კვლევის შესახებ
Chlamydia trachomatis და Ureaplasma urealyticum სქესობრივი გზით გადამდები ბაქტერიებია.
Chlamydia trachomatis ქალებში იწვევს მენჯის ღრუს ანთებით დაავადებებს, ფალოპის მილების გაუვალობას და მეორად უნაყოფობას. მამაკაცებში რთულდება ეპიდიდიმიტით და ურეთრიტით.
Ureaplasma urealyticum ხშირად ადამიანის ნორმალური მიკროფლორის ნაწილია, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში იწვევს შარდ-სასქესო სისტემის ანთებებს. ასევე დაკავშირებულია ნაადრევ მშობიარობასა და ორსულობის სხვა გართულებებთან.
ინფექცია გადაიცემა ძირითადად სქესობრივი კავშირით, ასევე ვერტიკალურად - დედიდან ნაყოფზე მშობიარობის დროს.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• პროფილაქტიკური კვლევისას;
• დაავადების უსიმპტომო მიმდინარეობის დროს;
• ხშირი შარდვისას;
• შარდვისას წვის შეგრძნებისას;
• შარდის შეუკავებლობისას;
• ვაგინალური გამონადენის დროს;
• საშვილოსნოს გარე ორსულობისას;
• ორსულობის შეწყვეტისას;
• ნაადრევი მშობიარობის დროს;
• უნაყოფობის მიზეზის დადგენისას (ქალი და მამაკაცი);
• ორსულობის დაგეგმვისას (ორივე პარტნიორი);
• სასწრაფო შედეგის საჭიროების დროს.
ინტერპრეტაცია
Chlamydia trachomatis-ის ან Ureaplasma urealyticum-ის აღმოჩენა მამაკაცებში შესაძლოა მიუთითებდეს შემდეგ დაავადებებზე:
• ცისტიტი;
• პროსტატიტი;
• ურეთრიტი;
• სათესლეებისა და დანამატების ანთება.
Chlamydia trachomatis-ის ან Ureaplasma urealyticum-ის აღმოჩენა ქალებში შესაძლოა მიუთითებდეს შემდეგ დაავადებებზე:
• საშოს, საშვილოსნოს ყელის, საშვილოსნოსა და დანამატების ანთება;
• ურეთრიტი.
გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგი უნდა შეფასდეს მკურნალი ექიმის მიერ.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• Mycoplasma genitalium დნმ-ის აღმოჩენა;
• Mycoplasma hominis დნმ-ის აღმოჩენა;
• Neisseria gonorrhoeae დნმ-ის აღმოჩენა;
• Trichomonas vaginalis დნმ-ის აღმოჩენა;
• Gardnerella vaginalis დნმ-ის აღმოჩენა;
• Candida albicans დნმ-ის აღმოჩენა;
• ქლამიდია ტრაქომატის საწინააღმდეგო IgA ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (Chlamydia trachomatis IgA);
• ქლამიდია ტრაქომატის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (Chlamydia trachomatis IgG);
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
შარდის შეგროვებამდე გაითვალისწინეთ შემდეგი:
• გამოიყენეთ შარდის პირველი ულუფა წინასწარი ჰიგიენური პროცედურების გარეშე.
უროგენიტალური ნაცხის აღებამდე გაითვალისწინეთ შემდეგი:
• ნაცხის აღების წინა დღეს არ გამოიყენოთ ვაგინალური სანთლები, ტაბლეტები და მალამოები;
• ქალებში დაუშვებელია ტესტის ჩატარება მენსტრუალური ციკლის დროს;
• კვლევის ჩატარებამდე 24 საათის განმავლობაში თავი შეიკავეთ სქესობრივი კონტაქტისგან, არ გამოიყენოთ სპერმიციდი და ლუბრიკანტი;
• მამაკაცებმა ნაცხის აღებამდე 3 საათის განმავლობაში არ უნდა მოშარდონ.
ტესტის მეთოდოლოგია
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• cdc.gov - Chlamydial Infections (STI Treatment Guidelines, 2021)
• cdc.gov - Urethritis and Cervicitis (STI Treatment Guidelines, 2021)
• mayocliniclabs.com - Ureaplasma species, Molecular Detection, PCR (Mayo Clinic Laboratories)
• ანა მაღრაძე, MD - მოლეკულური გენეტიკისა და ციტოგენეტიკის განყოფილება;
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.