ჰომოცისტეინის (HCY) განსაზღვრა სისხლის შრატში

ჰომოცისტეინის (HCY) განსაზღვრა სისხლის შრატში

ფასი: 100 ₾

კვლევის შესახებ

ჰომოცისტეინი (Homocysteine) ამინომჟავაა, რომელიც სისხლში მცირე რაოდენობით გხვდება. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის ორგანიზმში. ჰომოცისტეინი (HCY) ფოლატის (ვიტამინი B9-ის), ვიტამინი B12-ის და B6-ის დახმარებით გარდაიქმნება მეთიონინად და ცისტეინად. აღნიშნული პროცესის დარღვევა და B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტი იწვევს ჰომოცისტეინის კონცენტრაციის გაზრდას, რაც სახიფათოა ორგანიზმისთვის. ჰომოცისტეინის მაღალი დონე აზიანებს სისხლძარღვების ენდოთელიუმის (შიდა შრეს) და ზრდის თრომბოზის რისკს. აქედან გამომდინარე ჰომოცისტეინის განსაზღვრა სისხლში მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვთა (ინფარქტი, ინსულტი) დაავადებების რისკის შეფასებისთვის.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

  • B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტი, რომელსაც ახასიათებს: თავბრუსხვევა, დაღლილობა, კონცენტრაციის გაძნელება, ტაქიკარდია, კუნთების სისუსტე, კანის ფერის ცვლილება, ჩხვლეტისა და დაბუჟების შეგრძნება კიდურებში (პარესთეზია), წყლულების განვითარება პირის ღრუში;
  • გულ-სისხლძარღვთა (ინფარქტი, ინსულტი) დაავადებების რისკის შეფასება;
  • დემენცია;
  • თრომბოზების რისკის შეფასება;
  • მემკვიდრეობითი წინასწარი განწყობის დროს (MTHFR გენის მუტაცია);
  • შეწყვეტილი ორსულობა.

ინტერპრეტაცია

სისხლში ჰომოცისტეინის მაღალი დონე შესაძლოა მიუთითებდეს:


  • B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტზე
  • ფოლიუმის მჟავას დეფიციტი
  • თირკმლის ქრონიკულ დაავადებაზე
  • გულ-სისხლძარღვთა (ინფარქტი, ინსულტი) დაავადებების მაღალ რისკზე
  • ჰომოცისტინურიაზე


გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგის შეფასება უნდა მოხდეს მკურნალი ექიმის მიერ.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

გამოკვლევის ჩატარება რეკომენდირებულია უზმოდ:


  • 12 სთ-ის განმავლობაში არ უნდა მიღოთ საკვები და სასმელი (მათ შორის: ალკოჰოლი, გაზიანი სასმელი, ყავა, წყალი).
  • არ უნდა მიიღოთ B ჯგუფის ვიტამინები.
  • არ მოიხმაროთ საღეჭი რეზინი და თამბაქო.

ტესტის მეთოდოლოგია

"Alinity i (Abbott, USA)- chemiluminescent microparticle immunoassay (CMIA) - ავტომატური იმუნოლოგიური ანალიზატორი ADVIA Centaur® XPT (Siemens Healthiness, Germany) - direct chemiluminescence methodology - ავტომატური იმუნოლოგიური ანალიზატორი"

მასალის ტიპი

სისხლი (შრატი)

კვლევის შესრულების დრო

24 საათი

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

კვლევის კატეგორია

იმუნოლოგია
Phone