კვლევის შესახებ
ციტომეგალოვირუსი (CMV) დნმ-ის შემცველი ვირუსია და მიეკუთვნება ჰერპესვირუსების ჯგუფს. მნიშვნელოვანია მისი ადრეული დიაგნოსტიკა, განსაკუთრებით ორსულობისა და რეპროდუქციული ასაკის ქალებში. ციტომეგალოვირუსის განვითარების მთავარ მიზეზებს წარმოადგენს: იმუნოდეფიციტური მდგომარეობა, აივ-ინფექციები, ორგანოების გადანერგვა, ლეიკემია, პრენატალური და პოსტნატალური მდგომარეობა ჩვილებში. ციტომეგალოვირუსით ინფიცირებას, შესაძლოა მოჰყვეს მძიმე გართულებები. ორსულებში განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის განვითარების შეფერხება.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგი სიმპტომებისას:
• სუბფებრილური ტემპერატურისას;
• დაღლილობასა და სისუსტის დროს;
• კუნთების და სახსრების ტკივილის დროს;
• ყელის ტკივილის დროს;
• პნევმონიის დროს;
• ჰეპატიტის დროს;
• ენცეფალიტის დროს;
• კოლიტის დროს;
• რეტინიტის დროს;
• ორსულობის დაგეგმვისას (ორივე პარტნიორი);
• უნაყოფობის მიზეზის დადგენისას.
ინტერპრეტაცია
დადებითი შედეგი - ვირუსული ინფექცია
გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგი უნდა შეფასდეს მკურნალი ექიმის მიერ.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR);
• ეპშტაინ-ბარის ვირუსის საწინააღმდეგო IgM ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (EBV IgM);
• ეპშტაინ-ბარის ვირუსის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (EBV IgG);
• EBV, ებშტეინ-ბარის ვირუსის დნმ-ის აღმოჩენა ბიოლოგიურ მასალაში, თვისობრივი ანალიზი;
• HSV Type I/II დნმ-ის აღმოჩენა ბიოლოგიურ მასალაში, თვისობრივი ანალიზი;
• CMV, ციტომეგალოვირუსის დნმ-ის აღმოჩენა სისხლში, რაოდენობრივი ანალიზი.
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
სპეციფიკური მომზადება არ არის საჭირო.
ტესტის მეთოდოლოგია
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• cdc.gov - CDC - Cytomegalovirus (CMV) Information
• mayocliniclabs.com - Mayo Clinic Laboratories - CMV Quantitative PCR
• ncbi.nlm.nih.gov - NCBI/StatPearls - Cytomegalovirus Infection
• ანა მაღრაძე, MD - მოლეკულური გენეტიკისა და ციტოგენეტიკის განყოფილება;
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.