Crypto/Giardia/Entamoeba ანტიგენი, განავალში

Crypto/Giardia/Entamoeba ანტიგენი, განავალში

ფასი: 60 ₾

კვლევის შესახებ

კრიპტოსპორიდიუმის, გიარდიასა და ენტამება ჰისტოლიტიკას ანტიგენების კომბინირებული განსაზღვრა (Cryptosporidium spp., Giardia lamblia/duodenalis, Entamoeba histolytica) არის განავლის იმუნოლოგიური (ანტიგენური) გამოკვლევა, რომელიც ერთ ნიმუშში ერთდროულად ავლენს დიარეის სამი ყველაზე გავრცელებული პროტოზოული გამომწვევის სპეციფიკურ ანტიგენებს.

ეს სამი პარაზიტი - კრიპტოსპორიდიუმი, გიარდია და ენტამება ჰისტოლიტიკა - მსოფლიოში მწვავე და ქრონიკული პარაზიტული დიარეის უმთავრესი მიზეზებია. ისინი ვრცელდება ფეკალურ-ორალური გზით, ძირითადად - დაბინძურებული წყლისა და საკვების მეშვეობით.

ტესტი ტარდება იმუნოქრომატოგრაფიის ან ELISA-ს მეთოდით და განსაკუთრებით სასარგებლოა მაშინ, როცა საჭიროა ამ პარაზიტების სწრაფი და ერთდროული გამორიცხვა.

ანტიგენური პანელი უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე განავლის მიკროსკოპული კვლევა, განსაკუთრებით - ენტამება ჰისტოლიტიკისა და კრიპტოსპორიდიუმის გამოვლენისთვის.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:

• მწვავე ან ხანგრძლივი (7-14 დღეზე მეტი) დიარეა;

• წყლიანი დიარეა მოგზაურობის ან დაბინძურებული წყლის მიღების ანამნეზით;

• სისხლიანი ან ლორწოვანი ფაღარათი, მუცლის ტკივილი (ენტამება ჰისტოლიტიკის ეჭვი);

• ხანგრძლივი დიარეა იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში (განსაკუთრებით - აივ-ინფექცია, კრიპტოსპორიდიოზის რისკი);

• დიარეის აფეთქების ეპიდემიოლოგიური გამოკვლევა (საბავშვო ბაღი, წყალმომარაგების დაბინძურება);

• ბავშვებში ხანგრძლივი დიარეა, წონის კლება, ზრდის შეფერხება;

• გაურკვეველი წარმოშობის მალაბსორბცია.

ინტერპრეტაცია

დადებითი შედეგი:

• ერთი ან რამდენიმე პარაზიტის ანტიგენის გამოვლენა მიუთითებს შესაბამისი პარაზიტით მიმდინარე აქტიურ ინფექციაზე;

• Entamoeba histolytica-ს დადებითი შედეგი განსაკუთრებულ კლინიკურ ყურადღებას მოითხოვს, რადგან ის ინვაზიური ამებიაზის (მათ შორის - ღვიძლის აბსცესის) გამომწვევია;

• დადებითი შედეგი შესაბამისი კლინიკური სიმპტომების ფონზე წარმოადგენს მკურნალობის დაწყების ჩვენებას.

უარყოფითი შედეგი:

• ნიშნავს, რომ ნიმუშში შესაბამისი პარაზიტების ანტიგენები არ გამოვლინდა;

• უარყოფითი შედეგი ინფექციას ბოლომდე არ გამორიცხავს (პარაზიტების ინტერმიტირებადი, ანუ წყვეტილი გამოყოფის გამო) და არ გამორიცხავს დიარეის სხვა (ბაქტერიულ, ვირუსულ ან სხვა პარაზიტულ) მიზეზებს;

• კლინიკური ეჭვის შენარჩუნებისას რეკომენდებულია გამოკვლევის განმეორება ან დამატებითი დიაგნოსტიკური მეთოდების გამოყენება.

ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან (ანამნეზურ მონაცემებთან) და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

• კვლევისთვის სპეციფიკური მომზადება არ არის საჭირო;

• განავლის ნიმუში აიღეთ სუფთა, მშრალ, ჰერმეტულ კონტეინერში;

• მოერიდეთ ნიმუშის შარდით ან წყლით დაბინძურებას;

• ნიმუში ლაბორატორიაში მიიტანეთ რაც შეიძლება სწრაფად;

• საჭიროებისას შეინახეთ მაცივარში;

• სასურველია, ნიმუშის აღება მოხდეს ანტიბიოტიკოთერაპიის ან ანტიპარაზიტული მკურნალობის დაწყებამდე.

მასალის ტიპი

• განავალი

კვლევის შესრულების დრო

2 საათი

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

გამოყენებული წყაროები:

www.cdc.gov - Cryptosporidiosis (Cryptosporidium)

www.medlineplus.gov - Amebiasis (Entamoeba histolytica)

www.ncbi.nlm.nih.gov - Detection of Cryptosporidium, Giardia & E. histolytica

ნინო მაჭარაშვილი, MS, PhD - მიკრობიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;

ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;

ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.

კვლევის კატეგორია

პარაზიტოლოგია
Phone