ასციტური სითხის ბაქტერიოლოგია ანაერობულ მიკროფლორაზე

ფასი: 160 ₾

კვლევის შესახებ

ასციტური სითხის ანაერობული ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა ტარდება ანაერობული ბაქტერიების გამოსავლენად ასციტურ სითხეში. მიუხედავად იმისა, რომ სპონტანური ბაქტერიული პერიტონიტი (SBP) ჩვეულებრივ აერობული ბაქტერიებით არის გამოწვეული, გარკვეულ კლინიკურ მდგომარეობებში ანაერობული მიკროორგანიზმების გამოვლენა კლინიკურად მნიშვნელოვანია.

ანაერობული ბაქტერიების გამოვლენა ასციტურ სითხეში, განსაკუთრებით სხვადასხვა ბაქტერიის ერთდროულად გამოვლენა, ხშირად მიუთითებს მეორადი ბაქტერიული პერიტონიტის (ნაწლავის პერფორაცია ან სხვა ქირურგიული პათოლოგია) განვითარებაზე.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევა ინიშნება შემდეგ შემთხვევებში:

• ეჭვი ნაწლავის პერფორაციის ან მეორადი ბაქტერიული პერიტონიტის შესახებ;

• სტანდარტული ანტიბიოტიკოთერაპიაზე პასუხის არარსებობა სპონტანური ბაქტერიული პერიტონიტის მკურნალობისას;

• ასციტური სითხიდან სხვადასხვა სახის მიკრობების ერთდროული გამოვლენა;

• ინტრა-აბდომინური სეფსისის ეჭვი.

ინტერპრეტაცია

უარყოფითი შედეგი - ანაერობული ბაქტერიების ზრდა ნიმუშში არ გამოვლინდა.

დადებითი შედეგი - ნიმუშში გამოვლინდა ანაერობული ბაქტერია. გამოყოფილ კულტურაზე ტარდება ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის ტესტი (ანტიბიოტიკოგრამა), რაც ექიმს საშუალებას აძლევს შეარჩიოს ეფექტური და მიზანმიმართული ანტიბიოტიკოთერაპია.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

• სპეციალური მომზადება პაციენტის მხრიდან არ არის საჭირო;

• ნიმუში (ასციტური სითხე) აიღება ხდება სამედიცინო პერსონალის მიერ.

მასალის ტიპი

ასციტური სითხე

კვლევის შესრულების დრო

5 დღის

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

• ნინო მაჭარაშვილი (სამედიცინო გუნდი) - MS, PhD - მიკრობიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი

• ნინო ღულათავა (სამედიცინო გუნდი) - სამედიცინო დირექტორი

• ლევან არჯევანიძე (მმართველი გუნდი) - კომერციული დირექტორი

კვლევის კატეგორია

ბაქტერიოლოგია
Phone