კვლევის შესახებ
D ვიტამინი (Vitamin D3) ორგანიზმში ორი ძირითადი ფორმით არსებობს: ვიტამინი D2 (ერგოკალციფეროლი) და ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი). D ვიტამინი (D Vitamin) გამოიმუშავდება მზის ულტრაიისფერი (UVB) სხივების ზემოქმედებით. ცხიმით მდიდარი თევზი (ორაგული, სკუმბრია, ქაშაყი), კვერცხის გული, საქონლის ხორცი, რძე და სხვა საკვები წარმოადგენს D ვიტამინის წყაროს. საკვებით მიღებული ან კანში სინთეზირებილი ვიტამინი D არ არის ბიოლოგიურად აქტიური. აქტივაციისთვის საჭიროა ფერმენტული გარდაქმნა (ჰიდროქსილირება), რომელიც მიმდინარეობს ღვიძლსა და თირკმელებში.
D ვიტამინი ცხიმში ხსნადი ვიტამინია, რომლის ძირითადი მოცირკულირე ფორმაა 25-ჰიდროქსივიტამინი D (25(OH)D. D ვიტამინი ხელს უწყობს ნაწლავებში კალციუმისა და ფოსფატის შეწოვას, ამცირებს თირკმელში მათ ექსკრეციას და არეგულირებს ოსტეობლასტების ფუნქციას, რაც მნიშვნელოვანია ძვლის ნორმალური განვითარებისა და სტრუქტურის შენარჩუნებისთვის. D ვიტამინი ასევე მნიშვნელოოვანია იმუნური და ნერვული სისტემების ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
D ვიტამინის დეფიციტი ხშირია განსაკუთრებით მოზარდებში, ქალებსა და მოხუცებში.
მისი დეფიციტის მიზეზებია:
- მზის არასაკმარისი ზემოქმედება;
- ნაწლავებში D ვიტამინის შეწოვის შემცირება;
- საკვებით არასაკმარისი D ვიტამინის მიღება;
- სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობა (მაგ. ნეფროზული სინდრომი, ღვიძლის დაავადებები და სხვა).
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
D ვიტამინის კვლევა რეკომენდირებულია D ვიტამინის დეფიციტზე ეჭვის დროს, რომელსაც შესაძლოა ახასიათებდეს:
- დაღლილობა და სისუსტე;
- ძვლებისა და კუნთების ტკივილი;
- განწყობის ცვლილებები ან დეპრესია;
- თმის ცვენა, ფრჩხილის დაზიანება;
- ძვლის სიმკვრივის შემცირება (ოსტეოპოროზის რისკის გაზრდა);
- კბილის პრობლემები (კარიესი, ღრძილების ანთება);
- რაქიტი;
- ოსტეომალაცია (ძვლების დარბილება);
- ბარიატრიის შემდგომი პერიოდი;
- ართროზი;
- ხშირი ავადობა.
ასევე რეკომენდირებულია:
- მედიკამენტორზური თერაპიის მონიტორირება;
- ხანდაზმულობა;
- პროფილაქტიკურად.
ინტერპრეტაცია
D ვიტამინის დონე იზრდება:
- ულტრაიისფერი გამოსხივების გადაჭარბებული ზემოქმედებისას;
- საკვები დანამატების (BAD) დროს;
- მედიკამენტის ჰიპერდოზირებისას.
D ვიტამინის მაჩვენებელი მცირდება:
- არასწორი კვების დროს;
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებისასა (მალაბსორბცია, გასტრიტი, ცელიაკია და სხვა);
- მზის სხივების დეფიციტის დროს;
- თირკმლის დაავადებებისას;
- რაქიტის დრპს;
- ალკოჰოლის ჭარბი მიღებისას;
- მედიკამენტების (რომლებიც ამცირებს ვიტამინების შეწოვას) მიღების დროს;
- სტრესის დროს;
- მძიმე ფიზიკური დატვირთვისას;
- ღვიძლის ზოგიერთი დაავადებებისას;
- ორსულობის დროს;
- სეზონურობისას (შემოდგომა, ზამთარი).
გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგი უნდა შეფასდეს მკურნალი ექიმის მიერ.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
- სასურველია, კვლევა ჩატარდეს უზმოდ, მედიკამენტის მიღების გარეშე (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
ტესტის მეთოდოლოგია
მასალის ტიპი
სისხლი (შრატი)
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
საქართველო