Tests List

search
B ჯგუფის სტრეპტოკოკის კულტივირება და იდენტიფიკაცია (სკრინინგი)
60 ₾

B ჯგუფის სტრეპტოკოკი (GBS, Streptococcus agalactiae) წარმოადგენს გრამდადებით ბაქტერიას, რომელიც ჩვეულებრივ ბინადრობს ადამიანის კუჭ-ნაწლავის ტრაქტსა და სასქესო ორგანოებში. მიუხედავად იმისა, რომ ზრდასრულ ჯანმრთელ ადამიანებში GBS იშვიათად იწვევს სერიოზულ დაავადებებს, ახალშობილებისთვის ეს ბაქტერია განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს.

მშობიარობის დროს დედიდან ბავშვზე GBS-ის გადაცემა იწვევს ახალშობილებში ადრეულ ან გვიანდელ სეფსისს, მენინგიტს და პნევმონიას. ადრეული GBS-ინფექცია ვლინდება სიცოცხლის პირველ 7 დღეში, ხოლო გვიანდელი - 7 დღიდან 3 თვემდე.

B ჯგუფის სტრეპტოკოკის სკრინინგული კვლევა ტარდება ვაგინიდან აღებული ნაცხით. სკრინინგი რეკომენდებულია ორსულობის 35–37 კვირაზე. კოლონიზაციის გამოვლენა საშუალებას იძლევა ჩატარდეს ანტიბიოტიკური პროფილაქტიკა მშობიარობის პერიოდში, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ახალშობილთა GBS ინფექციის განვითარების რისკს.

E.coli-ს O157 (ენტეროპათოგენური) Ag და VT1/VT2, განავალში
60 ₾

E. coli O157 (ენტეროჰემორაგიული Escherichia coli, EHEC) არის სპეციფიკური შტამი, რომელიც გამოიყოფა Shiga ტოქსინების (VT1 და VT2 – ვეროტოქსინები) გამომუშავებით. E. coli ბაქტერიული დიარეის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევია.

კვლევა ერთდროულად განსაზღვრავს სამ ანტიგენს განავლის ნიმუშში:

• E. coli O157 ანტიგენი;

• VT1 (ვეროტოქსინი 1 / Shiga ტოქსინი 1) - ბაქტერიის მიერ გამომუშავებული ტოქსინი, რომელიც იწვევს ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაზიანებას;

• VT2 (ვეროტოქსინი 2 / Shiga ტოქსინი 2) - განსაკუთრებით საშიშია და ასოცირდება ჰემოლიზური-ურემიული სინდრომის განვითარებასთან.

ინფიცირება ხდება E. coli-ით დაბინძურებული არასაკმარისად მომზადებული ხორცის, რძის, სასმელი წყლის ან ბოსტნეულის გზით. ინკუბაციის პერიოდი 2–8 დღეა.

Streptococcus A Ag ხახის ნაცხში
30 ₾

A ჯგუფის სტრეპტოკოკი (Streptococcus Pyogenes) კვლევა ტარდება ფარინგიტის (ყელის ანთება), ტონზილიტის (ნუშურა ჯირკვლების ანთება) გამომწვევი მიზეზის დასადგენად. გამომწვევ მიზეზთა შორის პირველ ადგილზეა A ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი. A ჯგუფის სტრეპტოკოკი Streptococcus Pyogenes წარმოადგენს ბეტაჰემოლიზურ სტრეპტოკოკს, რომელიც ვრცელდება ცხვირ-ხახის ლორწოვანზე და შეიძლება გამოვლინდეს ინფექციისთვის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომებით: თავის ტკივილი, ცხელება, ყელის ტკივილი, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, კისრის ლიმფური კვანძების გადიდება.

ტესტი ტარდება A ჯგუფის სტრეპტოკოკის Streptococcus Pyogenes გამოსავლენად.

Ureaplasma urealyticum/Mycoplasma hominis, სასქესო ორგანოებიდან გამონადენის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა
60 ₾

Ureaplasma urealyticum და Mycoplasma hominis წარმოადგენენ განსაკუთრებულ მიკროორგანიზმებს, რომლებიც გვხვდება ადამიანის სასქესო სისტემაში. მათ არ გააჩნიათ უჯრედული კედელი, ამიტომ ისინი მდგრადნი არიან ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ.


Ureaplasma urealyticum ასოცირდება შემდეგ მდგომარეობებთან:

• არაგონორეული ურეთრიტი მამაკაცებში;

• ბაქტერიული ვაგინოზი, ცერვიციტი და მცირე მენჯის ანთებითი დაავადება ქალებში;

• შესაძლო კავშირი ნაყოფიერების პრობლემებთან.


Mycoplasma hominis ასოცირდება ბაქტერიული ვაგინოზის, ენდომეტრიტის, სალპინგიტის და ურეთრალური სინდრომის განვითარებასთან. გამოვლენის შემთხვევაში ტარდება ანტიბიოტიკოგრამა, ვინაიდან ეს მიკროორგანიზმები ხშირად მდგრადნი არიან გარკვეული ანტიბიოტიკების მიმართ.

ასციტური სითხის ბაქტერიოლოგია (სრული სერვისი)
90 ₾

ასციტური სითხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა აუცილებელია სპონტანური ბაქტერიული პერიტონიტის (SBP) და სხვა ბაქტერიული ინფექციების დიაგნოსტიკისთვის. სპონტანური ბაქტერიული პერიტონიტი წარმოადგენს ასციტური სითხის ბაქტერიულ ინფექციას, რომელიც ყველაზე ხშირად ღვიძლის ციროზის ფონზე ვითარდება.

SBP-ის გამომწვევ ყველაზე გავრცელებულ მიკროორგანიზმებს შეადგენენ:

• გრამუარყოფითი ბაქტერიები: Escherichia coli, Klebsiella pneumoniae;

• გრამდადებითი ბაქტერიები: Streptococcus pneumoniae, Staphylococcus aureus, Enterococcus სახეობები.

SBP ჩვეულებრივ მონომიკრობულია (ერთი ბაქტერია).

ასციტური სითხის ბაქტერიოლოგიური კვლევა ტარდება სისხლის კულტურის ბოთლებში ინოკულაციით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის იდენტიფიკაციის სიზუსტეს.

ბრონქო-ალვეოლური ლავაჟის ბაქტერიოლოგია (სრული სერვისი)
90 ₾

ბრონქოალვეოლური ლავაჟის (BAL) ბაქტერიოლოგიური კვლევა გამოიყენება ქვედა სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებების დიაგნოსტიკისთვის. კვლევა საშუალებას იძლევა გამოვლინდეს ინფექციის გამომწვევი მიკროორგანიზმები და განისაზღვროს მათი მგრძნობელობა ანტიბიოტიკების მიმართ, რაც სამედიცინო პერსონალს ეხმარება დროული და სწორი მკურნალობსითვის.

ბრონქოალვეოლური ლავაჟის ნიმუშის აღება ხდება ბრონქოსკოპიის საშუალებით. პროცედურის დროს ბრონქოსკოპის მეშვეობით სასუნთქ გზებში შეჰყავთ სტერილური ფიზიოლოგიური ხსნარი, რომელიც შემდგომ ამოიღება და იგზავნება ლაბორატორიაში ბაქტერიოლოგიური კვლევის ჩასატარებლად. აღნიშნული მეთოდი უზრუნველყოფს ქვედა სასუნთქი გზებიდან მაღალი სიზუსტის მქონე ბიოლოგიური მასალის მიღებას.

გამონაჟონი სითხის ბაქტერიოლოგია (სრული სერვისი)
90 ₾

გამონაჟონი (ჭრილობის) სითხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა გამოიყენება ჭრილობების ინფექციების გამომწვევი ბაქტერიების იდენტიფიცირებისა და ანტიბიოტიკებზე მათი მგრძნობელობის განსაზღვრისთვის. ჭრილობის ინფექცია შეიძლება განვითარდეს ნებისმიერი სახის ჭრილობის (ოპერაციული, ტრავმული, დამწვრობა, ტროფიკული წყლული, ნაკბენი) ფონზე.

ჭრილობების ინფექციის გავრცელებული გამომწვევები:

• Staphylococcus aureus (მათ შორის MRSA - მეთიცილინ-რეზისტენტული შტამი) - ყველაზე ხშირი გამომწვევი;

• Pseudomonas aeruginosa - ხშირია ჰოსპიტალური ინფექციებში;

• Escherichia coli, Klebsiella pneumoniae;

• Streptococcus pyogenes;

• ანაერობული ბაქტერიები - ღრმა ჭრილობებში.

ბაქტერიოლოგიური კვლევა საშუალებას იძლევა განვასხვავოთ ჭრილობის კოლონიზაცია ინფექციისგან და დავნიშნოთ მიზანმიმართული ანტიბიოტიკოთერაპია.

ენდოტრაქეული ასპირატის ბაქტერიოლოგია (სრული სერვისი)
90 ₾

ენდოტრაქეული ასპირატის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა გამოიყენება ვენტილატორ-ასოცირებული პნევმონიის (VAP) დიაგნოსტიკისთვის ინტუბირებულ, ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფ პაციენტებში. VAP წარმოადგენს ყველაზე გავრცელებულ ჰოსპიტალურ ინფექციას ინტენსიური მოვლის განყოფილებაში.

ხშირად VAP-ის გავრცელებული გამომწვევი ბაქტერიებია:

• Pseudomonas aeruginosa;

• Staphylococcus aureus (MRSA);

• Klebsiella pneumoniae;

• Acinetobacter baumannii;

• Escherichia coli.

ენდოტრაქეული ასპირაცია წარმოადგენს მარტივ, უსაფრთხო და ეფექტურ არაინვაზიურ მეთოდს სასუნთქი გზებიდან სეკრეტის მოსაპოვებლად. კვლევა მოიცავს გრამის შეღებვას, კულტივირებასა და ანტიბიოტიკოგრამას, რაც საშუალებას იძლევა სწრაფად განისაზღვროს გამომწვევი და დაინიშნოს ეფექტური მკურნალობა.

თავზურგტვინის სითხის ბაქტერიოლოგია (სრული სერვისი)
90 ₾

თავ-ზურგ ტვინის სითხის ბაქტერიოლოგიური კვლევა ტარდება ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) ბაქტერიული მენინგიტის გამოსავლენად. დაავადების გამომწვევი ბაქტერიის იდენტიფიკაციის შემდეგ ტარდება ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის ტესტი (ანტიბიოგრამა), რის საფუძველზეც ექიმი განსაზღვრავს შესაბამის მკურნალობას.

თვალის ნაცხის ბაქტერიოლოგია(სრული სერვისი)
90 ₾

თვალის ნაცხის ბაქტერიოლოგიური კვლევა ტარდება კონიუნქტივიტის, კერატიტის, ბლეფარიტის და თვალის სხვა ინფექციების გამომწვევი პათოგენის გამოსავლენად. ნიმუში საშუალებას იძლევა გამოვლინდეს ინფექციის გამომწვევი ბაქტერია, რის შემდეგაც ტარდება ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის ტესტი და ინიშნება შესაბამისი მკურნალობა.

კანის ნაცხის ბაქტერიოლოგია (სრული სერვისი)
90 ₾

კანის ნაცხის ბაქტერიოლოგიური კვლევა ტარდება კანზე, ხელის ან ფეხის ფრჩხილებზე ინფექციის არსებობის ეჭვის შემთხვევაში. კვლევა საშუალებას იძლევა გამოვლინდეს ინფექციის გამომწვევი ბაქტერია.


დადებითი შედეგის შემთხვევაში მიღებულ კულტურაზე ტარდება ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის ტესტი (ანტიბიოგრამა), რის საფუძველზეც ექიმი ნიშნავს მიზნობრივ ანტიბიოტიკოთერაპიას.

კლოსტრიდიუმ დიფიცილე A/B ტოქსინები  და GDH, განავალში
70 ₾

Clostridium difficile არის ბაქტერია, რომელიც წარმოადგენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალურ ფლორას. ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების გამოყენებისას ნადგურდება ნაწლავის ფლორა და ირღვევა ბაქტერიული ფლორის ბალანსი და მატულობს C. difficile-ს რაოდენობა. Clostridium difficile-ი გრამდადებითი, სპორისწარმომქმნელი, ანაერობული მიკროორგანიზმია, რომელიც ხანგრძლივი ანტიბიოტიკოთერაპიასთან ასოცირებული დიარეისა და კოლიტის გამომწვევი მიზეზია. C. difficile გამოყოფს ტოქსინებს, რაც იწვევს მსხვილი ნაწლავის ანთებას და ვითარდება გახანგრძლივებული დიარეა. დაავადება შეიძლება იყოს სერიოზული, სიცოცხლისთვის საშიშიც, განსაკუთრებით დასუსტებულ პაციენტებში.

ტესტი წარმოადგენს იმუნოქრომატოგრაფიულ მეთოდზე დაფუძნებულ თვისობრივ კვლევას, Clostridium Difficile Toxin A+B განსაზღვრისთვის ფეკალურ მასაში.

მიკროორგანიზმის გამრავლების პროცესს თან ახლავს დიდი რაოდენობით მაღალმოლეკულური წონის A და B ტოქსინის გამოყოფა, რომელიც კლინიკურად მანიფესტირდება წყლისებრი დიარეით და ფსევდომემბრანული კოლიტით. გართულებული შემთხვევები შესაძლოა ლეტალურად დასრულდეს.

ნაღვლის წვენის ბაქტერიოლოგია (სრული სერვისი)
90 ₾

ნაღვლის წვენის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა გამოიყენება ნაღვლის სადინარებისა და ბუშტის ბაქტერიული ინფექციების (ქოლანგიტი, მწვავე ქოლეცისტიტი) გამომწვევი მიკროორგანიზმების იდენტიფიცირებისა და ანტიბიოტიკოგრამის ჩატარებისთვის.

ნაღვლის წვენი ნორმალურ პირობებში სტერილურია, თუმცა ნაღვლის სადინარების ობსტრუქციის (ქვები, სიმსივნე, სტრიქტურა) ფონზე ვითარდება ბაქტერიების აღმავალი კოლონიზაცია. ინფექციის გამომწვევ ყველაზე გავრცელებულ მიკროორგანიზმებია:

• გრამუარყოფითი ბაქტერიები: Escherichia coli, Klebsiella pneumoniae, Pseudomonas aeruginosa;

• გრამდადებითი ბაქტერიები: Enterococcus spp.;

• ანაერობული ბაქტერიები: Bacteroides spp., Clostridium spp.

ნაღვლის კულტივირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სეფსისის მაღალი რისკის მქონე პაციენტებში ან ანტიბიოტიკებზე მდგრადი (MDR) შტამების ეჭვის შემთხვევაში, ვინაიდან სისხლის კულტურა ნახევარზე მეტ შემთხვევაში უარყოფითია.

ნახველის ბაქტერიოლოგია(სრული სერვისი)
90 ₾

ნახველის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა წარმოადგენს მნიშვნელოვან ლაბორატორიულ კვლევას, რომელიც გამოიყენება ბაქტერიული და სოკოვანი წარმოშობის სასუნთქი გზების ინფექციების დიაგნოსტიკისთვის. კვლევა საშუალებას იძლევა გამოვლინდეს ინფექციის გამომწვევი მიკროორგანიზმი და განისაზღვროს მისი მგრძნობელობა ანტიბიოტიკების მიმართ, რაც უზრუნველყოფს ეფექტური და მიზანმიმართული მკურნალობის შერჩევას.

ბაქტერიოლოგიური კვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პნევმონიის, ბრონქიტის, ტუბერკულოზზე საეჭვო, ცისტური ფიბროზის, ასევე ხანგრძლივად მიმდინარე ან განმეორებადი სასუნთქი გზების ინფექციების შემთხვევაში.


ნახველის ბაქტერიოლოგიური ანალიზი:

  • ადგენს ინფექციის გამომწვევ ბაქტერიას ან სოკოს;
  • საშუალებას იძლევა ჩატარდეს ანტიბიოტიკოგრამა, რაც ამცირებს არაეფექტური ანტიბიოტიკოთერაპიის რისკს;
  • ეხმარება ექიმს მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრაში;
  • გამოიყენება მკურნალობის ეფექტურობის მონიტორინგისთვის.
პერიკარდიუმის ღრუს სითხის ბაქტერიოლოგია ანაერობულ მიკროფლორაზე
160 ₾

პერიკარდიუმის ღრუს სითხის ანაერობული ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა ტარდება ანაერობული ბაქტერიების გამოსავლენად ჩირქოვანი ან ბაქტერიული პერიკარდიტის დროს. ანაერობული ბაქტერიები პერიკარდიულ ინფექციას იწვევენ შემდეგი გზებით: მიმდებარე ინფიცირებული კერიდან (ფილტვი, საყლაპავი, ოდონტოგენური კერა) გავრცელებით, გულის ენდოკარდიტიდან, ჰემატოგენური გზით, ან პენეტრირებული ტრავმის ან ქირურგიული ჩარევის შედეგად.

ანაერობული პერიკარდიტის ყველაზე ხშირი გამომწვევებია:

• Bacteroides fragilis ჯგუფი (გრამუარყოფითი ანაერობები);

• Peptostreptococcus spp.;

• Clostridium spp.;

• Fusobacterium spp.;

• Actinomyces spp.

ანაერობული პერიკარდიტი ხშირად პოლიმიკრობულია - ანაერობული ბაქტერიები აერობულ ბაქტერიებთან ერთად გვხვდება. ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის განსაზღვრა (ანტიბიოტიკოგრამა) განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ანაერობული ბაქტერიების რეზისტენტობა ბოლო ათწლეულების განმავლობაში გაიზარდა.

პერიკარდიუმის ღრუს სითხის ბაქტერიოლოგია (სრული სერვისი)
90 ₾

პერიკარდიუმის ღრუს სითხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა გამოიყენება ბაქტერიული ან ჩირქოვანი პერიკარდიტის გამომწვევი მიკროორგანიზმების იდენტიფიცირებისა და ანტიბიოტიკოგრამის ჩატარებისთვის. პერიკარდიუმი წარმოადგენს გულის გარშემო არსებულ ორფენოვან გარსს, ხოლო მის ღრუში ბაქტერიული ინფექცია - ჩირქოვანი პერიკარდიტი სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობას წარმოადგენს.


ბაქტერიული პერიკარდიტის გამომწვევ ყველაზე გავრცელებულ მიკროორგანიზმებს შეადგენენ:

• Staphylococcus aureus (ყველაზე ხშირი);

• Streptococcus pneumoniae;

• გრამუარყოფითი ბაქტერიები: Escherichia coli, Klebsiella pneumoniae;

• Mycobacterium tuberculosis (განვითარებადი ქვეყნებში ყველაზე ხშირი მიზეზი);

• ანაერობული ბაქტერიები.

პერსონალის ცხვირ-ხახის ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა მტარებლობაზე
85 ₾

პერსონალის ცხვირ-ხახის ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა მტარებლობაზე ტარდება სამედიცინო პერსონალის პოტენციური ინფექციის წყაროდ ამოცნობის მიზნით, ჰოსპიტალური ინფექციების კლასტერის (outbreak) გამოძიებისა ან პრევენციული სკრინინგის ფარგლებში.

ეს კვლევა მიზნად ისახავს ძირითადი პათოგენური ბაქტერიების მტარებლობის გამოვლენას:

• Staphylococcus aureus (MRSA) - ყველაზე ხშირი სამიზნე; ცხვირი ძირითადი რეზერვუარია, გვხვდება სამედიცინო პერსონალის 25-30%-ში;

• Streptococcus pyogenes (A ჯგუფი) - ყელ-ხახის ინფექციების გამომწვევი, ოპერაციების დროს პაციენტზე გადაეცემა;

• ნოზოკომიური სპეციფიკური პათოგენები - სპეციფიკური კლასტერის (outbreak) გამოძიებისას.

პერსონალის ხელიდან აღებული ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა მტარებლობაზე
85 ₾

პერსონალის ხელიდან აღებული მასალის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა მტარებლობაზე ტარდება დაწესებულებაში ინფექციის გავრცელების სამართავად. ბაქტერიული პათოგენის აღმოჩენის შემთხვევაში ტარდება ინფექციის კონტროლის ღონისძიებები.

კვლევა ტარდება სპეციალურად იმ დაწესებულებაში, სადაც შეიძლება ინფექციის გავრცელების მაღალი რისკი იყოს, რაც საშუალებას იძლევა დროულად აღმოიფხვრას ინფექციის გავრცელების შესაძლებლობა.

პირის ღრუს ბაქტერიოლოგია (სრული სერვისი)
90 ₾

პირის ღრუს ნაცხის ბაქტერიოლოგიური კვლევა ტარდება პირის ღრუში ბაქტერიული პათოგენების იდენტიფიკაციისთვის. გამოყოფილ კულტურაზე ტარდება ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის ტესტი (ანტიბიოგრამა), რის საფუძველზეც ექიმი განსაზღვრავს მიზნობრივ მკურნალობას.


პირის ღრუს ნაცხის კვლევა რეკომენდებულია შემდეგი შემთხვევების დროს:


  • კბილებზე წარმოქმნილი ინფექცია;
  • პროთეზებზე წარმოქმნილი ინფექცია;
  • ღრძილების ან სხვა რბილი ქსოვილების ბაქტერიული ანთება;
  • ქრონიკული პერიოდონტიტი;
  • პაციენტებში, რომლებსაც სჭირდებათ ანტიბიოტიკოთერაპია კონკრეტული პათოგენების იდენტიფიკაციისთვის.
პირის ღრუს ჭრილობის ბაქტერიოლოგია(სრული სერვისი)
90 ₾

პირის ღრუს ჭრილობის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა გამოიყენება პირის ღრუს, კბილების, ყბა-სახის ან ყელ-ხახის ინფიცირებული ჭრილობებიდან, ფლეგმონებიდან ან აბსცესებიდან ბაქტერიული ინფექციის გამომწვევის იდენტიფიცირებისთვის.


პირის ღრუს ინფექციები ჩვეულებრივ პოლიმიკრობულია - აერობული და ანაერობული ბაქტერიების ნარევი. ყველაზე ხშირი გამომწვევებია:

• Streptococcus spp. (viridans ჯგუფი) - ყველაზე ხშირი აერობი;

• ანაერობული ბაქტერიები: Fusobacterium spp., Prevotella spp., Peptostreptococcus spp., Actinomyces spp.;

• სტომატოგენური ინფექციებისთვის დამახასიათებელი: Streptococcus mutans, Streptococcus sanguis.


ოდონტოგენური ინფექციები (კბილებიდან გამომდინარე) შეიძლება გავრცელდეს სიღრმისეულ სივრცეებში (sublingual, submandibular, parapharyngeal) და გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობები, მათ შორის Ludwig-ის ანგინა, მედიასტინიტი და სეფსისი.


ბაქტერიოლოგიური კვლევა და ანტიბიოტიკოგრამა ეფექტური მკურნალობისთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა.

პლევრის ღრუს სითხის ბაქტერიოლოგია (სრული სერვისი)
90 ₾

პლევრის ღრუს სითხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა ხდება პლევრის ინფექციის (ემპიემა, ჩირქოვანი პლევრიტი) გამომწვევი ბაქტერიების იდენტიფიციკაციისა და ანტიბიოტიკოგრამის ჩატარებისთვის. პლევრის ღრუს ინფექციები ყველაზე ხშირად პნევმონიის გართულებაა.

პლევრის ინფექციის ყველაზე ხშირი გამომწვევებია:

• Streptococcus milleri/anginosus ჯგუფი;

• Streptococcus pneumoniae;

• Staphylococcus aureus;

• გრამუარყოფითი ბაქტერიები: Klebsiella pneumoniae, Escherichia coli;

• ანაერობული ბაქტერიები: Fusobacterium spp., Peptostreptococcus spp.

პროსტატის სეკრეტის ბაქტერიოლოგა (სრული სერვისი)
90 ₾

პროსტატის სეკრეტის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა გამოიყენება ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტის (CBP) დიაგნოსტიკისთვის.

ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტის ყველაზე ხშირი გამომწვევებია:

• Escherichia coli - ყველაზე ხშირი (70-80% შემთხვევაში);

• Klebsiella spp., Proteus mirabilis, Pseudomonas aeruginosa;

• Enterococcus faecalis (ყველაზე ხშირი გრამდადებითი).

ანტიბიოტიკოგრამა განსაზღვრავს ოპტიმალურ ანტიბიოტიკოთერაპიას.

რექტალური ნაცხის ბაქტერიოლოგია (სრული სერვისი)
90 ₾

რექტალური ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა გამოიყენება ნაწლავის ინფექციების გამომწვევი ბაქტერიების გამოსავლენად, განსაკუთრებით მაშინ, როცა განავლის ნიმუშის შეგროვება შეუძლებელია ან პრაქტიკულ სირთულეებს ქმნის. ასევე გამოიყენება რეზისტენტული (MDR) ბაქტერიების გამოვლენისთვის სამედიცინო დაწესებულებებში.

რექტალური ნაცხი ეფექტურია შემდეგი პათოგენების გამოვლენაში:

• Salmonella spp., Shigella spp., Campylobacter spp. - ნაწლავის ინფექციების გამომწვევები;

• Clostridioides difficile - ანტიბიოტიკთან ასოცირებული დიარეის გამომწვევი;

• ვანკომიცინ-რეზისტენტული ენტეროკოკი (VRE);

• კარბაპენემ-რეზისტენტული Enterobacteriaceae (CRE);

• MRSA - სამედიცინო პერსონალის სკრინინგი.

რექტალური ნაცხი ბაქტერიული კულტივირებისთვის 86.5%-ით მგრძნობიარეა, თუმცა განავლის ნიმუში კვლავ ოქროს სტანდარტად ითვლება.

საშოს ნაცხის ბაქტერიოლოგია (სრული სერვისი)
90 ₾

საშოს მიკრობიომი (ვაგინალური მიკრობიომი) წარმოადგენს ბაქტერიებისა და სოკოების ერთობლიობას, რომლებიც ბუნებრივად ბინადრობენ საშოში და უზრუნველყოფენ ჯანსაღი მიკრობული გარემოს შენარჩუნებას. ნორმალურ პირობებში ვაგინალური მიკროფლორა დომინირებულია ლაქტობაცილებით, რომლებიც იცავენ ლორწოვან გარსს პათოგენური მიკროორგანიზმების ჭარბი გამრავლებისგან. თუმცა გარკვეულ პირობებში შესაძლოა მიკრობული ბალანსის დარღვევა, რის შედეგადაც ზოგიერთი მიკროორგანიზმი ჭარბად მრავლდება და ვითარდება ინფექციური პროცესები.


საშოს ნაცხის ბაქტერიოლოგიური კვლევა ძირითადად გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების დიაგნოსტიკისთვის:

  • ბაქტერიული ვაგინოზი (BV) - რომელიც გამოწვეულია ვაგინალური მიკრობიომის დისბალანსით. ამ დროს მცირდება ნორმალური მიკროფლორის (ლაქტობაცილები, ბიფიდობაქტერიები) რაოდენობა და ჭარბობს ისეთი მიკროორგანიზმები, როგორიცაა Gardnerella vaginalis და სხვა ანაერობული ბაქტერიები;
  • ვაგინალური კანდიდოზი - საფუარისებრი სოკოების ჭარბი გამრავლებით გამოწვეული მდგომარეობა;
  • ბაქტერიული ვაგინიტი - ვაგინალური ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესი.
სინოვიალური სითხის ბაქტერიოლოგიურა (სრული სერვისი)
90 ₾

სინოვიალური სითხის ბაქტერიოლოგიური კვლევა ტარდება სახსრის ქრონიკული ტკივილის ან შეშუპების არსებობის შემთხვევაში.


კვლევა ასევე რეკომენდებულია სახსრის მრავლობითი დაზიანების დროს, რათა გამოვლინდეს ანთების გამომწვევი მიკროორგანიზმები. გამოყოფილ კულტურაზე ტარდება ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის ტესტი (ანტიბიოგრამა), რის საფუძველზეც ექიმი განსაზღვრავს მიზნობრივ მკურნალობას.

სისხლის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა (სრული სერვისი)
90 ₾

სისხლის მიკრობიოლოგიურ კვლევას დიდი მნიშვნელობა აქვს სეფსისის ეტიოლოგიური აგენტის გამოსავლენად. სეფსისი - გენერალიზებული ინფექციური პროცესია, როდესაც გამომწვევი სისხლის მეშვეობით აღწევს სხვადასხვა ორგანოში, რომელიც არასდროს სრულდება თვითგანკურნებით და რომლისგანაც სათანადო მკურნალობის გარეშე ადამიანი იღუპება. სეფსისის გამოწვევა ნებისმიერი სახის ინფექციას შეუძლია. სეფსისი შესაძლოა ბაქტერიული, ვირუსული ან სოკოვანი ინფექციების, ან მათი კომბინაციის შედეგად განვითარდეს.


კვლევის მიზანია სეფსისის გამომწვევი მიზეზის დადგენა და დროულად სწორი მკურნალობის დაწყება.

სპერმის ბაქტერიოლოგია(სრული სერვისი)
90 ₾

სპერმის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა ტარდება სპერმაში არსებული მიკროორგანიზმების, განსაკუთრებით,ბაქტერიების, გამოსავლენად. ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზი საშუალებას იძლევა დადგინდეს ინფექციის გამომწვევი აგენტი და მისი აქტივობა.


გამოყოფილ კულტურაზე ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის ტესტი (ანტიბიოტიკოგრამა) უზრუნველყოფს მკურნალობის ეფექტურობის მაქსიმიზაციას. ექიმი შედეგების მიხედვით შეარჩევს თერაპიის სტრატეგიას, საჭიროების შემთხვევაში ინიშნება შესაბამისი ანტიბიოტიკი.

სტერილური, მრავალჯერადი გამოყენების ინსტრუმენტებიდან აღებული მასალის ბაქტერიოლოგია
85 ₾

სტერილური, მრავალჯერადი გამოყენების ინსტრუმენტებიდან აღებული მასალის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა გამოიყენება სტერილიზაციის პროცესის ეფექტურობის შესამოწმებლად. ეს კვლევა ჰოსპიტალური ინფექციების (ნოზოკომიური ინფექციები) პრევენციის ეპიდემიოლოგიური კონტროლის ნაწილია.

ნებისმიერი ბაქტერიის გამოვლენა ნიშნავს სტერილიზაციის წარუმატებლობას.

ყველაზე ხშირი საინდიკატორო ბაქტერიებია:

• Staphylococcus spp., Bacillus spp.;

• Clostridium spp., Mycobacterium spp. - სტერილიზაციისადმი მდგრადი ბაქტერიები.

სხვადასხვა არასტერილური ზედაპირიდან აღებული მასალის ბაქტერიოლოგია
85 ₾

სხვადასხვა არასტერილური ზედაპირიდან აღებული მასალის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებების, სამზარეულოების, საკვები მრეწველობის ან სხვა კრიტიკული სივრცეების ზედაპირების მიკრობიოლოგიური კონტამინაციის შეფასებისთვის.

ზედაპირებიდან ნაცხის აღება ტარდება სტერილური ტამპონით. ტიპური კვლევის ობიექტებია:

• კარის სახელური, შეხების პანელები;

• სამედიცინო ხელსაწყოების ზედაპირები;

• ოპერაციული მაგიდა, ინტენსიური მოვლის საწოლი.

ყველაზე ხშირად გამოვლენილი მიკროორგანიზმებია:

• Staphylococcus aureus (MRSA) - კარის სახელურებზე;

• Pseudomonas aeruginosa, Klebsiella spp. - ნოტიო გარემოში;

• Clostridioides difficile - ჰოსპიტალურ გარემოში.

ურეთრის ნაცხის ბაქტერიოლოგია (სრული სერვისი)
90 ₾

ურეთრის ნაცხის ბაქტერიოლოგია ტარდება მამაკაცეში ურეთრიტის დროს. ურეთრიტი წარმოადგენს საშარდე მილის ანთებით დაავადებას, რომელსაც ხშირად იწვევს ბაქტერიული ინფექცია. კლინიკური ნიშნები შეიძლება მოიცავდეს მტკივნეულ და გახშირებულ შარდვას, შარდსადენიდან გამონადენს, სიწითლესა და შეშუპებას შარდსადენზე, ასევე ტკივილს სათესლე ჯირკვლების ან შარდის ბუშტის არეში.


აღნიშნული ტესტი საშუალებას იძლევა გამოვლინდეს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი), მათ შორის გონორეა და სხვა ბაქტერიული ეტიოლოგიის ინფექციები.

Phone