აას უჯრედის ბირთვის დნმ-ის მიმართ (ANA /ANF (HEP 2))

აას უჯრედის ბირთვის დნმ-ის მიმართ (ANA /ANF (HEP 2))

ფასი: 17 ₾

კვლევის შესახებ

ანტინუკლეარული ანტისხეულები (Antinuclear Antibodies, ANA / ANF) არის ავტოანტისხეულები, რომლებსაც ორგანიზმის იმუნური სისტემა შეცდომით საკუთარი უჯრედების ბირთვის კომპონენტების (მათ შორის - დნმ-ის) წინააღმდეგ გამოიმუშავებს.

ნორმაში იმუნური სისტემა ანტისხეულებს მხოლოდ უცხო აგენტების (ვირუსების, ბაქტერიების) წინააღმდეგ აწარმოებს. აუტოიმუნური დაავადებების დროს კი ეს მექანიზმი ირღვევა და ანტისხეულები საკუთარი ქსოვილების წინააღმდეგ მიიმართება.

ANA-ს გამოვლენის ოქროს სტანდარტი არის ირიბი იმუნოფლუორესცენციის მეთოდი ადამიანის ეპითელური უჯრედების (HEp-2) გამოყენებით. ეს მეთოდი საშუალებას იძლევა გამოვლინდეს როგორც ანტისხეულების არსებობა, ისე მათი ტიტრი (კონცენტრაცია) და მათი მიერ შექმნილი დამახასიათებელი ნათების სურათი (ტიპი), რომელიც დიაგნოზის მიმართულებას უწყობს ხელს.

ANA არის სკრინინგული კვლევა სისტემური აუტოიმუნური (შემაერთებელი ქსოვილის) დაავადებების - განსაკუთრებით სისტემური წითელი მგლურას - დიაგნოსტიკისთვის. დადებითი შედეგი დაავადებას არ ადასტურებს, არამედ მიუთითებს დამატებითი, უფრო სპეციფიკური გამოკვლევების საჭიროებაზე.

ANA-ს შედეგი (დადებითი ან უარყოფითი) ფასდება მხოლოდ კლინიკურ სიმპტომებთან და სხვა გამოკვლევებთან ერთად.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:

• სისტემური წითელი მგლურას (SLE) ეჭვი;

• ხანგრძლივი, აუხსნელი სახსრების ტკივილი, შეშუპება, რევმატოიდული ართრიტის ეჭვი;

• ხანგრძლივი ცხელება, სისუსტე, წონის უმიზეზო კლება;

• კანის გამონაყარი (განსაკუთრებით სახეზე - „პეპელას“ ფორმის), მზისადმი მომატებული მგრძნობელობა;

• თვალებისა და პირის ღრუს სიმშრალე (შეგრენის სინდრომის ეჭვი);

• კანის გასქელება ან გამკვრივება (სისტემური სკლეროზის ეჭვი);

• კუნთების სისუსტე და ტკივილი (ანთებითი მიოპათიის ეჭვი);

• რეინოს ფენომენი (თითების ფერის ცვლა სიცივეზე);

• აუტოიმუნური ჰეპატიტის ეჭვი;

• დიაგნოსტირებული აუტოიმუნური დაავადების მონიტორინგი.

ინტერპრეტაცია

ანტინუკლეური ანტისხეულების (ANA) დადებითი მაჩვენებელი შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგ შემთხვევებში:

• სისტემური წითელი მგლურა (SLE);

• მედიკამენტებით გამოწვეული ლუპუს-სინდრომი;

• სისტემური სკლეროზი (სკლეროდერმია);

• შეგრენის სინდრომი;

• რევმატოიდული ართრიტი;

• ანთებითი მიოპათიები (პოლიმიოზიტი, დერმატომიოზიტი);

• შერეული შემაერთებელი ქსოვილის დაავადება;

• აუტოიმუნური ჰეპატიტი, აუტოიმუნური თირეოიდიტი;

• ზოგიერთი ვირუსული ინფექცია (ვირუსული ჰეპატიტი, აივ-ინფექცია);

• ანტისხეულების დაბალი ტიტრი შესაძლოა გამოვლინდეს ჯანმრთელ პირებშიც, განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკში - ამ შემთხვევაში მას ხშირად კლინიკური მნიშვნელობა არ აქვს.

შედეგის ინტერპრეტაციის თავისებურებები:

• უარყოფითი შედეგი აუტოიმუნური დაავადების ალბათობას მნიშვნელოვნად ამცირებს, თუმცა მთლიანად არ გამორიცხავს;

• რაც უფრო მაღალია ანტისხეულების ტიტრი, მით უფრო სავარაუდოა, რომ შედეგი პათოლოგიურია;

• დადებითი შედეგი საჭიროებს დამატებით, უფრო სპეციფიკურ ანტისხეულთა გამოკვლევებს დიაგნოზის დასაზუსტებლად.

ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის კლინიკურ მონაცემებთან და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

მასალის ტიპი

• სისხლი (შრატი)

კვლევის შესრულების დრო

14 დღის

ქვეყანა

გერმანია

ავტორი და წყარო

გამოყენებული წყაროები:

arupconsult.com - Antinuclear Antibody (ANA) With HEp-2 Substrate by IFA

mayocliniclabs.com - Antinuclear Antibodies, HEp-2 Substrate, IgG, Serum

ncbi.nlm.nih.gov - The Art of Interpreting Antinuclear Antibodies in Everyday Practice

ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;

ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;

ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.

კვლევის კატეგორია

იმუნოლოგია
Phone