ასციტური სითხის ბაქტერიოლოგია (სრული სერვისი)

ასციტური სითხის ბაქტერიოლოგია (სრული სერვისი)

ფასი: 90 ₾

კვლევის შესახებ

ასციტური სითხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა აუცილებელია სპონტანური ბაქტერიული პერიტონიტის (SBP) და სხვა ბაქტერიული ინფექციების დიაგნოსტიკისთვის. სპონტანური ბაქტერიული პერიტონიტი წარმოადგენს ასციტური სითხის ბაქტერიულ ინფექციას, რომელიც ყველაზე ხშირად ღვიძლის ციროზის ფონზე ვითარდება.

SBP-ის გამომწვევ ყველაზე გავრცელებულ მიკროორგანიზმებს შეადგენენ:

• გრამუარყოფითი ბაქტერიები: Escherichia coli, Klebsiella pneumoniae;

• გრამდადებითი ბაქტერიები: Streptococcus pneumoniae, Staphylococcus aureus, Enterococcus სახეობები.

SBP ჩვეულებრივ მონომიკრობულია (ერთი ბაქტერია).

ასციტური სითხის ბაქტერიოლოგიური კვლევა ტარდება სისხლის კულტურის ბოთლებში ინოკულაციით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის იდენტიფიკაციის სიზუსტეს.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევა ინიშნება შემდეგ შემთხვევებში:

• ასციტის მქონე პაციენტებში ცხელება ან ტემპერატურის ცვლილება;

• მუცლის ტკივილი ასციტის ფონზე;

• ასციტის მქონე პაციენტებში ცნობიერების დარღვევა ან ღვიძლური ენცეფალოპათია;

• ასციტის მქონე პაციენტებში თირკმლის ფუნქციის გაუარესება;

• ახლად ჰოსპიტალიზებული ასციტის მქონე ციროზის პაციენტები (სელექციური სკრინინგი).

ინტერპრეტაცია

უარყოფითი შედეგი - ასციტური სითხის ნიმუშში დაავადების გამომწვევი ბაქტერიების ზრდა არ გამოვლინდა.

დადებითი შედეგი - ასციტურ სითხეში გამოვლინდა ბაქტერია. გამოყოფილ კულტურაზე ტარდება ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის ტესტი (ანტიბიოტიკოგრამა), რაც ექიმს საშუალებას აძლევს შეარჩიოს ეფექტური და მიზანმიმართული ანტიბიოტიკოთერაპია.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

• სპეციალური მომზადება პაციენტის მხრიდან არ არის საჭირო;

• ნიმუში (ასციტური სითხე) აიღება ხდება სამედიცინო პერსონალის მიერ.

მასალის ტიპი

ასციტური სითხე

კვლევის შესრულების დრო

5 დღის

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

ნინო მაჭარაშვილი - MS, PhD - მიკრობიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი

ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი

ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი

კვლევის კატეგორია

ბაქტერიოლოგია
Phone