კვლევის შესახებ
Mycoplasma Genitalium - ბაქტერია, რომელიც იწვევენ სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებას.
მიკოპლაზმები გადაიცემა ძირითადად სქესობრივი კავშირით, თუმცა იშვიათად შესაძლებელია ვერტიკალურად - დედიდან ნაყოფზე, მშობიარობის დროს.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
შემდეგი სიმპტომებისას:
- პროფილაქტიკური კვლევისას;
- დაავადებების უსიმპტომო მიმდინარეობის დროს;
- ხშირი შარდვისას;
- შარდვისას წვის დროს;
- შარდის შეუკავებლობისას;
- ვაგინალური გამონადენის დროს;
- საშვილოსნოს გარე ორსულობისას;
- ორსულობის შეწყვეტისას;
- ნაადრევი მშობიარობის დროს;
- უნაყოფობის მიზეზის დადგენისას (ქალი და მამაკაცი);
- ორსულობის დაგეგმვისას (ორივე პარტნიორი);
ინტერპრეტაცია
Mycoplasma Genitalium აღმოჩენა მამაკაცებში შესაძლოა მიუთითებდეს შემდეგ დაავადებებზე:
• ცისტიტი;
• პროსტატიტი;
• ურეთრიტი;
• სათესლეების და დანამატების ანთება;
Mycoplasma Genitalium აღმოჩენა ქალებში შესაძლოა მიუთითებდეს შემდეგ დაავადებებზე:
• საშოს, საშვილოსნოს ყელის, საშვილოსნოს და დანამატების ანთება;
• ურეთრიტი;
გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგი უნდა შეფასდეს მკურნალი ექიმის მიერ.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
შარდის შეგროვებამდე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი:
- შარდის პირველი ულუფა წინასწარი ჰიგიენური პროცედურების გარეშე.
უროგენიტალური ნაცხის აღებამდე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი:
- ნაცხის აღების წინა დღეს არ გამოიყენოთ ვაგინალური სანთლები, ტაბლეტები და მალამოები;
- ქალებში დაუშვებელია ტესტის ჩატარება მენსტრუალური ციკლის დროს;
- კვლევის ჩატარებამდე 24 საათის განმავლობაში თავი შეიკავეთ სქესობრივი კონტაქტისაგან, არ გამოიყენოთ სპერმიციდი და ლუბრიკანტი;
- მამაკაცები - ნაცხის აღებამდე არ მოშარდოთ 3 საათი.
ტესტის მეთოდოლოგია
მასალის ტიპი
- შარდი
- უროგენიტალური ნაცხი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
საქართველო