი) გამოყენება რეკომენდებულია ახალშობილში ინფექციის პრევენციის მიზნით.
გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგი უნდა შეფასდეს მკურნალი ექიმის მიერ.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
• ტესტამდე მინიმუმ 48 საათით ადრე მოერიდეთ ვაგინალური კრემების, ლუბრიკანტების და მედიკამენტების გამოყენებას;
• ტესტირებამდე 24–48 საათით ადრე თავი შეიკავეთ სქესობრივი კავშირისგან;
• აუცილებლად აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ ანტიბიოტიკებს ან სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებს, რადგან აღნიშნულმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს კვლევის შედეგებზე.
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
• ნინო მაჭარაშვილი - MS, PhD - მიკრობიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი