კვლევის შესახებ
პერიკარდიუმის ღრუს სითხის ანაერობული ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა ტარდება ანაერობული ბაქტერიების გამოსავლენად ჩირქოვანი ან ბაქტერიული პერიკარდიტის დროს. ანაერობული ბაქტერიები პერიკარდიულ ინფექციას იწვევენ შემდეგი გზებით: მიმდებარე ინფიცირებული კერიდან (ფილტვი, საყლაპავი, ოდონტოგენური კერა) გავრცელებით, გულის ენდოკარდიტიდან, ჰემატოგენური გზით, ან პენეტრირებული ტრავმის ან ქირურგიული ჩარევის შედეგად.
ანაერობული პერიკარდიტის ყველაზე ხშირი გამომწვევებია:
• Bacteroides fragilis ჯგუფი (გრამუარყოფითი ანაერობები);
• Peptostreptococcus spp.;
• Clostridium spp.;
• Fusobacterium spp.;
• Actinomyces spp.
ანაერობული პერიკარდიტი ხშირად პოლიმიკრობულია - ანაერობული ბაქტერიები აერობულ ბაქტერიებთან ერთად გვხვდება. ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის განსაზღვრა (ანტიბიოტიკოგრამა) განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ანაერობული ბაქტერიების რეზისტენტობა ბოლო ათწლეულების განმავლობაში გაიზარდა.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევა ინიშნება შემდეგ შემთხვევებში:
• ჩირქოვანი პერიკარდიტი (განსაკუთრებით ყრუ სუნის მქონე ჩირქის, ნეკროზული ქსოვილის ან გაზის ბუშტების გამოვლენისას);
• აერობული კულტივირების უარყოფითი შედეგი კლინიკურად დადასტურებული ბაქტერიული პერიკარდიტის შემთხვევაში;
• სავარაუდო ოდონტოგენური, პლევრო-პულმონური ან პერიფარინგეული ინფექციის გავრცელება პერიკარდიუმზე;
• პენეტრირებული გულმკერდის ტრავმა ან ქირურგიული ჩარევა პერიკარდიტის ნიშნებით.
ინტერპრეტაცია
უარყოფითი შედეგი - ანაერობული ბაქტერიების ზრდა პერიკარდიული სითხის ნიმუშში არ გამოვლინდა.
დადებითი შედეგი - ნიმუშში გამოვლინდა ანაერობული ბაქტერია. ეს მიანიშნებს ანაერობულ ან პოლიმიკრობულ პერიკარდიტზე, რომელიც საჭიროებს ანაერობების საწინააღმდეგო მიზნობრივ ანტიბიოტიკოთერაპიას, ანტიბიოტიკოგრამის შედეგების საფუძველზე.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
პერიკარდიუმის ღრუს სითხე (პერიკარდიალური სითხე) აღება ხდება მხოლოდ სამედიცინო პერსონალის მიერ, სპეციალური პროტოკოლის შესაბამისად.
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
• ნინო მაჭარაშვილი - MS, PhD - მიკრობიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი